საქართველოში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ენდობა “ნატო”-ს, ყველაზე ნაკლებად “დსთ"-ს

This text is replaced by the Flash movie.

Friday, April 18, 2014
News Making Money

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP) - სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2010

02/03/2011 16:39 (1142 დღე 11:42 minutes ago)

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ინიციატივა მხარდაჭერილია აპროდევის (APRODEV) მიერ

ეკლესიების მსოფლიო საბჭოსთან დაკავშირებული განვითარების ორგანიზაციების ასოციაცია ევროპაში _ APRODEV, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) პროგრამის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ზემოქმედება მოახდინოს ევროკავშირის ინსტიტუციებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, რათა ხელი შეეწყოს აღნიშნული რეგიონების ქვეყნების განვითარებას, სამართლიანობასა და მშვიდობას, სიღარიბის აღმოფხვრას.


პროგრამა APRODEV EECCA მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან სამხრეთ კავკასიაში. 2004 წლიდან იგი ეხმარება ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას ევროკავშირის განვითარებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ ინფორაციის მიღებაში და შესაძლებლობას აძლევს პარტნიორ ორგანიზაციებს, რათა საკუთარი ცოდნით და გამოცდილებით წვლილი შეიტანონ თავიანთი მთავრობების მიერ ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით განხორციელებული რეფორმების პროცესში.

 

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებული იქნა ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ძალაში 2006 წლის 14 ნოემბერს შევიდა.

 

სამოქმედო გეგმით, საქართველო იღებს დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულებას, რაც გულისხმობს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო მნიშვნელოვან ხარისხს და უფრო ღრმა პოლიტიკურ თანამშრომლობას.

 

წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ. დოკუმენტის მიზანია, წარმოაჩინოს არასამთავრობო სექტორის ხედვა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ზოგიერთ სფეროში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ. ეს სფეროებია:   ადგილობრივი თვითმმართველობა; სურსათის უვნებლობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები; სამეწარმეო გარემო; კონფლიქტების მოგვარება; გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება; ენერგეტიკა; განათლება და სოფლის მეურნეობა.

ადგილობრივი თვითმმართველობა

4. ზოგადი მიზნები და საქმიანობა

4.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა

4.1.1 დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის ინსტიტუტების მდგრადობის და ეფექტიანობის განმტკიცება

დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება

ადგილობრივი ხელისუფლება

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის (ENP AP) განხორციელების 2010 წლის გეგმის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ, დაგეგმილი იყო შემდეგი ამოცანების შესრულება: 1. დარგობრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა ორგანულ კანონთან; 2. მუნიციპალური მოხელეების სწავლებების სისტემის კონცეფციის პროექტის მომზადება; 3. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სრულყოფის შესახებ დიალოგის ხელშეწყობა მრგვალი მაგიდების მეშვეობით; 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებრივი უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა. წინამდებარე ანგარიში მოიცავს თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანის შესრულების შეფასებას, ასევე ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანულ კანონში 2010 წელს შესული ცვლილებებისა და დამატებების შედეგად თვითმმართველი ერთეულის გაზრდილი ზოგიერთი კომპეტენციის მიმოხილვას.

დარგობრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონთან
დარგობრივი კანონმდებლობის შეუსაბამობა ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”  ორგანულ კანონთან წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემების რიცხვს განეკუთვნება, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საკუთარი კომპეტენციების სრულფასოვან განხორციელებაში.

 

საქართველოს ხელისუფლების 2010 წლის პირველი ნახევრის (იანვარი-ივნისი) ანგარიშში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის (ENP AP) განხორციელების შესახებ აღნიშნულია, რომ 2010 წლის 14 ივნისს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც შეთანხმებული იქნა სამოქმედო გეგმა დარგობრივ კანონმდებლობაში ცვლილებების მომზადების თაობაზე, ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანულ კანონთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.  ამ კუთხით, განსაკუთრებით აქტუალურია კანონები: ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”, ”გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ”, ”სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ”.


უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ცვლილებები ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში, მათი ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, არ განხორციელებულა.

მუნიციპალური მოხელეების სწავლების სისტემის კონცეფციის პროექტის მომზადება


გარდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის განხორციელების 2010 წლის გეგმისა, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სწავლების კონცეფციის მომზადების აუცილებლობა ხაზგასმულია საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიაშიც.


ამ მიზნით, 2010 წელს პერიოდულად ეწყობოდა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სწავლების სახელმწიფო კონცეფციის სამუშაო ვარიანტის განხილვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით (პროვაიდერები, საზოგადოებრივი ორგანიზციები, დონორები). უნდა აღინიშნოს, რომ კონცეფციის ძირითადი პრინციპები, როგორიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა სწავლების ერთიანი სისტემის ფორმირება, სწავლების სისტემურობა და უწყვეტობა, სწავლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, სასწავლო დაწესებულებათა მრავალფეროვნება და ავტონომიურობა, ინოვაციურობა და საჯაროობა, სავსებით მისაღებია, თუმცა, საჭიროდ მიგვაჩნია ყურადღების გამახვილება იმ არსებით რისკებზე, რამაც, ჩვენი აზრით, შესაძლოა ხელი შეუშალოს კონცეფციით დასახული მიზნების მიღწევას. კერძოდ:


•    საკადრო პოლიტიკის და საერთოდ საჯარო სამსახურის რეფორმირებისა და განვითარების სახელმწიფო კონცეფციის არარსებობა, საჯარო სამსახურის ფუნქციონირების არასრულყოფილი სამართლებრივი რეგულირება, საჯარო მოსამსახურის მიერ კარიერის გავლის მწყობრი სისტემის, მოხელეთა შრომის, სოციალური და საპენსიო უზრუნველყოფის დაცვის სპეციალური სისტემების არარსებობა და ამ სფეროში ჯერ კიდევ არსებული სხვა არაერთი პრობლემა რეალურად ზრდის მომზადებული და გადამზადებული კადრების საჯარო სექტორიდან გადინების რისკს.


•    კონცეფცია აგებული და მორგებულია ე.წ. კარიერული ტიპის საჯარო სამსახურის მოდელზე. მიგვაჩნია, რომ თუ საჯარო სამსახურის რეფორმა ამ მიმართულებით არ განხორციელდა, ან, მაგალითად, დანერგილი იქნა საჯარო სამსახურის მოწყობის ე.წ. საკონტრაქტო მოდელი, მაშინ ადგილობრივ მოხელეთა სწავლების ზემოაღნიშნული კონცეფცია დაკარგავს აქტუალობას;


•    კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია სასწავლო დაწესებულებათა (პროვაიდერთა) მრავალფეროვნება.

თუმცა, არსებობს რისკი, რომ მოხდეს სფეროს მონოპოლიზაცია ერთი ან ორი სასწავლო დაწესებულების მიერ, რაც, რა თქმა უნდა დაუშვებელია. შესაბამისად, საჭიროა ამ რისკის გამანეიტრალებელი დებულებების თუ მექანიზმების მკაფიოდ გაწერა ხსენებულ კონცეფციაში;


•    ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოირიცხოს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ ტრეინინგების მიწოდება როგორც თვითმმართველობის მოხელეთათვის, ისე პროვაიდერთა შესაძლებლობების გაზრდის მიზნით ამ უკანასკნელთათვის TOT კურსების ორგანიზება. მიგვაჩნია, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სასწავლო დაწესებულებები თავად მოახერხებენ საკუთარი სასწავლო პროგრამებისა და ადამიანური რესურსების განვითარებას;


•    ასევე, დამატებით განხილვას საჭიროებს კონცეფციით გათვალისწინებული სწავლების პროცესის დაფინანსების მექანიზმი.

ადგილობრივი თვიმმართველობის რეფორმის შესახებ დიალოგის ხელშეწყობა მრგვალი მაგიდების მეშვეობით
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივითა და მონაწილეობით გაიმართა სხვადასხვა შეხვედრები და განხილვები ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სწავლების კონცეფცია, რეგიონული განვითარება, დეცენტრალიზაციის სტრატეგია. თუმცა, აუცილებელია არასამთავრობო სექტორის უფრო ფართო სპექტრის მონაწილეობის უზრუნველყოფა აღნიშნული თემების ირგვლივ, მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე და სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.


ამავე დროს, ძალზედ შეზღუდულია თანამშრომლობისა და დიალოგის ფორმატი შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ისეთ თემებზე, როგორიც არის, მაგალითად, თვითმმართველი ერთეულების ფისკალური დამოუკიდებლობა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ თვითმმართველი ერთეულების დამოუკიდებლობის ხარისხი ადგილობრივი საბიუჯეტო პრეცესის და ფისკალური პოლიტიკის წარმართვაში კვლავაც ძალზედ შეზღუდუალია.

ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებრივი უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა


არასრულყოფილი და რიგ შემთხვევებში ბუნდოვანი საკანონმდებლო რეგულირების გამო, ვერ განხორციელდა ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად გამოცხადებული ადგილობრივი მნიშვნელობის გარკვეული კატეგორიის ქონების (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და წყლის რესურსები) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის პროცესი.


”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონით, ადგილობრივი  მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აღიარებულია თვითმმართველი ერთულის საკუთრებად. თუმცა, იმავე კანონით, გამონაკლისის სახით, დადგენილია სხვადასხვა კატეგორიის სასოფლო მიწების ჩამონათვალი, რომელიც არ გადაეცემა მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში. ეს ჩამონათვალი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ფაქტიურად გამორიცხავს რაიმე სახის (კატეგორიის) სასოფლო მიწის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებობას. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 8 აგვისტომდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი ”საძოვრები” განეკუთვნებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთადერთ კატეგორიას, რომელიც ითვლებოდა ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებად.  თუმცა, 2010 წლის 21 ივლისს ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანულ კანონში შესული ცვლილებით,  ზემოხსენებული გამონაკლისების ჩამონათვალს ”საძოვარიც” დაემატა და ამდენად, ფორმალურად ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებად აღიარებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იდენტიფიკაცია პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.


”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის თანახმად, ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა. თუმცა, იმის გამო, რომ დღემდე არ მომხდარა, ამავე კანონით გათვალისწინებული ”ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების განსაზღვრის წესის შესახებ” მთავრობის დადგენილების მიღება, თვითმმართველი ერთეულების მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული ქონების იდენტიფიკაცია და შესაბამისად,  საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2007 წლიდან მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა აღარ წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას.


ფაქტიურად ვერ განხორციელდა 2007 წელს დაწყებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეების თვითმმართველი ერთეულების საკუთრებად რეგისტრაციის პროცესი. ამ პრობლემას რამდენიმე განმაპირობებელი მიზეზი აქვს, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი ამ კონკრეტული ქონების მიმართ თვითმმართველი ერთეულების დაბალი ინტერესია, რაც შემდეგი გარემოებებით არის განპირობებული: ა) კანონმდებლობით ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეებად გამოცხადებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობების ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი ფაქტიურად გაჩანაგებულია, არსებული საკადასტრო მონაცემები კი ძველია და არ ასახავს სინამდვილეს. თვითმმართველ ერთეულებს არ სურთ საკუთრებაში მიიღონ ვირტუალური ქონება; ბ) ამ კატეგორიის ტყეებში სამასალე ნედლეული ნაკლებადაა ანუ ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის ამ ქონებას ფისკალური დატვირთვა არ გააჩნია; გ) მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ტყის ფლობისა და განკარგვის არც გამოცდილება და არც რესურსი, მით უფრო, რომ ამ მხრივ დარგობრივი კანონმდებლობაც დასახვეწია. მაგალითად, ”ტყის კოდექსი” საქართველოს ტყის ფონდის შესაძლო მესაკუთრედ თვითმმართველ ერთეულს საერთოდ არ მოიხსენიებს. ასევე, მაგალითად, ერთის მხრივ, ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონით დასტურდება ტყის, როგორც უძრავი ნივთის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის აუცილებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ”ტყე”, როგორც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ნივთი ნახსენები საერთოდ არ არის.


2010 წელს საქართველოს მთავრობის #233 დადგენილებაში შესული ცვლილებების თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის პროცედურა შედარებით დაიხვეწა და გამარტივდა. მაგალითად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, დაინტერესბული თვითმმართველი ერთეულისათვის კონკრეტული მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე,  ”თანხმობის” გაცემის ვადა შემცირდა 14 დღემდე, ხოლო  სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების აღნიშნულ ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში, ”თანხმობა” ჩაითვლება გაცემულად. თუმცა, დაურეგულირებელი დარჩა, ასეთ შემთხვევებში, მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლის განსაზღვრის საკითხი. გარდა ამისა, მთავრობის ზემოხსენებული დადგენილებით, ქალაქ თბილისისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებად აღრიცხვის კიდევ უფრო გამარტივებული წესი მოქმედებს, რაც გულისხმობს სამინისტროსგან ყოველგვარი ”თანხმობის” მიღების გარეშე მიწაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში პირდაპირი რეგისტრაციის უფლებას.  ვფიქრობთ, სავსებით ადეკვატური იქნებოდა ამგვარი გამარტივებული წესის საქართველოს დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებზე გავრცელება.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გაზრდილი კომპეტენციები


”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანულ კანონში 2010 წლის ცვლილებებისა და დამატებების შედეგად თვითმმართველ ერთეულებს გადაეცა დამატებითი კომპეტენციები. ამათგან გამოსაყოფია შესაბამის თვითმმართველ ერთეულში დასაქმების ხელშეწყობა და ინვესტიციების ხელშეწყობა. ეს კომპეტენციები სავალდებულოდ შესასრულებელ კომპეტენციათა რიცხვს არ განეკუთვნება (ისევე, როგორც თვითმმართველი ერთეულის სხვა საკუთარი უფლებამოსილებების დიდი უმრავლესობა), რაც ნიშნავს, რომ მათი შეუსრულებლობისათვის თვითმმართველობის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობა არ ეკისრება (გარდა, მაგალითად, ამომრჩეველთა წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობისა).

