საქართველოში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ენდობა “ნატო”-ს, ყველაზე ნაკლებად “დსთ"-ს

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, April 16, 2014
News Making Money

რადიო კომერსანტი: რატომ არ არის განვითარებული საქართველოში სასათბურე მეურნეობები?

17/02/2011 17:21 (1153 დღე 14:50 minutes ago)

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება სასათბურე მეურნეობების განვითარებით უნდა დაიწყოს. როგორც რადიო კომერსანტი იუწყება, ამის შესახებ ბიზნესმენთა და ექსპერტთა ნაწილი commersant.ge-სთან საუბარში აცხადებს.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

მათი თქმით, სოფლის მეურნეობის ზოგიერთი დარგის, მაგალითად მეცხოველეობის განვითარება პერსპექტიულია, თუმცა რეალურ შედეგის მისაღებად წლები და სერიოზული ინვესტიციებია საჭირო. საქართველომ კი ისეთი დარგების განვითარებით უნდა დაიწყოს, რომელიც სურსათის დეფიციტს შედარებით მოკლე პერიოდში მოხსნის, იმპორტს შეამცირებს და ფასებს დაარეგულირებს.

ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბიას“ დირექტორის ზურაბ ჯანელიძის განცხადებით, სასათბურე მეურნეობების განვითარება ერთადერთი სწორი მიმართულებაა, რომელიც თვალსაჩინო ეფექტს, განსაკუთრებულად მსხვილი დანახარჯების გარეშე, მოკლე ვადაში მოგვცემს. მისი თქმით, სადღეისოდ იმერეთის რეგიონში 800 ჰექტრამდე სასათბურე მეურნეობაა. ამ მოცულობის დაახლოებით 5–ჯერ გაზრდის შემთხვევაში კი ქვეყანას ბოსტნეულის იმპორტი აღარ მოუწევს. ზურაბ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს სასათბურე მეურნეობების განვითარებისათვის იდეალური კლიმატი აქვს. ამ მხრივ განსაკუთრებული დასავლეთი საქართველოა, სადაც სათბურებში მწვანილი ზამთარშიც კი ხელოვნური გათბობის გარეშე მოჰყავთ. ამიტომ თუკი ამ მიმართულებით ინვესტირება მოხდება, მაწარმეები არა მარტო ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებას შეძლებენ, არამედ ექსპორტზეც იმუშავებენ. თუმცა ექსპორტის განვითარებისთვის ბოსტნეულის ასორტიმენტის გაფართოება და ლოჯისტიკური ცენტრების არსებობაა საჭირო, რაც უცხოელი პარტნიორებისთვის პროდუქციის სისტემატურ მიწოდებას უზრუნველყოფს.

ამავეს აცხადებს მარნეულის სასათბურე მეურნეობის დირექტორი თამაზ მღებრიშვილი. მისი თქმით, ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურებისთვის საკმაო დანახარჯებია საჭირო. 1 ჰექტარზე ასეთი სათბურის მოწყობა დაახლოებით 1 მილიონი დოლარი ჯდება. პრობლემაა ისიც, რომ ამ მიმართულებით საქართველოში პროფესიონალური კადრების სერიოზული დეფიციტია. ამის მიუხედავად, თუკი დარგში ინვესტიციები ჩაიდება, ეს ქვეყნის სასურსათო მდგომარეობას სერიოზულ წინსვლას მისცემს, იმპორტს ადგილობრივი წარმოება ჩაანაცვლებს, რაც თავის მხრივ ფასების დარეგულირებას გამოიწვევს. თამაზ მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოში თურქეთიდან ყოველწლიურად 9–დან 12 ტონამდე პომიდვრის იმპორტი ხორციელდება. პომიდორი იმ პერიოდში შემოდის, როცა ჩვენთან სეზონი მთავრდება, ანუ ნოემბრის ბოლოდან ივნისის ჩათვლით და ეს პროდუქტი იქაურ სასათბურე მეურნეობებშია მოწეული. პომიდვრის გარდა იმპორტით სხვა ბოსტნეულიც შემოდის, რომლის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით სავსებით შესაძლებელია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group