დასაქმებისა და ინვესტიციების ხელშეწყობა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც უთუოდ მისასალმებელია. თუმცა, პრაგმატული თვალსაზრისით, პირდაპირ ეფექტს აქედან სახელმწიფო ბიუჯეტი უფრო მიიღებს (შემცირდება სოციალური ხარჯები, გაიზრდება საშემოსავლო გადასახადიდან და სხვა სახელმწიფო გადასახადებიდან შემოსულობები) ვიდრე ადგილობრივი (გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება საწარმოთა ქონების საგადასახადო ბაზა).  იმისათვის, რომ თვითმმართველმა ერთეულებმა რეალურად შეუწყონ ხელი დასაქმებას, დაგეგმონ, დააფინანსონ და განახორციელონ დასაქმების პროგრამები, საკმარისი არ არის კომპეტენციის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, არამედ, ასევე აუცილებელია მოტივაცია. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსულობების თუნდაც მცირე ნაწილის ადგილობრივ ბიუჯეტებში მიმართვა, გაზრდიდა თვითმმართველი ერთეულების ინტერესს საინვესტიციო და დასაქმების პროგრამების განხორციელებისადმი. იგივე შეიძლება ითქვას იმ სანებართვო მოსაკრებლებზე, რომლებიც კონკრეტული სახის ბიზნეს-საქმიანობის წამოწყებისთვის იხდევინება. ამასთან, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს სოციალური , ეკონომიკური თუ გათანაბრებითი პოლიტიკა (გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა) ბუნებრივად უწყობდეს ხელს მუნიციპალიტეტებს შორის კონკურენციასა და შეჯიბრებითობას და არა პირიქით, ეკონომიკური პასიურობისკენ უბიძგებდეს მათ.

სურსათის უვნებლობა, სტანდარტები და ტექნიკური ნორმები

4.5 ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ბაზარი და რეფორმები რეგულირების სფეროში
4.5.1 საქონლის მოძრაობა

სანიტარული და ფიტოსანიტარული საკითხები

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით საქართველოს ვალდებულება ამ მიმართულებით შემდეგი იყო:
მომხმარებლისათვის საკვების უვნებლობის გაზრდა და ვაჭრობის ხელშეწყობა სანიტარული და ფიტოსანიტარული სამსახურების რეფორმირებისა და მოდერნიზების გზით. კერძოდ,


•    მუშაობის გაგრძელება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ‚სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების გატარების შესახებ” შეთანხმების სრულად განხორციელებისათვის და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში (ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)/ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)/‚კოდექს ალიმენტარიუსი,” მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია (IPPC)/ FAO) გაწევრიანების შემდეგ) აქტიური მონაწილეობა.


•    სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროში (მაგ. პოლიტიკა , კანონმდებლობა, ინსტიტუციური გაძლიერება, აღსრულების პრაქტიკა) ინფორმაციის გაცვლა და ევროკავშირის წესებთან და პრაქტიკასთან შესაძლო დაახლოების სფეროების შესწავლა
•    მცენარეთა დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დებულებებისა შესრულება;


•    საშუალოვადიან პერიოდში პირველადი ღონისძიებების ნუსხის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სურსათის უსაფრთხოების ზოგად პრინციპებთან და მოთხოვნებთან თანდათანობით დაახლოებას (მაგ. დებულება 178/2002/EC; ცხოველთა და მცენარეთა ან მცენარეული პროდუქტების იდენტიფიცირებისა და მათზე დაკვირვების სისტემები; საკვების გადამუშავების ჰიგიენა). ამ სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების დაწყება;


•    ცხოველთა ჯანდაცვის და ცხოველური პროდუქტების წარმოების სფეროში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება (გათვალისწინებულ იქნეს ‚სახელმძღვანელო პრინციპები მესამე ქვეყნების მთავრობებისათვის იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც უნდა იქნეს დაცული ცოცხალი ცხოველების ან ცხოველური პროდუქტების ევროპის კავშირში იმპორტირებისას” DG SANCO/FVO, 2003 წლის ოქტომბერი);


•    მუშაობა ურთიერთკავშირის დასამყარებლად ევროკავშირის სურსათისა და ცხოველთა საკვების სფეროში "სწრაფი შეტყობინების სისტემასთან” (RASFF).


2010 წლის გეგმით საქართველოს მთავრობას უნდა განეხორციელებინა შემდეგი:


1.    პრემიერ-მინისტრის აპარატს:
1. საკვების უვნებლობის შესახებ სტატეგიის შემუშავება და მიღება;
2. საკვების უვნებლობის სფეროში სამოქმედო პროგრამის მიღება;
3. საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში კოდექსის შემუშავება;
4. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პერსონა ლის ტრენინგი.

 

2.    სოფლის მეურნეობის სამინისტროს:
i.    სურსათის უვნებლობის სფეროში:
1.პირველადი ღონისძიებების ნუსხის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სურსათის უსაფრთხოების ზოგად პრინციპებთან და მოთხოვნებთან თანდათანობით დაახლოებას;

2.ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების დაწყება.
ii.    ფიტოსანიტარიის სფეროში:
1. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის პროცედურების სრულყოფა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
1.1. ამ სფეროში დაკავებული საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლება;
1.2. მცენარეთა მავნე ორგანიზმების და მათი გავრცელების შესახებ ინფორმაციების გაცვლის კუთხით თანამშრომლობა საერთაშორიო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოებთან;
1..3. ევროპის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში ( EPPO-ევროპის მცენარეთა დაცვის ორგანიზაცია) გაწევრიანება
iii.    ვეტერინარიის სფეროში:
1. საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსისა და მცენარეთა დაცვის კონვენციის დებულებათა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი რეგულირებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება;
1.1. ქვეყნის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელება;
2. საქართველოს ევროპისა და ხელმთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO) გაწევრიანება და შემდგომი თანამშრომლობა.
3. ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების ანალიზი და შესწავლა;

3.1. ევროკავშირის ქვეყნების შესააბამისი სტრუქტურების ინსტიტუციური მოწყობისა და გამოცდილების შესწავლა მისი შემგომი გამოყენების მიზნით;
iv.    სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს:
i.    სურსათის უვნებლობის სფეროში:
1. სურსათის უვნებლობის დაცვის ეფექტური კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების მიზნით მიღებული ნორმატიული აქტების განხორციელება;
2. სასურსათო პროდუქტების უვნებლობისა და ხარისხის მაჩვენებლებზე მონიტორინგის განხორციელება;.
2.1. სურსათის ნიმუშების შესყიდვა და მათი  ლაბორატორიული კვლევა;


3. "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის ამოქმედება (საწარმოების რეგისტრაციასთან დაკავშირებით)
ii.    ვეტერინარიის სფეროში:
1. თურქულის დაავადების პრევენციის პროექტის  სრული მოცულობით განსახორციელებლად FAO-სთან შესაბამისი მემორანდუმის ხელმოწერა;
2. საქართველოში ცხოველთა სასაკლაოების მშენებლობისა და ამოქმედების პროგრამის შემუშავება;
3. კერძო ვეტერინარული სამსახურების  შექმნისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა;


4. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ვეტერინარიის სფეროს ინსტიტუციონალური გაძლიერების პროექტში მონაწილეობა ტრენინგებისა და შესაბამისი კადრების უნარ-ჩვევების სტიმულირების გზით.


2010 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის მიხედვით საქართველომ განახორციელა შემდეგი:


ყოვლისმომცველი სტრატეგიის და სამოქმედო პროგრამის მომზადება სურსათის უვლებლობის საკითხებზე
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის DCFTA (თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების) მზადყოფნის შეფასების რეკომენდაციების შესაბამისად მოამზადა “ყოვლისმომცველი სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა სურსათის უვლებლობის სფეროში”. დოკუმენტი შეიქმნა სპეციალური უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ (ევროკავშირთან ინტეგრაციის კომისიის დაქვემდებარებაში), ჯგუფის ხელმძღვანელია სოფლის მეურნეობის მინისტრი. 


როგორც კომპლექსურ სტრატეგიასა და სამოქმედო პროგრამის პროექტშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის მიზანს წარმოადგენს სამართლებრივი და ინსტიტუციონალური სტრუქტურის განვითარება სურსათის უვლებლობის სფეროში, ასევე სურსათის უვლებლობის კანონის შეჩერებული დებულებების შესრულება ევროკავშირის და საერშთაშორისო სტანდარტების დაცვით.


სურსათის უვლებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და სამოქმედო პროგრამის პროექტი დამტიცდა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მიერ 2009 წლის 8 სექტემბერს და წარედგინა DG Trade. ჩატარდა ექსპერტების შეხვედრები სურსათის უვლებლობის საკითხებზე კომისიის სამსახურებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის (შემდგომში ექპერტთა შეხვედრები) ბრუსელში 2009 წ. 12 ნოემბერს და 2010 წ. 9 ივნისს. შეხვედრებზე სტრატეგია დეტალურად განიხილეს.


სტრატეგიის დასრულების მიზნით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური და პრემიერ მინისტრის კაბინეტი მჭიდროდ თანამშრომლობენ ევროკავშირის ორ ექსპერტთან. ექსპერტები დახმარებას უწევენ სამართლებრივი და ინსტიტუციური ნაკლოვანებების შეფასებაში და რესურსების იდენტიფიკაციაში, რომლებიც აუცილებელია ივნისში ჩატარებული ექსპერტების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად კანონმდებლობის დაახლოებისთვის, წვრთნების, განხორციელებისა და აღსრულებისთვის.


საქართველოს მთავრობამ საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისთვის მოითხოვა კომპლექსური ინსტიტუციური გაძლიერება. მისი მიზანი იქნება ზემოხსენებული სახელმწიფო დაწესებულების ეფექტური ინსტიტუციური მშენებლობის უზრუნველყოფა.


სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონის აღსრულება


სურსათის უვნებლობის დაცვის მიზნით  ეფექტური კონტროლის მექანიზმების შესაქმნელად გაუმჯობესდა და ამოქმედდა შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.


სტრატეგიის საბოლოო სახით დასრულებამდე საქართველოს მთავრობამ დაიწყო ზოგიერთი დებულებების განხორციელება. კონკრეტული ღონისძიებები გატარდა “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 (შეჩერებული) მუხლის ასამოქმედებლად, კერძოდ: სურსათის საწარმოების რეგისტრაცია დაიწყო 2010 წლის 1 თებერვალს.

საჯარო რეესტრში უკვე რამდენიმე ათასი კომპანიაა რეგისტრირებული. 2010 წლის ივლისში ძალაში შევიდა  ევროკავშირში საექსპორტოდ გამიზნული სურსათის საწარმოთა ოფიციალური კონტროლის შესახებ კანონის ინსპექტირებასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული  დებულებები. ამასთან ერთად მოქმედებს “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონის შეჩერებული მუხლები. საქართველო მუშაობს არსებული სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის დასახვეწად და ევროკავშირის დებულებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.


“სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონში 2010 წ. 26 მარტს გატარებული ცვლილებების მიხედვით, რისკის ანალიზის და საკონტროლო პუნქტების სისტემა (HACCP) ამოქმედდება 2010 წლის 1 ივლისიდან იმ საწარმოებში, რომლებიც სურსათს ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტოდ აწარმოებენ და კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულნი არიან; ამ საწარმოებისთვის 2010 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა მუხლები: 22 (ინსპექტირება), 23 (ინსპექტირების ზოგადი დებულებები), და 30 (ეროვნული სამსახურის წლიური გეგმა და ანგარიში);


2009 წლის 16 ივლისს მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონში; სახელდობრ, 1 მუხლს დაემატა პუნქტი 21: “რძის ნაწარმის მწარმოებელმა და/ან ექსპორტიორმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია შეფუთვის თვალსაჩინო ადგილზე პროდუქტის ან ბრენდის სახელწოდების გვერდით ადვილად გასარჩევი მსხვილი ასოებით შესრულებული მარკირების საშუალებით იმის შესახებ თუ რა ინგრედიენტებია გამოყენებული ამ ნაწარმის დამზადებისას, ნატურალური რძე თუ რძის ფხვნილი. მაგალითად, “პროდუქტი დამზადებულია ნატურალური რძისგან” ან “რძის ფხვნილის გამოყენებით” ეს წესი ძალაში შევიდა 2010 წლის 1 იანვარს. 


საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება ევროკავშირის სურსათის უვნებლობის პრინციპებისა და მოთხოვნების შესაბამისად


პრემიერ მინისტრის აპარატის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის (შემდგომში “ეროვნული სამსახური”) და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავდა “ზოგადი ჰიგიენის წესები” და “ოფიციალური კონტროლის წესები” ინსპექტირებასა და მიკვლევადობასთან დაკავშირებული კანონის დებულებების განსახორციელებლად. ასევე “სურსათის და საქონლის საკვების განადგურების" წესები. ზემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტები მომზადდა ევროკავშირის დებულებების და სასურსათო კოდექსის მიხედვით. 2010 წლის ივნისში ეს სამართლებრივი აქტები    დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ, მას შემდეგ რაც განიხილეს დაინტერესებულმა მხარეებმა და მეწარმეებმა და ისინი ამჟამად ძალაშია.


“ფიტოსანიტარული სერტიფიკატების და ფიტოსანიტარული რეექსპორტის სერტიფიკატების გაცემის წესები” დამტკიცდა და ძალაში შევიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის N#2-201 2009 წ. 25 სექტემბრით დათარიღებული ბრძანებულების თანახმად. ეს წესები გამიზნულია ფიტოსანიტარული სერტიფიკატების გაცემის პროცედურების გასაუმჯობესებლად და ფიტოსანიტარიის შესახებ კანონის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებისთვის. ეს წესები მოიცავს ექსპორტის სერტიფიცირების საერთაშორისო დებულებებს: “მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია”, “სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების გატარების შესახებ ხელშეკრულების პრინციპები” და საერთაშორისო სტანდარტები #7 და #12.


“პარაზიტების, კარანტინის და სხვა მავნე ორგანიზმების გავრცელებისგან საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარული დაცვის წესები” დამტიცდა სოფლის მეურნეობის მინისტრის და ფინანსთა მინისტრის N#2-7-N#33, 2010წ. 25 იანვრით დათარიღებული საერთო დადგენილების საფუძველზე. ეს წესები ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას.


ეს წესები მოიცავს #15 საერთაშორისო ფიტოსანიტარული სტანდარტის მოთხოვნებს. სახელდობრ, “დებულებები საერთაშორისო ვაჭრობაში გამოყენებული ხის შესაფუთი მასალის შესახებ”, რომლის საშუალებით ექსპორტიორებს ნაკლები პრობლემები ექმნებათ ექპორტირების დროს და მინიმუმამდეა დაყვანილი ნოტიფიკაციის საჭიროება ევროპიდან.   
სოფლის მეურნეობის მინისტრის და ფინანსთა მინისტრის 2010 წ. 16 ივნისით დათარიღებული ერთობლივი ბრძანება N#384 - #2-130 დამტკიცდა და ამოქმედდა. ბრძანებულება ეხება “სახელმწიფო საზღვრის ფიტოსანიტარული კარანტინის, და სახელმწიფო საზღვრის ვეტერინარული კარანტინის კონტროლის წესების დამტკიცებას”.


ვეტერინარული კონტროლი და მცენარეთა დაცვა


სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა დაიწყო საქონლის ფერმების რეგისტრაცია. დღეისთვის რეგისტრირებულია დაახლოებით 500 დიდი ფერმა და 2000-ზე მეტი მცირე სადგომი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ვეტერინარული მედიკამენტების რეგისტრაცია. სახელდობრ, შეიქმნა ვეტერინარული მედიკამენტების მწარმოებელი ქვეყნების ნუსხა და საქართველოში მათი დარეგისტრირება შეიძლება იდენტიფიცირებიდან 10 დღის განმავლობაში.    შესაბამისად, შემცირდა რეგისტრირებისთვის საჭირო დოკუმენტების რაოდენობა.


შემუშავდა საქართველოში სასაკლაოების მშენებლობის ოთხწლიანი პროგრამა. ამჟამად, სასაკლაოები შენდება და ფუნქციონირებს თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში. მშენებლობა დასრულდა ასპინძისა და გარდაბნის რაიონებში. მშენებლობა დაიწყო მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში; ხაშურში, ხობის, სენაკის, ზესტაფონის და ზუგდიდის რაიონებში დაგეგმილია სასაკლაოების მშენებლობა და რეკონსტრუქცია. 


გრძელდება კერძო ვეტერინარების სერტიფიცირება სამ დარგში: მკურნალობა-პროფილაქტიკა, ვეტერინარული ფარმაცია და ვეტრინარულ-სანიტარული ზედამხედველობა. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა ვეტრინარული სერვის-ცენტრები, რომლებიც სხვადასხვა რაიონებში ფუნქციონირებს.


საერთაშორისო თანამშრომლობა


ევროპის და შავი ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO) გაწევრიანების მიზნით განხორციელდა სათანადო ღონისძიებები. კერძოდ, მომზადდა და საგარეო საქმეთა სამინისტროში  გაიგზავნა დოკუმენტების პაკეტი, რომლებიც აუცილებელია EPPO–ში გაწევრიანებისთვის შიდა პროცედურების დასაწყებად.


EPPO–ში გაწევრიანების ფარგლებში მომზადდა “ევროპის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის კონვენციის” აუთენტური თარგმანი და გაიგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.


ეროვნულმა სამსახურმა განიხილა FAO მემორანდუმი თურქულის პრევენციის პროექტის სრული მოცულობით განსახორციელებლად და თავისი კომენტარები გაგზავნა FAO-ის მთავარ ოფისში შესათანხმბლად. 2009 წელს დასრულდა პროექტის პირველი ნაწილი, მაგრამ რომის 38-ე გენერალურ სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება მისი გაგრძელების შესახებ ტრანსკავკასიის ქვეყნებში 2010-2010 წ.


სათანადო აქტივობები განხორციელდა WTO ხელშეკრულების სრული მოცულობით განსახორციელებლად სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების გატარების და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE), FAO/WHO/კოდექს ალიმენტარიუსი და IPPC/FAO გაერთიანების შემდეგ) თანამშრომლობის შესახებ.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს პერსონა ლის შესაძლებლობების გაძლიერება


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პერსონა ლი 2010 წლის იანვრიდან სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობდა:


მოეწყო სასწავლო მივლინება (სტაჟირება) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “საქართველო-ევროპული პოლიტიკისა და იურიდიული კონსულტაციის ცენტრის” (GEPLAC) მიერ. ეს აქტივობა განხორციელდა “გაერთიანებული სამეფოს სურსათის სტანდარტების სააგენტოში”.


“FAO–ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის” მიერ განხორციელდა ტრენინგი – “მეცნიერული პრინციპების და რისკის ანალიზის გამოყენება სურსათის უვნებლობის სფეროში ეროვნულ დონეზე”, რომელიც ჩატარდა კიევში;


სოფლის მეურნეობის სამინისტროს პერსონა ლმა Cochran sharing პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ტრენინგში, რომელიც ჩატარდა ა.შ.შ. სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს მიერ;


მოეწყო სხვადასხვა სემინარები, მათ შორის “მენეჯმენტი და სურსათის უვნებლობა განვითარებად ქვეყნებში”, რომელიც ორგანიზებული იყო ჩინეთის რესპუბლიკის სურსათისა და ფერმენტაციის სამეცნიერო ინსტიტუტის (CNRIDDI) მიერ; სემინარები თემაზე “საქართველოს RASSF (თბილისი) სისტემაში ინტეგრირების უზრუნველყოფა”; სამუშაო შეხვედრა თემაზე “ევროკავშირში გეოგრაფიული აღნიშვნების (ნიშნების) ფუნქციონირების ტექნიკური ასპექტები”, რომელიც ორგანიზებული იყო TAIEX მიერ.


მომზადდა სპეციალური პროგრამა ვეტერინარების ტრენინგის ჩასატარებლად ლატვიის სურსათისა და ვეტერინარულ სამსახურთან თანამშრომლობით და მსოფლიო ბანკის მონაწილეობით. ხელშეკრულება პროგრამის თაობაზე გაფორმდა 2010 წლის მაისში. სპეციალისტების ჯგუფი დაესწრო ტრენინგებს ლატვიაში. გარდა ამისა, მომზადდა სემინარები სტაჟიორების პირველი ჯგუფისთვის (24 სტაჟიორი); ამჟამად ეროვნული სამსახური მასპინძლობს სტაჟიორების მეორე ჯგუფს.   

სამოქალაქო საზოგადოების რიგი ორგანიზაციების აზრით კი მდგომარეობა აღწერილ სფეროში შემდეგია (2010 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით):


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ მან  2009 წელს მოამზადა სურსათის უვნებლობის სტრატეგია (რომელიც, როგორც სამეზობლო პოლიტიკის ანგარიშებიდან ირკვევა, ევროკავშირთან ინტეგრაციის კომისიას 2009 წლის სექტემბერში დაუმტკიცებია კიდეც), ქართული საზოგადოებისთვის იგი ხელმისაწვდომი არ ყოფილა არც მოსამზადებელ სტადიაზე და არც დამტკიცების შემდგომ. დღემდე მისი შინაარსი საზოგადოებისთვის უცნობია. საზოგადოების მხრიდან დოკუმენტის მოთხოვნაზე საჯარო მოსამსახურეები (მათ შორის პარლამენტარებიც) უარით პასუხობენ.


ასევე არ გამხდარა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ახალი კოდექსი (ან მისი პროექტი) საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში, რომლის შემუშავებას მთავრობა 2010 წლისთვის გეგმავდა. ასეთი კოდექსი არც მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში ფიგურირებს.


2009 წლის ბოლოს ”სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” კანონში განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვით იმ მეწარმეებს, რომლებიც სურსათს ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებენ, სურსათის უვნებლობის მოთხოვნები (მიკვლევადობა, HACCAP დანერგვა) გადაუვადდათ: მაღალი რისკის სურსათის (ცხოველური წარმოშობის სურსათის, ბავშვის საკვების) საწარმოებს - 3 წლით, სხვა სურსათის საწარმოებს - 4 წლით, ცხოველთა საკვების მწარმოებლებს - 5 წლით. ასეთივე ვადით გადაიდო მათი კონტროლიც.


2010 წლის 1 თებერვლიდან დაიწყო სურსათის (ცხოველთა საკვების) მწარმოებელი საწარმოებს/დისტრიბუტორების რეგისტრაცია. კანონის მიხედვით ეს რეგისტრაცია უნდა გაიარონ სურსათის არა მხოლოდ მწარმოებლებმა და დისტრიბუტორებმა, არამედ რეალიზატორებმაც.


2010 წლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრის აპარატმა მოამზადა  სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესები, რომელიც 2010 წლის 25 ივნისს მთავრობის #173 დადგენილებით დამტკიცდა. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის რიგი დებულებები სრულებით მისაღებია, მიგვაჩნია რომ ამ დოკუმენტმა მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მდგომარეობა არ გააუმჯობესა. კერძოდ:


დადგენილებით დაწესდა ერთიანი წესი ყველა ტიპის ოპერატორის კონტროლ/ინსპექტირებისთვის: როგორც მწარმოებლების და დისტრიბუტორების, ასევე რეალიზატორების, ანუ სასურსათო ბაზრის. წესმა დაადგინა, რომ გეგმური კონტროლი (ინსპექტირება)  უტარდებათ რეგისტრირებულ ოპერატორებს: მაღალი რისკის საწარმოებს - წელიწადში ერთხელ, სხვებს და აგრეთვე იმ საწარმოებს, რომელსაც დანერგილი აქვს HACCAP - ორ წელიწადში ერთხელ. გეგმური შემოწმება ტარდება წინასწარ დადგენილი წლიური გეგმის მიხედვით, რომელიც მეწარმოსთვის ცნობილია. არაგეგმური შემოწმება კი, მიუხედავად დასაბუთებული ეჭვის არსებობისა და მისი სიმძიმისა, მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე შეიძლება ჩატარდეს. საქართველოში არსებული პროცედურებით მოსამართლის ასეთ დადგენილების გამოცემას საუკეთესო შემთხვევაში რამოდენიმე დღე სჭირდება, რომელთა განმავლობაში მეწარმეს ეცნობება საქმის განხილვის შესახებ (და შესაბამისად მას ეძლევა შესაძლებლობა მოსპოს მტკიცებულებები მისი საწარმოს ინსპექტირებამდე).


მიუღებელი ამ სქემაში არის ის, რომ იგი ვრცელდება არა მხოლოდ საწარმოების, არამედ გასაყიდად გამოტანილი (ანუ ბაზარზე/მაღაზიის დახლზე განთავსებული) სურსათის შემოწმებაზეც. სახელმწიფო ორგანოებს, საფუძვლიანი ეჭვის (ანუ საჩივრის) შემთხვევაშიც კი მაღაზიაში მოულოდნელად შესვლისა და სასურსათო პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის და შემოწმების შესაძლებლობა არ აქვთ.


საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა საგანგებოდ შეამოწმა ეს დასკვნა - 2010 წლის ივნისში მიმართა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს კონკრეტულ მაღაზიაში არასათანადოდ ეტიკეტირებული სურსათის თაობაზე. როგორც სამსახურიდან 2,5 თვის შემდეგ მიღებული წერილით გაირკვა, მათ მაღაზიის შემოწმება მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე შეძლეს, საჩივრის მიღებიდან 58 დღის შემდეგ! და ამ პერიოდში მეწარმე გაფრთხილებული იყო იმის თაობაზე, რომ არასამტავრობო ორგანიზაციამ კონკრეტული პროდუქტის არასათანადო ეტიკეტირებაზე შეიტანა საჩივარი. ბუნებრივია, შემოწმებისას აღნიშნული პროდუქტი მაღაზიაში აღარ იყიდებოდა.


ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ირღვევა სურსათის უვნებლობის შესახებ კანონით (მუხლი 23) დადგენილი ”ინსპექტირების ზოგადი პრინციპები”, რომლის მიხედვით საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ინსპექტირება გაფრთხილების გარეშე უნდა განხორციელდეს.  2010 წელს მიღებული ნორმატიული აქტების მიხედვით სურსათის ოპერატორების გაუფრთხილებელი შემოწმება საერთოდ გამოირიცხა. მათ შორის სასურსათო მაღაზიების და ბაზრებისაც.


მიგვაჩნია, რომ 2010 წელს განხორციელებული ნორმატიული ცვლილებებით საქართველომ დაარღვია სურსათის უვნებლობის არსებითი პრინციპი - სასურსათო ბაზრის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს როგორც გეგმურად, ასევე გაუფრთხილებლად, დაუყოვნებლივ, ინფორმაციის მიღებისთანავე. ეს შესაძლებლობა საქართველოს ახალმა ნორმატიულმა გარემომ მთლიანად გამორიცხა.


აღსანიშნავია, რომ 2010 წელს სასურსათო ბაზრის გეგმური მონიტორინგი (ანუ ”სასურსათო პროდუქტების უვნებლობისა და ხარისხის მაჩვენებლებზე მონიტორინგი”), 2009 წელთან შედარებით 2-ჯერ შემცირებული მოცულობით განხორციელდა (პროგრამის სახელმწიფო დაფინანსება 2009 წელს  445 ათას ლარს შეადგენდა, 2010 წელს კი 200 ათას ლარს). ამასთან ერთად, თუკი წინა წლებში ამ მონიტორინგის შედეგად მოგროვილი ინფორმაციის მიღება საზოგადოებას კონსოლიდირებული სახით მაინც შეეძლო (გარკვეულ პეროდში მოკლე ანგარიშები იდებოდა სამსახურის ვებ-გვერდზე.

შემდეგ ისინი გაქრა, თუმცა ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში სამსახური  მონიტორინგის შეჯამებულ შედეგებს იძლეოდა) და კანონმდებლობის საფუძველზე არც დეტალური შედეგების შესახებ ინფორმაციის დამალვის უფლება ჰქონდა (თუმცა რეალურად მალავდა).  ახალი წესებით  სასურსათო ბაზრის სახელმწიფო მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაიხურა - დადგენილების მიხედვით, მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია მხოლოდ რისკის შეფასების მიზნით გამოიყენება. ამ დებულების საფუძველზე, მაგალითად,  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერში არ დააკმაყოფილა სტუდია ”მონიტორის” ადმინისტრაციული სარჩელი, რომელშიც იგი წინა წლებში განხორციელებული მონიტორინგის დეტალურ ოქმების მოთხოვნაზე მიღებულ უარს აპროტესტებდა.
ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას სრულებით აღარ მიუწვდება ხელი ბაზარზე არსებული სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ რაიმე ინფორმაციაზე. ამავე დროს, ბაზარზე განთავსებული სურსათის უვნებლობის კონტროლი არ დაწყებულა, მონიტორინგი კი შემცირდა. როგორც წინა წლებში, გაურკვეველია სახელმწიფო ორგანოს რეაგირება მონიტორინგის დროს მავნე სურსათის აღმოჩენის შემთხვევაში. არასოდეს არ ხდება ასეთი ფაქტების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება ან გაფრთხილება (მათ შორის არც იმ მომხმარებელთა, რომელთაც ასეთი სურსათი შეიძინეს ან შეიძლებოდა შეეძინათ). იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მთელმა რიგმა მეწარმეებმა საჯაროდ აღიარეს, რომ მაგალითად ”კარაქის” დასახელებით მცენარეული ცხიმის შემცველ პროდუქტს ყიდდნენ, მათი დასჯა ან დაჯარიმება, ან ამ სურსათის ბაზრიდან ამოღება არ მომხდარა. უფრო მეტიც, იგივე პროდუქტები კვლავ შეუფერხებლად იყიდება საქართველოს სასურსათო ბაზარზე.


ამდენად, 2010 წელს მიღებული ცვლილებებით  საქართველოში მომხმარებელთა დაცვის მხრივ ბაზარზე არსებული სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ამასთან ერთად მომხმარებელი კვლავ მოკლებულია ინორმაციას სამთავრობო პოლიტიკის შესახებ ამ სფეროში ან შესაბამის გადაწყვეტილებათა მიღებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.


ამავე დროს აღსანიშნავია, რომ 2010 წლის სექტემბერში მიღებული ნორმატიული აქტით (მთავრობის დადგენილება #282) გამარტივდა (და ამდენად უფრო განხორციელებადი გახდა) ჰიგიენის წესები სურსათის მწარმოებელ / დისტრიბუტორ საწარმოში. აგრეთვე რეალურად დაიწყო ამ საწარმოთა რეგისტრაცია, თუმცა რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა ჯერ-ჯერობით მცირეა (რამოდენიმე ათასი). 2010 წლის ივლისიდან უნდა დაწყებულიყო რიგი საწარმოების კონტროლიც, თუმცა შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებისთვის სრულებით დახურულია.


გამოიცა ახალი ნორმატიული აქტები ფიტოსანიტარული წესების და პროცედურების მოსაწესრიგებლად. ძირითადად მოწესრიგდა პროდუქციის ხის შესაფუთი ტარის კონტროლის საკითხები. 2009 წელს დაწყებული ინიციატივა სურსათის უნვებლობის სამსახურის ვებ-გვერდზე EPPO-ს საინფორმაციო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ცხოველთა დაავადებების OIE-ს ყოველკვირეული ინფორმაციის, RASFF სისტემის ნოტიფიკაციების ჩამონათვალის ქართული ვარიანტების გამოქვეყნების მხრივ _ 2010 წლის მაისში შეწყდა.


სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელდა ცხოველთა ფერმებისა და სადგომების რეგისტრაცია. მონაცემები განთავსებულია სამსახურის ვებ-გვერდზე. თუმცა მათი ადგილზე გადამოწმებისას ირკვევა, რომ ინფორმაცია ხშირად არასწორია (კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღმოაჩინეს შეუსაბამობები ფერმაში ცხოველთა რაოდენობებში, მითითებული ვეტერინარის ვინაობაში და სხვა).


პირველი შედეგი გამოიღო ცხოველთა სასაკლაოების აშენების სამთავრობო პროგრამამ _ ამოქმედდა ასპინძის, ნატახტარის და ყარაჯალის სასაკლაოები. თუმცა საქართველოსთვის სამი სასაკლაო რა თქმა უნდა ძალზე მცირეა. როგორც წესი, ახალ სასაკლაოებზე დამზადებული ხორცი მხოლოდ დიდ სუპერმარკეტებში ხვდება, რომლითაც ძირითადად მოსახლეობის შეძლებული ფენა სარგებლობს. სხვა მომხმარებელი კვლავ დაუცველი რჩება.


სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და  შესაბამისობის დადგენის პროცედურები

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით საქართველოს ვალდებულებები ამ მიმართულებით შემდეგი იყო: სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და შესაბამისობის დადგენის სფეროში საერთაშორისო და ევროკავშირში მოქმედ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე გადასვლა. კერძოდ:

•    ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა საქართველოში ტექნიკური ნორმების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და აკრედიტაციის თანამედროვე ინსტიტუციური სისტემის შექმნისა და გაძლიერების მიზნით.

•    სტანდარტიზაციაზე, აკრედიტაციაზე, შესაბამისობის დადგენაზე, მეტროლოგიასა და ბაზრის მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი  ინსტიტუტების ინტეგრირება - შესაძლებლობის ფარგლებში - ევროპულ და საერთაშორისო სტრუქტურებში
•    ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით, ბაზარზე დაკვირვების შესაძლებლობების განვითარება;
•    საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესძლებელი დაახლოების მიზნით პრიორიტეტული სამრეწველო სექტორების ერთობლივად განსაზღვრა, მათ შორის, მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან კონსულტირების გზით; ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური ნორმების ქართულ ენაზე თარგმნის პროცესის გაგრძელება მისი დასრულების მიზნით; თანამშრომლობა საერთაშორისო კლასიფიკაციის ეტალონური ლაბორატორიების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საზომთა საერთაშორისო სისტემასთან თავსებადობა; პრიორიტეტული სექტორებში საჭირო კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის ტექნიკურ კანონმდებლობასთან;
•    სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის დადგენის პროცედურების ოპტიმიზება დაბალი რისკის მქონე პროდუქციის სავალდებულო სერტიფიცირების და განმეორებითი ტესტირების თავიდან აცილების მიზნით; შესაბამისობის დადგენის ევროპული მოდულების დანერგვა.


2010 წლის გეგმით საქართველოს მთავრობას უნდა განეხორციელებინა შემდეგი:


1.    პრემიერ-მინისტრის აპარატს:
1. ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების (TBT) სფეროში სტრატეგიისა და სამოქმედო პროგრამის შემუშავება;
2.სამრეწველო ნაწარმის/საქონლის უსაფრთხოების კოდექსის შემუშავება და მიღება;
3.შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პერსონა ლის ტრენინგი.


2.    უწყებათაშორის TBT ჯგუფს:
1. ტექნიკური რეგულირების სფეროში საქართველოს და EC  ნორმატიული ბაზის შედარებითი ანალიზი და  ახალი და გლობალური მიდგომის ევროდირექტივებით განსაზღვრულ პროდუქციაზე EC შესაბამისი დირექტივების და სტანდარტების საქართველოსათვის ადაპტირება და შემოღება, (გოსტებიდან ეტაპობრივი გადასვლა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებზე)
2. პროდუქტის  (სამრეწველო პროდუქციის) უსაფრთოებისა და თავისუფალი მიმოქცევის  კოდექსის მომზადება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროში არსებულ საერთაშორისო და ევროპულ კანონმდებლობასთან .
3. შესაბამისობის შეფასების სფეროში არესბული ევროპული მიდგომების ასახვა პროდუქტის უსაფრთოებისა და თავისუფალი მიმოქცევის  კოდექსში.


3.    აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრს:
აკრედიტაციის ცენტრის უზრუნველყოფა შესაბამისი სტანდარტული ნიმუშებით ლაბორატორიების შემოწმებისათვის.


4.    სტანდარტების, ტექ. რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს:
1. საქართვლოს მთავრობის “სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის შესახებ სტრატეგიისა”  და “საკანონმდებლო რეფორმისა და ტექნიკური რეგლამენტების მიღების შესახებ პროგრამის” პრიორიტეტების შესაბამისად შერჩეული ახალი და გლობალური მიდგომის ევროდირექტივებით განსაზღვრულ პროდუქციასა და მომსახურებაზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგულირების სფეროს ნორმატიული ბაზის ანალიზი და სისტემატიზაცია.
2. საქართველოში მოქმედი ნებაყოფლობითი სტანდარტების ბაზის  ანალიზი. საქართვლოს მთავრობის “სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის შესახებ სტრატეგიისა”  და “საკანონმდებლო რეფორმისა და ტექნიკური რეგლამენტების მიღების შესახებ პროგრამაში” მოცემული პრიორიტეტული ევროდირექტივებით განსაზღვრულ პროდუქციაზე საქართველოში მოქმედი სტანდარტების იდენტიფიკაცია.
3. ანალიზის ჩატარება საქართველოს ისეთი ადგილობრივი ნორმატიული აქტებისა და სტანდარტების იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც წინააღმდეგობაშია მიღებულ ევროპულ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან.
4. სტრატეგიისა და ტექნიკური რეგლამენტების მიღების პროგრამის პრიორიტეტების შესაბამისად, იმ  ევროპული სტანდარტების ნუსხის მომზადება, რომლებიც შემდეგ ეროვნულ სტანდარტებად იქნება შემოღებული და საჭიროების იდენტიფიკაციის შემთხვევაში მათი თარგმნა.
i.    სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების სფეროში:
1. საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში გაწევრიანება:
IEC_საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისია;
CENELEC _ ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი;
ETSI _ ევროპული ტელეკომუნიკაციების სტანდარტების ინსტიტუტი.


მონაწილეობა ISO-ს და მისი კომიტეტების საქმიანობაში (DEVCO – განვითარებადი ქვეყნების საკითხებზე, COPOLCO _ მომსმარებელთა საკითხებზე, CASCO _ შესაბამისობის შეფასების საკითხებზე); სააგენტოს პერსონა ლის (სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების დეპარტამენტი) ტრეინინგები WTO TBT საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების და ახალი და გლობალური მიდგომის ევროდირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების საკითხებზე.
4. ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროს ინსტიტუტციების მუშაოების დაახლოება საერთაშორისო მოთხოვნებთან, მათი უზრუნველყოფა უახლესი ინფორმაციიითა და დოკუმენტაციით.


4. ტექნიკური რეგულირების სფეროს დოკუმენტების (პრიორიტეტულ მიმართულებებში მაგ. შესაბამისობის შეფასების მოდულები, ბაზრის ზედამხედველობი წესები) თარგმნა.

ii.    აკრედიტაციის სფეროში
1. აკრედიტაციის შედეგების  ორმხრივი აღიარებისათვის:
ა)  ILAC -ის (ლაბორატორიების საერთაშორისო თანამშრომლობა აკრედიტაციის სფეროში) და EA -ს(ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციისათვის) სამუშაო პროცესებში მონაწილეობა შემდგომი გაწევრიანების მიზნით;
ბ) აკრედიტაციის ცენტრის სპეციალისტების  და მოწვეული ტექნიკური ექსპერტების ტრეინინგები მოდულური სისტემის შესაბამისად;
გ) EA-ში ასოცირებული წევრის სტატუსით მიღებისათვის მზადება; 
2. აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების საერთაშორისო ტექნიკური რეგლამენტების შესყიდვა, თარგმნა და ჰარმონიზაცია და ბიბლიოთეკის შექმნა -
iii.    მეტროლოგიის სფეროში
1. აქტიური მონაწილეობა COOMET -ის და BIPM -ის  საქმიანობაში, პრიორიტეტეტულ სფეროებში სააგენტოს მიერ სახელმწიფო ეტალონების საერთაშორისო შედარებები,  მონაწილეობა რეგიონალურ და საერთაშორისო საკვანძო და წრიულ შედარებებში (COOMET, BIPM).
2. სააგენტოში (პრიორიტეტულ განყოფილებებში) საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა და მისი დეკლარირება შესაბამისი რეგიონალური ორგანიზაციის ფარგლებში.
3. ერონული ეტალონების მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მათი საერთაშორისო დონეზე აღიარებისასთვის საფუძვლის შექმნა.


აქტიური მონაწილეობა იმ  ორგანიზაციების საქმიანობაში, რომელთა წევრებიც  უკვე ვართ:
ა) სამუშაოების გააქტიურება ზომისა და წონის საერთაშორისო ბიუროში (BIPM) და  ზომისა და წონის საერთაშორისო კომიტეტის ურთიერთაღიარების შეთანხმების (MRA) პრაქტიკული რეალიზაციისათვის, ასევე საქართველოს გაზომვისა და დაკალიბრების შესაძლებლობების  (CMC) BIPM-ის ვებ გვერდზე  KCDB მონაცემთა ბაზაში განთავსებისათვის;


ბ) მონაწილეობა რეგიონალურ ევროპა აზიის მეტროლოგიური ინსტიტუტების თანამშრომლობის  (COOMET) საქმიანობაში; WTO TBT ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულებისათვის საინფორმაციო ცენტრის გაძლიერება, პერსონა ლის ტრეინინგი
სააგენტოს პერსონა ლის (მეტროლოგიის ინსტიტუტი) ტრეინინგები ხარისხის სისტემებზე და თანამედროვე გაზომვების საშუალებების და გაზომვების მეთოდების გასაცნობად;

2010 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის მიხედვით საქართველომ განახორციელა შემდეგი:
6.2 სტანდარტიზაცია, ტექნიკური რეგლამენტები და შესაბამისობის შეფასება
6.2.1 სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმები


ევროკავშირის DCFTA მზადყოფნის შეფასების რეკომენდაციების მიხდვით საქართველოს მთავრობამ მოამზადა “სტანდარტიზაციის, აკრედიტაციისა, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის სტრატეგია” და “საკანონმდებლო რეფორმების და ტექნიკური რეგლამენტების მიღების პროგრამა”. ეს დოკუმენტები მომზადდა სამინისტროთაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც შეიქმნა ევროკავშირში ინტეგრირების კომისიის ხელმძღვანელობით. ჯგუფის ლიდერი იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის უფროსი მრჩეველი.  სამუშაო ჯგუფის ამოცანა დამყარებული რეგულირებისა და სტანდარტიზაციის სფეროში უკვე გატარებულ რეფორმებზე.


სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ამა თუ იმ სფეროს საკითხებისადმი არსებული მიდგომები. სტრატეგიაში გათვალისწინებულია არსებული კანონმდებლობის მიახლოვება საერთაშორისო და ევროკავშირის მოთხოვნებთან, რაც უზრუნველყოფს ეკვივალენტური ეროვნული ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებას და აქედან გამომდინარე საერთაშორისო ინფრასტრუქტურასთან ინტეგრირებას, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობას და ტექნიკური ბარიერების პრევენციას.

 

სახელმწიფო პროგრამა შედგება ოთხი ქვე-პროგრამისგან:


1. ინსტიტუციური განვითარების ქვე-პროგრამა, რომელშიც აღწერილია რომელი აქტივობები უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობამ პროგრესის მისაღწევად ინსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებაში ტექნიკური რეგლამენტების სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, მეტროლოგიის, შესაბამისობის შეფასების და ბაზრის ზედამხედველობის სფეროში; ასევე იმ დაწესებულებების გაძლიერების საკითხში, რომლებიც საქმიანობენ ზემოთჩამოთვლილ სფეროებში. ამ სახელმწიფო პროგრამაში აგრეთვე გამოკვეთილია ტექნიკური დახმარება, იდენტიფიცირებულია სფეროები, რომელთათვისაც საქართველოს მიაჩნია რომ ევროკავშირიდან ტექნიკურ დახმარების მიღება სასურველი იქნებოდა.


2. ახალი მიდგომისა და გლობალური მიდგომის დირექტივების შემოღების ქვე-პროგრამაში ჩამოყალიბებულია დეტალური სქემა ახალი მიდგომისა და გლობალური მიდგომის დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში ინტეგრირების შესახებ პრიორიტეტული სამრეწველო სექტორებისათვის და დაწესებულია სათანადო განრიგი.


3. კანონმდებლობის მიახლოვების ქვე-პროგრამაში აღწერილია თუ რა სახის შესწორება უნდა იქნეს შეტანილი ეროვნულ კანონმდებლობაში რათა შესაბამისობაში მოვიდეს EU acquis მოთხოვნებთან.


4. შესაბამისი სამართლებრივი აქტივობების ქვე-პროგრამაში აღწერილია რომელი სამართლებრიბი ქმედებებია საჭირო იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ EU acquis შესაბამისობა და აგრეთვე რომელი ნორმატული აქტების მიღებაა საჭირო.
2010 წლის აპრილის ბოლოს COM სამსახურმა საქართველოს მთავრობას აცნობა, რომ მათ შეამოწმეს სტრატეგიის საბოლოო ვერსია და პროგრამა და დაასკვნეს, რომ არავითარი შემდგომი დახვეწა აღარ იყო საჭირო. სტრატეგია უკვე დასრულებულია.
TBT სფეროში დაიწყო შემდეგი აქტივობების განხორციელება:


-    პროდუქციის უვნებლობისა და თავისუფალი გადატანის შესახებ კოდექსის მომზადებით გამოხატული საკანონმდებლო რეფორმა . იმ ფაქტის გამო, რომ სტრატეგია არის რთული დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა სფეროს საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებებს მოიცავს, მიზანშეწონილად ჩაითვალა “პროდუქტების უვნებლობისა და თავისუფალი გადატანის შესახებ კოდექსის” ჩამოყალიბება, რომელშიც ყველა აუცილებელი სამართლებრივი სიახლე და შესწორება იქნება ასახული ლოგიკური თანმიმდევრობით.


-    ბაზრის ზედამხედველობისათვის “ტექნიკური და სამშენებლო ინსპექტირების სააგენტოს” შექმნასთან დაკავშირებული ინსტიტუციური რეფორმა. - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მზადყოფნას, რომ შეიმუშავებს ბაზრის ზედამხედველობის სტრატეგიას 2011 წლისთვის. სააგენტოც იქნება აქტიურად ჩართული სტრატეგიის შემუშავებაში, რადგან ის უნდა იყოს ერთ-ერთი პასუხისმგებელი დაწესებულება ახალი მიდგომის და გლობალური მიდგომის დირექტივების განხორციელებასთან მიმართებაში.


ამ ინსტიტუციური რეფორმის მიზანია ბაზრის ზედამხედველობისთვის ორგანოს საფუძვლების ჩამოყალიბება, რომელიც ეტაპობრივად შეიძენს მნიშვნელოვან ძალას და ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს ბაზრის ეფექტური ზედამხედველობის მიზნით სხვა პროდუქტებთან დაკავშირებითაც.


ამ რეფორმის გეგმა შემუშავდა 2009 წელს. 2010 წლის იანვარში მომზადდა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონში შესაბამისი შესწორებების პროექტები, რომლებიც უკვე ძალაშია. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექტირების სააგენტო დაარსდა ამ კანონის მიხედვით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მისი პრაქტიკული განხორციელებისთვის.


-    შესწორებებები საქართველოს კანონში “გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ”-ლეგალური მეტროლოგიის ნაკლოვანებების გამო – მომზადდა სათანადო შესწორებები საქართველოს კანონში “გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” ლეგალურ მეტროლოგიაში არსებული ნაკლოვანებების გამო. შესწორებები ითვალისწინებს ლეგალური მეტროლოგიის ჩარჩოების უფრო ზუსტ და სწორ განსაზღვრას, მაგ. დაკანონებული საზომი ხელსაწყოების ნუსხა, რომელიც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარება; ასევე განსაზღვრულია შემოწმების ინტერვალები.


შესწორებებები ხელს უწყობს “გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოსკანონის მიახლოვებას OIML ID1-თან (ტიპური კანონი მეტროლოგიის შესახებ).  ეს შესწორებებები მიიღეს და ძალაში შევიდა 2010 წლის აპრილში.


6.2.2 სტანდარტიზაცია და მეტროლოგია
ეროვნული ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტეგრირება “საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგულირებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს” (GEOSTM) უმთავრესი პრიორიტეტებია.


GEOSTM არის შემდეგი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წევრი და აქტიური მონაწილე:
-    ISO – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (2006 წლიდან) – წევრ-კორესპონდენტი;
-    CEN – ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტი (2008 წლიდან) – აფილირებული წევრი;
-    BIPM -  zomisa da wonis saerTaSoriso biuroSi (2008 წლიდან) – ასოცირებული წევრი; 2008 წლის 16 ივნისს GEOSTM–მა ხელი მოაწერა ზომის ეროვნული სტანდარტების  ურთიერთაღიარების CIPM MRA ხელშეკრულებას (ეტალონების ინსტიტუტსა და მეტროლოგიის ინსტიტუტს შორის)    დაკალიბრების და გაზომვის სერტიფიკატების შესახებ;
-    COOMET (აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ქვეყნების რეგიონული ორგანიზაცია) - ევროპის და აზიის ქვეყნების მეტროლოგიის ინსტიტუტების თანამშრომლობის – სრული წევრი;
-    IRSA –რეგიონთაშორისი სტანდარტიზაციის ასოციაცია - სრული წევრი.


GEOSTM დააკმაყოფილა საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC) წევრობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი და 2010 წლის 19 თებერვალს მისი წევრი გახდა.


2010 წლის ივნისში GEOSTM გახდა ევროპის ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის კომისიის (CENELEC) აფილირებული წევრი. CENELEC-ის 50-ე გენერალურ ასამბლეაზე (მალტა, 3 ივნისი), სადაც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა ევროკომისიის TACIS პროექტის მხარდაჭერით,  GEOSTM დამტკიცდა მე-12 აფილირებულ წევრად.


IEC ანდ CENELEC-ში გაწევრიანება უზრუნველყოფს  საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის ელექტროტექნიკის სფეროში, კერძოდ კი EN ჰარმონიზებული სტანდარტების სფეროში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს კანონმდებლობის მიახლოვებისა და ევროკავშირის დირექტივების შესრულებისთვის, რომლებიც ეხება ჰარმონიზებულ CENELEC სტანდარტებს.


ტექნიკური რეგულირების განვითარების პროცესის დაჩქარების მიზნით, გამოიცა მთავრობის ბრძანებულება #170, 18.09.2009 “სტანდარტების, ტექნიკური რეგულირებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების, აგრეთვე ამ დოკუმენტების თაობაზე ინფორმაციის მიმოცვლის შესახებ”; ამ ბრძანებულების თანახმად, ყველა შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის შესახებ შეტყობინება გაიგზავნება WTO TBT განაცხადების განყოფილებაში, სადაც ჩატარდება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი და მიღებამდე, საჭიროების შემთხვევაში შესწორდება.


EC TACIS პროექტის ფარგლებში (PCA 51ე მუხლის (ხარისხის მართვის სისტემა) შესრულების მხარდაჭერა საქართველოში) დაინტერესებულმა მხარეებმა განსაზღვრეს პრიორიტეტული ევროპული სტანდარტები, რომლებიც ქართულ ენაზე გადაითარგმნა და დარეგისტრირდა როგორც ქართული ეროვნული სტანდარტები პროექტის მხარდაჭერით (მაგ. EN ISO 9001 სერიები,  EN ISO 14000 სერიები, EN ISO 17000 სერიები, EN ISO 22000 სერიები და სხვ.).


ამჟამად ქართულ ეროვნულ სტანდარტებად რეგისტრირებული და მიღებულია 4000-ზე მეტი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი, მათ შორის ევროპის ჰარმონიზებული სტანდარტები 95/16/EC დირექტივის “ლიფტები “მიხედვით და Euro codes ევროპული ტექნიკური კოდექსის – ევროპული სამშენებლო სტანდარტები.


GEOSTM (მეტროლოგიის ინსტიტუტის) რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე აღიარებისა და ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს საზომი ეტალონების ლაბორატორიებმა EC TACIS პროექტის მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ორმხრივ შედარებებში:


-    ელექტრობა – დენის ტრანსფორმატორების 2 საზომი ეტალონი მონაწილეობდა შედარებებში ჩეხეთის მეტროლოგიის ინსტიტუტის შესაბამის საზომ ეტალონებთან. შედარებების შედეგები ძალიან კარგი იყო;
-    მაიონიზირებელი გამოსხივება - საზომი ეტალონები  გაიგზავნა ჩეხეთის მეტროლოგიის ინსტიტუტში ორმხრივ შედარებებში მონაწილეობისთვის. შედარებების შედეგები კარგი იყო;
-    ფიზ-ქიმიური გაზომვები – ლაბორატორიამ მონაწილეობა მიიღო ხსნარების ელექტროგამტარობის  COOMET საერთაშორისო შედარებებში. მიღებულია B ტიპის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს საზომი ეტალონის მაღალი სიჩქარეები და მეტროლოგიური მახახიათებლები აღიარებულ იქნა. ლაბორატორიამ მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ორმხრივ შედარებებში უკრაინის ინსტიტუტთან “უკრტესტმეტრსტანდარტი”;
-    ტემპერატურა – ტემპერატურის საზომი პირველადი ეტალონი მონაწილეობდა საერთაშორისო შედარებებში, რომელიც ჩატარდა COOMET ფარგლებში – წყლის სამმაგი წერტილი და კალას ლღობის დაწყების წერტილი.  შედარებების შედეგები კარგი იყო;


მომავალში გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო დონეზე აღიარების მისაღწევად, და საქართველოს გაზომვისა და დაკალიბრების შესაძლებლობების (CMC) BIPM-ის მონაცემთა ბაზაში განთავსებისათვის.


საზომი ეტალონების ლაბორატორიების განვითარებისკენ მიმართული აქტივობები საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა:
-    ფიზ-ქიმიური ლაბორატორიების განახლების სამუშაოები დასრულდა: ჩატარდა შენობების რეკონსტრუქცია, მიიღეს საჭირო დანადგარები EC TACIS პროექტის ფარგლებში; ჩატარდა ახალი აღჭურვილობის ტესტირება და საკონტროლო ანალიზი. მიმდინარეობს ლაბორატორიების პერსონა ლის ტრენინგი გაზომვების ახალ მეთოდებზე;
-    გერმანულ-ქართული ორმხრივი პროექტის ფარგლებში დასრულდა მასის ეტალონური ლაბორატორიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები და გერმანული მხარის მიერ უზრუნველყოფილი მოწყობილობის დაინსტალირება. ლაბორატორიების შტატმა მონაწილეობა მიიღო გერნამიის მეტროლოგიის ინსტიტუტში PTB ჩატარებულ ტრენინგში. ლაბორატორია, რომელიც 2010 წლის 1 ივლისს გაიხსნა, უზრუნველყოფს მასის გაზომვების მიკვლევადობას.
-    გერმანულ-ქართული პროექტის წარმატებით განხორციელების გამო გადაწყდა პროექტის ელექტროტექნიკურ სფეროში გაგრძელება.


საანგარიშო პერიოდში სააგენტოს წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ინსტიტუციური გაძლიერების შემდეგ აქტივობებში:
-    სამუშაო შეხვდრა PTB–ში წევრი ქვეყნებისათვის; შეხვედრის მიზანი იყო მონაცემთა ბაზის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების გამოკვეთა ქვეყნის ვებგვერდზე COOMET ვებ-პორტალზე (2010წ. მარტი);
-    სამუშაო შეხვდრა – “მეტროლოგია და შესაბამისობის შეფასება” (ბრიუსელი, (Brussels, 2010წ. მარტი), რომელიც ორგანიზებული იყო WELMEC და EURAMET მიერ. სემინარში მონაწილეობის მისაღებად გამოყენებული იყო TAIEX ინსტრუმენტი;
-    სემინარი - “CEN აფილირებული წევრების საინფორმაციო დღე სტანდარტიზაციის პროცესებზე”- ორგანიზებული იყო “ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის” (CEN) მიერ (ბრიუსელი, 2010წ. მაისი). სემინარში მონაწილეობის მისაღებად გამოყენებული იყო TAIEX ინსტრუმენტი.


სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში ქვეყანაში რეგულარულად ტარდება სემინარები და კონფერენციები ეროვნული ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობის შესახებს ცნობიერების ასამაღლებლად. სემინარებში მუდმივად მონაწილეობენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგებლები (სამინისტროები, მეწარმეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ლაბორატორიები).


EC TACIS პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ხარისხის მართვის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით; პროექტის მთავარი ექსპერტის მხარდაჭერით მომზადდა ხარისხის მართვის სისტემის დოკუმენტები, ჩატარდა GEOSTM შერჩეული განყოფილებების შიდა აუდიტი ISO 17025 მოთხოვნების შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის (QMS) ელემენტების შეფასების მიზნით. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები  GEOSTM (მეტროლოგიის ინსტიტუტის) ხარისხის მართვის სისტემის წარსადგენად COOMET მეტროლოგიის რეგიონულ ორგანიზაციაში. GEOSTM ზოგადი საქმიანობის წისასწარი პრეზენტაცია უკვე შედგა. მომავალი TWINNING პროექტის “მეტროლოგიის და სტანდარტიზაციის ინფრასტრუქტურის გაძლიერება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით” პრიორიტეტებს  წარმოადგენს GEOSTM QMS-ის შემუშავება, განხორციელება, აუდიტი და წინასწარი შეფასება. TWINNING პროექტის ფიშე უკვე მომზადდა და დამტკიცდა. პროექტის დაწყება ნავარაუდევია 2011 წლის მაისში.

6.2.3 აკრედიტაცია


საანგარიშო პერიოდში, ტექნიკური რეგლამენტების და აკრედიტაციის ორგანოების და საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით აკრედიტაციის ეროვნულმა ორგანომ – საქართველოს აკრედიტაციის ცენტრმა (GAC) შესაბამისობის შეფასების სხვადასხვა სფეროში გასცა 31 აკრედიტაცია; მათ შორის: 23 ტესტირების ლაბორატორიისთვის; 2 დაკალიბრების ლაბორატორიისთვის; 4 სერტიფიცირების ორგანოსთვის; 1 ავტომანქანების დათვალიერების ცენტრისთვის.
ამავე დროს, GAC-მა ჩაატარა 28 საზედამხედველო ვიზიტი სხვადასხვა აკრედიტებულ შესაბამისობის შეფასების ორგანოში, მათ შორის: 14 ტესტირების ლაბორატორია;  დაკალიბრების ლაბორატორია; 1 პროდუქტის  სერტიფიცირების ორგანო; 6 ავტომანქანების დათვალიერების ცენტრი.


აკრედიტებული ლაბორატორიების შეფასების და ზედამხედველობის დროს GAC იყენებს სათანადო სტანდარტულ ნიმუშებს.
GAC-ის პრიორიტიტების წარმატებით განსახორციელებლად, ცენტრის შემფასებელთა და მოწვეული ტექნიკური ექსპერტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, აგრეთვე საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით აკრედიტაციის გამოცდილების დასანერგად TACIS პროექტის ფარგლებში (PCA 51-ე მუხლის (ხარისხის მართვის სისტემა) შესრულების მხარდაჭერა საქართველოში EuropeAid) საანგარიშო პერიოდში ჩატარდა შემდეგი ტრენინგები:


-    GAC პერსონა ლის ტრენინგი – “შიდა აუდიტი”. ტრენინგი ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ISO/IEC 19011 ”ხარისხის და/ან გარემოს მართვის სისტემის აუტიდი” ISO/IEC 19011 “შესაბამისობის შეფასება – ზოგადი მოთხოვნები სააკრედიტაციო ორგანოებისათვის, რომლებიც აწარმოებენ შესაბამისობის შეფასების ორგანოების აკრედიტაციას” (2010წ. იანვარი);


-    GAC პერსონა ლის ტრენინგი – “ხარისხის მართვის სისტემა”, განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ISO/IEC 19011 “შესაბამისობის შეფასება – ზოგადი მოთხოვნები სააკრედიტაციო ორგანოებისათვის, რომლებიც აწარმოებენ შესაბამისობის შეფასების ორგანოების აკრედიტაციას” (აპრილი, 2010);


-    ტრენინგი მოწვეული ტექნიკური ექსპერტებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან GAC შეფასებებში – “აკრედიტაციის და  შეფასების მეთოდები” საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ISO/IEC 19011 და ISO/IEC 17025 “ზოგადი მოთხოვნები ტესტირების და დაკალიბრების ლაბორატორიების კომპეტენციებისადმი”  (მაისი, 2010).


იგივე პერიოდში GAC შემფასებლებისა და მოწვეული ტექნიკური ექსპერტებისთვის ჩატარდა შემდეგი ტრენინგები PTB (Physikalisch-Technische Bundesanstalt) პროექტის ფარგლებში:


-    ტრენინგი აკრედიტებული ლაბორატორიების წარმომადგენლებისთვის - “გაზომვების მიკვლევადობა და შიდა აუდიტი ტრენინგი ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ISO/IEC 17025 “ზოგადი მოთხოვნები ტესტირების და დაკალიბრების ლაბორატორიების კომპეტენციებისადმი” (23-24 Mმარტი, 2010);


-    ტრენინგი GAC შემფასებლებისა და დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგი ჩატარდა ISO/IEC 17020 მიხედვით “შესაბამისობის შეფასება – ზოგადი კრიტერიუმი სხვადასხვა ტიპის ორგანოების მუშაობისთვის, რომლებიც ინსპეცტირებას აწარმოებენ” (25 Mმარტი, 2010).


GAC განაგრძობს ევრო-კომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამებთან თანამშრომლობას. შედეგად TAIEX ფარგლებში უკვე დაგეგმილია ახალი ევროპული რეგულაციების მიხედვით GAC შემფასებლებისთვის ტრენინგების/სემინარები, რომლებიც ჩატარდება გერმანელი ექსპერტის მიერ (ივლისი, 2010).


გარდა ამისა,  Twining ინსტრუმენტის ფარგლებში ევროპელმა ექსპერტმა დაიწყო მუშაობა Draft Twining Fiche. პროექტის მიზანია GAC ინსტიტუციური გაძლიერება და ევროპის და საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანოებთან მისი ინტეგრირების ხელშეწყობა.


EA და GAC მიერ 2010 წლის ნოემბერში ხელმოწერილი თანამშრომლობის კონტრაქტის ფარგლებში, GAC წარმომადგენლები მონაწილეობდნენ EA ღონისძიებებში. სახელდობრ, TACIS პროექტის მხარდაჭერით ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ შემდეგ ღონისძიებებში:


-    შეხვედრა სერტიფიცირების კომიტეტში (სტამბული, თებერვალი 2010);
-    შეხვედრა ლაბორატორიის კომიტეტის მართვის ჯგუფთან (ამსტერდამი, მარტი, 2010);
-    EA გენერალური ასამბრეა (ციურიხი, შვეიცარია, 2010 მაისი).


TACIS პროექტის მხარდაჭერით (PCA 51-ე მუხლის (ხარისხის მართვის სისტემა) შესრულების მხარდაჭერა საქართველოში EuropeAid ) განისაზღვრა შესაბამისი მთარგმნელობითი სამსახურები და მომზადდა EA, ILAC და IAF სათარგმნი დოკუმენტების ნუსხა. ამ დოკუმენტების თარგმნასთან დაკავშირებული ამოცანა და ანალოგიური ამოცანა სტანდარტიზაციის სფეროში ISO, ISO/IEC და EN სტანდარტებთან მიმართებაში EC დელეგაციეს მიერ დამტკიცდა 2009 წლის მარტის შუა რიცხვებში. თარგმნა დაიწყო GAC-ში 2009 წლის მაისში და დასრულდა 2010 წლის მაისში. ამრიგად, EA, ILAC და IAF ყველა დაგეგმილი დოკუმენტი ნათარგმნია რამდენიმე დამატებითი ILAC და Eurachem დოკუმენტის ჩათვლით. ეს აქტივობა დასრულებულია.


GAC-ში 2008 წ. ხარისხის მართვის სისტემის განხორციელების შემდეგ 2010 წლის მაისში დაიწყო აუდიტის და შემოწმების ფაზა მას შემდეგ რაც ჩატარდა GAC-ის შიდა აუდიტორთა და პერსონა ლის ტრენინგი ახალი მართვის სისტემის თემაზე.

2010 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, სამოქალაქო საზოგადოების რიგი ორგანიზაციების აზრით, მდგომარეობა აღწერილ სფეროში შემდეგია:


განსხვავებით სურსათის უვნებლობის სტრატეგიისგან, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და შესაბამისობის შემოწმების სფეროში საქართველოს მთავრობის სტრატეგია ოფიციალური ნორმატიული აქტით - საქართველოს მთავრობის განკარგულებით (2010 წლის 16 ივლისის #965 განკარგულება) დამტკიცდა და ამდენად ღია დოკუმენტს წარმოადგენს. 2010 წლის 25 აგვისტოს კი დამტკიცდა (მთავრობის განკარგულება #1140) ამ სფეროში საკანონდებლო რეფორმისა და ტექნიკური რეგლამენტების მიღების სამთავრობო პროგრამა, რომელიც აგრეთვე ღიაა საზოგადოებისთვის. მთავრობის ანგარიშში მოკლედ არის აღწერილი ამ დოკუმენტების შინაარსი. არასამთავრობო ორგანიზაციებს მათდამი რამოდენიმე პრეტენზია გვაქვს. კერძოდ, ჩვენთვის მიუღებელია აღნიშნული პროგრამის შემდეგი დებულებები:


1.    ”ზოგადი საკანონმდებლო მიახლოების” ქვეპროგრამის მიხედით გათვალისწინებულია ”პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” შემდეგი დებულების ასახვა:


კვების, ქიმიური, ფარმაცევტული პროდუქტები ექვემდებარება ცალკე კანონმდებლობით რეგულირებას. (ქმედება #7)
მიგვაჩნია რომ ეს დებულება საქართველოს რეალობაში მიუღებელია, ვინაიდან ბაზარზე განთავსებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ანუ ამ პროდუქციის უსაფრთხოება საქართველოში დღეს უფრო ნაკლებადაა უზრუნველყოფილი, ვიდრე კოდექსით რეგულირებული პროდუქტების. ამიტომ უფრო სწორი იქნებოდა კოდესში აისახოს დებულება, რომელიც 2001/95/EC დირექტივის 1 მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსთან იქნებოდა მიახლოებული. კერძოდ, კოდექსის მოქმედება უნდა გავრცელდეს ბაზარზე განთავსებულ ყველა პროდუქტზე, ხოლო ცალკეული პროდუქტებისთვის (როგორიცაა კვების, ქიმიური და ფარმაცევტული პროდუქტები) დამატებით შეიძლება დადგინდეს უფრო მკაცრი, განაკუთრებული მოთხოვნები.


2.    ”შესაბამისი სამართლებრივი საქმიანობის” ქვეპროგრამის მიხედით კი გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობაში შემდეგი დებულება აისახოს:


არ არის სავალდებულო პროდუქტის შესაბამისობის შეფასების მოთხოვნა ბაზარზე განთავსებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მოთხოვნა გამომდინარეობს უშუალოდ ტექნიკური რეგლამენტიდან. 


მიგვაჩნია, რომ ეს ფორმულირება მიუღებელია, ვინაიდან იგი ორაზროვანია და შეიძლება გაგებული იყოს იმგვარად, რომ არ არის სავალდებულო მეწარმემ პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე უსაფრთხოების მოთხოვნებთან მისი შესაბამისობა შეაფასოს - რაც პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების დირექტივის პრინციპებს ეწინააღმდეგება. საჭიროა ამ დებულების უფრო მკაფიო ფორმულირება, ორაზროვნების გამოსარიცხად. კერძოდ:


არ არის სავალდებულო პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი მისი შესაბამისობის შეფასების დოკუმენტის წარდგენა რაიმე ორგანოსადმი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მოთხოვნა გამომდინარეობს უშუალოდ ტექნიკური რეგლამენტიდან. 


ზოგადად გაუგებარია, ამ სფეროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისთვის რატომ იქნა არჩეული  ევროკავშირში ამჟამად გაუქმებული დირექტივა 92/59/EEC და არა დღეს მოქმედი და მნიშვნელოვნად უფრო მკაფიო ფორმულირებების მქონე დირექტივა 2001/95/EC  პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების თაობაზე. ვფიქრობთ რომ ის ფაქტი, თუ ამ ორს შორის რომელი დირექტივა იყო ძალაში სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის დამტკიცების მომენტში გადამწყვეტი არ უნდა იყოს. მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირში დღეს მოქმედ კანონმდებლობას მიუახლოვდეს და არა უკვე გაუქმებულს.

”სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და შესაბამისობის შემოწმების სფეროში საკანონდებლო რეფორმისა და ტექნიკური რეგლამენტების მიღების სამთავრობო პროგრამა” ითვალისწინებს 2010 წლის ოქტომბრისთვის ”პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” შემუშავებას. 2010 წლის ნოემბრის მდგომარეობით ასეთი კოდექსის პროექტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. გვინდა აღვნიშნოთ პროგრამაში მითითებული რამოდენიმე პრინციპი, რომელიც მომავალ კოდექსში აუცილებლად უნდა აისახოს (თუკი კოდექსი მართლაც მუშავდება). ესენია:


•    დაინტერესებული პირის მიერ ტექნიკური რეგლამენტის ან სტანდარტის გასაჩივრების შესაძლებლობა, თუკი იგი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, ევროკავშირის დირექტივას ან საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
•    ტექნიკური რეგლამენტების სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის აუცილებლობა და არარეგისტრირებული რეგლამენტების ძალადაკარგულობა.


2010 წელს შეიქმნა და ამოქმედდა სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს ვებ-გვერდი. ამდენად, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მინიმალური ინფორმაცია ამ სფეროში. მაგალითად: საქართველოს სტანდარტებად აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალი, WTO-სთვის საქართველოს ტექნიკურ რეგლამენტებად ნოტიფიცირებული ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, ზოგიერთი სტანდარტის ტექსტი (მაგ: შესაბამისობის დეკლარაციის სტანდარტი), რომელიც მანამდე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. თუმცა, მაგალითად, აღნიშნული სტრატეგიa და პროგრამა სააგენტოს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი არ არის. აგრეთვე არ არის ხელმისაწვდომი თუნდაც მინიმალური ინფორმაცია იმ საერთაშორისო პროექტების შესახებ, რომელთა დახმარებთაც ხორციელდება ეს საქმიანობები (სტრატეგიის შემუშავება, ვებ-გვერდის შექმნა, თრენინგები და ა.შ.). გარდა ამისა, ვებ გვერდი საკმაოდ დაბალი ხარისხისაა და დღემდე სრულად ფუნქციონალური არ არის.


მთავრობის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სააგენტო სტანდარტიზაციის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია - ანგარიში დიდ ადგილს უთმობს ამ ორგანიზაციების ჩამოთვლას და მათთან საქსტანდარტის თანამშრომლობის აღწერას. თუმცა, ჩვენი აზრით, ამ თანამშრომლობის  ხარისხი ჯერჯერობით დაბალია. მაგალითად, WTO TBT შეთანხმების მე-4 მუხლის მიხედვით სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანო ვალდებულია ამ შეთანხმების მე-3 დანართით განსაზღვრული ”სტანდარტების მომზადების, მიღების და გამოყენების კარგი პრაქტიკის კოდექსის” შესაბამისად მოქმედებდეს. სხვა დებულებათა შორის ეს კოდექსი ითვალისწინებს ვალდებულებას, ეროვნული სტანდარტები სათანადო საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სააგენტო ხშირად იგნორირებას უწევს ამ ვალდებულებას. მაგალითად, 2009 წელს მას დამტკიცებული აქვს  სტანდარტი დასახელებით ”კარაქი” (შემუშავებულია მეწარმე ”სანტეს” მიერ), რომელიც ამ პროდუქტში მცენარეული ცხიმის შეუზღუდავად დამატებას გულისხმობს, რაც ეწინააღმდეგება “კოდექს ალიმენტარიუსის” სტანდარტს, რომლის მიხედვით დასახელება ”კარაქი” მხოლოდ იმ პროდუქტისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, რომელიც მხოლოდ რძის ცხიმს შეიცავს.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სააგენტო ითვლება საქართველოში სტანდარტიზაციის ეროვნულ ორგანოდ და მხოლოდ მას აქვს ”საქართველოს სტანდარტად” დოკუმენტის რეგისტრაციის უფლება, რეალურად, 2005 წლიდან, მას არ გააჩნია სტანდარტების შემუშავების უფლებამოსილება. იგი მხოლოდ სტანდარტის რეგისტრატორია.  უფრო მეტიც - არსებული კანონმდებლობით, მას არ გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება და პროცედურები სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სტანდარტის ექსპერტიზისთვის ან დაწუნებისთვის. ფაქტობრივად, დღევანდელ რეალობაში, სააგენტო, მეწარმის მიერ წარდგენილი ნებისმიერი შინაარსის  სტანდარტის პროექტს არეგისტრირებს საქართველოს სტანდარტად.
როგორც მთავრობის ანგარიშშია აღნიშნული, 2009 წელს გამოიცა მთავრობის დადგენილება (2009 წლის 18 სექტემბრის #170), რომლითაც სტანდარტების სააგენტოში დაფუძნდა WTO-ს საინფორმაციო ცენტრი და WTO-სთან ეროვნულ ტექნიკურ რეგლამენტებსა და შესაბამისობის პროცედურების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის წესი. ამჟამად სტანდარტების სააგენტოს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია WTO-სადმი გაგზავნილი 78 ასეთი ნოტიფიკაცია (ინგლისურ და ქართულ ენაზე).
ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სტანდარტების უმეტესობა სტანდარტიზაციის სააგენტოს მიერ საქართველოს სტანდარტებად აღიარებულია მათი ტექსტის ქართულად თარგმნის გარეშე. სტანდარტის გამოთხოვისას სააგენტო დაინტერესებულ პირს მის ინგლისურ ვარიანტს აწვდის, რაც ქართველი მომხმარებლისთვის ამ ინფორმაციის სათანადო ხელმისაწვდომობას აფერხებს.


2010 წელს მიღებული იქნა კანონი ”ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ”, რომლითაც დაფუძნდა ”ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია”. საქართველოს მთავრობის ანგარიშის მიხედვით იგი ბაზარზე არსებული პროდუქციის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის ორგანოდ მოიაზრება. თუმცა კანონის მიხედვით იგი მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებს და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობა ს შეამოწმებს. ჯერჯერობით არ არის მიღებული ნორმატიული აქტები, რომელიც დაადგენდა, თუ კეროდ რა განეკუთვნება მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებს და კერძოდ როგორ განხორციელდება მათი კონტროლი.  ზოგადად ტექნიკური ინსპექცია, რომლის ბაზაზეც იქმნება ახალი ორგანო, უაღრესად ჩამორჩენილი და შეზღუდული შესაძლებლობების ორგანიზაციას წარმოადგენდა (2009 წელს ორგანიზაციას ჰქონდა სულ 2 კომპიუტერი და თანამშრომელთა უმრავლესობამ კომპიუტერზე მუშაობა არ იცოდა). დღემდე ახალი ინსპექცია სრულფასოვნად არ ჩამოყალიბებულა, ამიტომ მისი ეფექტურობის შეფასება ნაადრევია.

სამეწარმეო გარემო

4. ზოგადი მიზნები და საქმიანობა
4.5 ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ბაზარი და რეფორმები რეგულირების სფეროში
4.5.5 სხვა საკითხები
კონკურენციის პოლიტიკა


2010 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ანტიმონოპოლიური ღონისძიებების ფარგლებში (თავი 4.5.5.) საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებს  წარმოადგენს: 1. კონკურენტული პოლიტიკის სტრატეგიის მიღება; 2. სამოქმედო პროგრამის მიღება კონკურენციის სფეროში; 3. საჯარო სამართლის ახალი იურიდიული პირის - კონკურენციის სააგენტოს - დაარსება; 4. კონკურენციის კანონის შემუშავება და მიღება; 5. რეფორმების ასახვის მიზნით კონკურენციის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა; 6. კონკურენციის სააგენტოსა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პერსონა ლის ტრენინგები.


საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების წინაპირობას. ეს საკითხი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა და ეს იყო ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის ერთ-ერთი კომპონენტი. ამისთვის საქართველოს გარკვეული ვალდებულებების შესრულება დაეკისრა.


ანტიმონოპოლიურ რეგულირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის ხედვებს შორის რადიკალური განსხვავება. საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური რეფორმები აგებული აქვს ულტრა ლიბერალურ მიდგომებზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მინიმალურ მექანიზმებს ითვალისწინებს. ხელისუფლების პოზიციის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან ანტიმონოპოლიური რეგულირება მხოლოდ  კორუფციის ჩამოყალიბების საშუალებად იქცევა და არა ამ პრობლემის მოგვარების რეალურ მექანიზმად. ანტიმონოპოლიური რეგულირების ფარგლებში ხელისუფლებას დასაშვებად მიაჩნია მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების ქმედების კონტროლი და უგულებელყოფილია კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ ბაზარზე მონოპოლიური და ოლიგოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. ამ უკანასკნელის შეზღუდვა კი ევროპის ანტიმონოპოლიური რეგულირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.


საქართველოს ხელისუფლებას, ერთის მხრივ, სურს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, მეორეს მხრივ, კი არ სურს ანტიმონოპოლიურ რეგულირებაში ულტრა ლიბერალური მიდგომების დათმობა. ამის ნათელი მაგალითია 2010 წელს აღებული ვალდებულებების შესრულების რამდენიმე არაეფექტური მცდელობა.


კონკურენციის სტრატეგიის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას დახმარება გაუწია ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპულმა საკონსულტაციო ცენტრმა. ამ დოკუმენტის ექსპერტთა წრეებში განხილვა არ მომხდარა და მისი შემადგენელი ნაწილები უცნობია საზოგადოებისთვის.


მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, „მთავრობამ დაამტკიცა კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში საბოლოოდ შეთანხმდა ევროკომისიასთან“.


ხელისუფლების განცხადებით კონკურენციის სააგენტოს მიენიჭება უფლება, რომ ჩაატაროს მონიტორინგი ბაზრის ყველა სეგმენტში თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით. ამისთვის ის გამოიყენებს საკუთარ რესურსებს, ასევე გამოიყენებს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციას, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. მას შეუძლია, დაიქირავოს კერძო ექსპერტები და დაუკვეთოს კონკრეტული კვლევის ჩატარება. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილების მიმღები არ იქნება. მოკვლევის შედეგების წარდგენის შემდეგ სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და დააწესებს სანქციებს. დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ჩაითვლება კანონდარღვევად და რა სანქციების გამოყენება იქნება დასაშვები, დღეისათვის უცნობია.


ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებებიდან საქართველოს მთავრობამ სრულად შეასრულა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბების ვალდებულება. ახალი სააგენტოს ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით, რაშიც დღემდე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა.


რაც შეეხება ეროვნული მარეგულირებელი კომისიების საქმიანობას, ამ მხრივ აღნიშვნის ღირსია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის დებულება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64 მუხლის 16 პუნქტის შესაბამისად სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ. ამ დებულების მიღების მიზანია მომხმარებლის  არჩევანის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი.


დებულების თანახმად, მობილური ქსელების სატელეფონო ოპერატორები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სააბონენტო ნომრის პორტირების საშუალება 2011 წლის 15 თებერვლამდე, ხოლო ფიქსირებული ქსელების ოპერატორებისათვის ეს ვადა 2011 წლის 15 ოქტომბრამდე განისაზღვრა. ამით ხსენებული ქსელების აბონენტებს საშუალება ეძლევათ ნომრის შეუცვლელად გადავიდნენ მათთვის სასურველ კომპანიაში. ხსენებული ინიციატივა დადებითად უნდა აისახოს სამეწარმეო გარემოზე: კონკურენციის გაჯანსაღებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. თუმცა, მეორეს მხრივ, თავად სატელეფონო ოპერატორები ცოტა ნაჩქარევად მიიჩნევენ აღნიშნულ საქმიანობას. მათი თქმით, ეს ტექნიკურად რთული პროცესია და იგი საკმაო დროით რესურსს მოითხოვს.

სამეწარმეო პოლიტიკა


მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით  ,,პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების" 64-ე მუხლის შესაბამისად და სამოქმედო გეგმის 4.5.5 თავის მიხედვით საქართველოს ხელისუფლებას 2010º წლისთვის გეგმად დასახული ჰქონდა:

1.    კონსულტაციების გაწევა სახელმწიფო პროგრამის “იაფი კრედიტი” (2008-2009) ბენეფიციართათვის – მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიზნით


სახელმწიფომ 2008 წელს დაიწყო პროგრამა – “იაფი კრედიტი”, რომლის მიზანი იყო მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა და ამ გზით ზოგადად სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება. პროგრამა ძირითადად ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ექსპორტის და ხალხური რეწვის განვითარებაზე.  2008-2009 წლებში მთავრობამ გასცა 65 მლნ. ლარი დაბალი საპროცენტო განაკვეთითა და მაქსიმუმ 3 წლიანი საშეღავათო პერიოდით. კრედიტით სარგებლობის მაქსიმალური პერიოდი განისაზღვრა 7 წლით. 2010 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს აღნიშნული პროგრამის ბენეფიციართათვის კონსულტაციების გაწევა.


თუმცა, აღნიშნული ღონისძიებები რამდენად წაადგება სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, ძნელი სათქმელია. სახელმწიფოს მხრიდან საწარმოთა მხოლოდ მცირე ნაწილის დახმარება და ამით მათი უკეთეს პირობებში ჩაყენება უსამართლოა დანარჩენი მოთამაშეების მიმართ და ეწინააღმდეგება კონკურენციის პოლიტიკა ს, რაც სხვათა შორის ასევე სამოქმედო გეგმის ფარგლებში მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ (ანტიმონოპოლიური ღონისძიებები თავი 4.5.5).

2.    მრგვალი მაგიდისა და სემინარების მოწყობა მცირე და საშუალო ბიზნესი ს წარმომადგენელთა ინფორმირებულების ასამაღლებლად


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულია რამდენიმე სამუშაო შეხვედრა მცირე და საშუალო საწარმოთა წარმომადგენელთათვის. რაც ემსახურებოდა სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. ასევე ქართველ მეწარმეთა კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინიციატივით მოეწყო რამდენიმე ღონისძიება საქართველოსა და უცხოეთში: ბელგია (18-20 თებერვალი), გერმანია (11 მარტი), სლოვაკეთი (17 მარტი), უნგრეთი (27 მაისი).


ერთი შეხედვით, აღნიშნული ინიციატივები ცუდი არ უნდა იყოს, თუმცა მათ არ ეტყობათ წინასწარ გაწერილი გეგმა და იგი უფრო ქაოტურ ხასიათს ატარებს. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია თუ რამდენად არის სექტორი მოცული და საწარმოთა შერჩევისას რა კრიტერიუმებს იყენებენ.


ახალმა საგადასახადო კოდექსმა, რომელიც 2011 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში, მნიშვნელოვნად განსხვავებული რეგულაციები შემოგვთავაზა მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მხრივ. დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმის გამოყენების მიზნით საგადასახადო კოდექსში შემოდის მიკრო და მცირე ბიზნესი ს მცნებები.


მიკრო ბიზნესი ს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს. მიკრო ბიზნესი განთავისუფლებულია გადასახადებისგან, რაც ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია.


მცირე ბიზნესი ს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს. მცირე ბიზნესი ს დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5 ან 3 პროცენტით, რაც დამოკიდებულია ხარჯების დასაბუთების შესაძლებლობაზე. თუ ვერ ხდება ხარჯების გარკვეული რაოდენობით დასაბუთება, მაშინ გადასახდელი თანხა იანგარიშება შემოსავლის 5 პროცენტის სახით. ეს არ არის დაბალი განაკვეთი, თუმცა საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ნამდვილად გამარტივებული მექანიზმია.


საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება იმ საქმიანობის ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია მიკრო და მცირე ბიზნესი ს სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ. ეს ჩამონათვალი ჯერჯერობით უცნობია. საგადასახადო კოდექსში მოცემულია რეგულაცია, რომლის თანახმადაც მიკრო და მცირე ბიზნესი სგან შეძენილ საქონელსა თუ მომსახურებაზე გადახდილ თანხებს სხვა ტიპის საწარმო ხარჯებში ვერ გაატარებს.


მიკრო და მცირე ბიზნესი ს შემოღების პარალელურად საგადასახადო კოდექსის მიხედვით დაწესებული დღეს მოქმედი  შეღავათები უქმდება. საუბარია მეწარმე ფიზიკურ პირთა შემოსავალზე, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ახორციელებენ მხოლოდ "ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის" (NAEC) შესაბამისად განსაზღვრული ცალკეული კატეგორიის ეკონომიკური საქმიანობიდან ერთ-ერთს.


2010 წელს ხელისუფლებამ გააგრძელა გადამხდელთათვის ელექტრონული მომსახურების სისტემის განვითარება. უკვე არსებულ სერვისებს დაემატა რამდენიმე ახალი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ელექტრონულად შევსება, გადასახადის ელექტრონულად გადახდა – ბარათი, საგადასახადო საჩივრების ელექტრონულად წარდგენის ფორმა), რაც გადამხდელს საშუალებას აძლევს მნიშვნელოვანი ოპერაციები სახლიდან გაუსვლელად შეასრულოს.


სამეწარმეო კანონმდებლობაში ბიზნესი ს კეთების ხელშეწყობის კუთხით არის გარკვეული ძვრები. მოგეხსენებათ, ბიზნესი ს კეთების პროცესის გამარტივება გულისხმობს არა მხოლოდ ბაზარზე შესვლის და იქ თავის დამკვიდრების გამარტივებას, არამედ მნიშვნელოვანია მისი დატოვების მექანიზმების გამარტივებაც. ამ კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია ცვლილება მეწარმეთა კანონში საწარმოთა ლიკვიდაციის შესახებ. საწარმოს ლიკვიდაციის რთული და გაწელილი პროცესი ჰქმნიდა საკმაოდ დიდი ბარიერებს. ხშირ შემთხვევებში ეს პროცესი მიმდინარეობდა 3-4 წლის მანძილზე. ამის გამო არსებობდა საკმაოდ დიდი დისბალანსი ქაღალდზე არსებულ საწარმოებსა და რეალურად მოქმედ საწარმოებს შორის. 2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილება კანონში მეწარმეთა შესახებ, რომლის მიხედვითაც საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 4 თვისა.


ამდაგვარი ინიციატივების გამო საქართველო მუდმივად პროგრესირებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით ბიზნესი ს კეთების კუთხით. თუმცა, საზოგადოებრივ სექტორში მოღვაწე გარკვეული ექსპერტების შეხედულებით, ეს წარმატება არ არის ბუნებრივი. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება რეფორმებს აგებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტერიუმებზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არაჯანსაღად აისახება სამეწარმეო გარემოზე და საერთოდ ქართულ ეკონომიკაზე.

ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა საქართველოს საშინაო კონფლიქტების მოგვარების პროცესში

საშინაო კონფლიქტების სფეროში ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა სხვადასხვა კოპონენტებისგან შედგება. 2008 წლის აგვისტოს ომის  12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და მისი შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებათა შესახებ 8 სექტემბრის შეთანხმების შედეგად და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის წყალობით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 200 დამკვირვებელთან ერთად შეუდგა მანდატის შესრულებას 2008 წლის 1 ოქტომბრიდან. უნდა აღინიშნოს რომ ეს მისია ერთადერთია, რომელიც კონფლიქტის საზღვრის პირა ასრულებს სამუშაოებს, რამდენადაც რუსეთის ძალისხმევით ეუთოს და გეროს მანდატები საქართველოში შეწყვეტილ იქნა. (ეუთოს მისია შეწყდა 2008 წლის 22 დეკმბერს, ხოლო გაეროს მისია 2009 წლის 15 ივნისს). სადამკვირვებლო მისიის მანდატი ოთხ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს, კერძოდ: სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას და ნდობის აღდგენას და ბრიუსელთან ანგარიშგებას, რათა ევროკავშირის პოლიტიკის განმახორციელებლებს ჰქონდეთ ინფორმაცია ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ. მისიის მანდატი 2011 წლის სექტემბრამდეა გაგრძელებული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომ კვლავაც განაგრძონ ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში ის სავარაუდოდ კვლავაც გაგრძელდება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფები დაყოფილია  გუნდებად სპეციფიური საოპერაციო მოთხოვნილებათა მიხედვით: ადმინისტრაციული საზღვარი და ნდობის აღდგენა –სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან გუნდები ძირითადად კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ და ხელს უწყობენ მხარეთა შორის თანამშრომლობას. გუნდები მონიტორინგს უწევენ სამხედრო და სამართალდამცავი ობიექტების აღჭურვილობას, უზრუნველყოფენ მათ შესაბამისობას ურთიერთგაგების მემორანდუმებთან ესმი-ს და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსთან. შექმნილია ასევე გუნდები, რომლებიც  ძირითადად მუშაობენ ჰუმანიტარულ საკითხებზე კონფლიქტის შედეგად გადაადგილებული პირებისა და ადამიანის უფლებების ჩათვლით. თავისი სადამკვირვებლო როლის შემწეობით, მონიტორინგის მისიაEUდევნილთა მდგომარეობას აკვირდება, მათ წუხილებს ინიშნავს და გამოტანილ დასკვნებს უზიარებს როგორც დონორებს, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ჩათვლით, ისე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ახორციელებენ, კერძოდ გაეროს სტრუქტურებს.


უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როცა მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავს საერთაშორისო დონეზე აღირებული საზღვრების ფარგლებში, დე ფაქტო ხელისუფლებების უარი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეშვებაზე ხელს უშლის მისიის ნორმალიზაციის და სტაბილიზაციის მცდელობებს, თუმცა ამ საკითხის ირგვლივ საუბარი მიმდინარეობს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში და იმედია პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი მისიის გაფართოებისა და ოკუპირებული რეგიონების საზღვრისპირა ტერიტორიებზე დამკვირვებელთა დაშვების თაობაზე. საქართველო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ცდილობს ამ საკითხის დაყენებას და კონფლიქტის რეგიონში მისიისთვის დამატებით საპოლიციო ფუნქციების აღჭურვის შესახებ აკეთებს განცხადებას


ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი


ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის შუამავლობით 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად 2008 წლის 15 ოქტომბერს ჟენევაში, საერთაშორისო დისკუსიები დაიწყო. გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარეების როლს კისრულობენ. პირველ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველო, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ, ოფიციალურად დამტკიცდა სტრუქტურა, რის შედეგადაც შეიქმნა ორი სამუშაო ჯგუფი: ერთი უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებზე, ხოლო მეორე ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა საკითხებზე. სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მოლაპარაკებები 15 ოქტომბერს დაიწყო და ამ ჯგუფებში შევიდნენ მონაწილეები აფხაზეთიდანაც და სამხრეთ ოსეთიდანაც.  ჟენევის დისკუსიების ფარგლებში სულ 13 შეხვედრა გაიმართა. მართალია ჟენევის მოალპარაკებათა ფარგლებში ფუნდამენტურ საკითხებზე, მათ შორის დეოკუპაციასა და დევნილთა დაბრუნებაზე პროგრესი ამ ეტაპზე არ შეინიშნება, თუმცა გამონაკლისად შეიძლება მიჩნეულ იქნას სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიური ოლქის მიმდებარე სოფლის პერევის დეოკუპაცია, რომლის შესახებაც ინფორმაცია რუსულმა მხარემ სწორედ ჟენევის ფორმატში 13-ე დისკუსიაზე განაცხადა და დღეს პერევი რუსი სამხედროებისგან თავისუფალია. მიუხედავად ამისა რუსეთს თავის სამხედრო ძალები კვლავ ჰყავს ოკუპირებულ რეგიონებში განთავსებული და პერევის დეოკუპაცია რუსეთის მხრიდან 12 აგვისტოს შეთანხმების მხოლოდ ნაწილობრივ შესრულებად შეიძლება იქნას მიჩნეული, რაც გულისხმობს ბუფერული ზონებიდან რუსეთის სამხედრო ნაწილების გაყვანის დასრულებას. საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს ხელისუფლების პოზიციით ჟენევის ფორმატში დიდი გარღვევების არარსებობის მიუხედავად ჟენევის პროცესი უნდა შენარჩუნდეს და უფრო ქმედითი გახდეს. ეს არის ერთადერთი დიალოგის ფორმატი, სადაც საქართველოს აქვს საშუალება განიხილოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები.


ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეიქმნა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ცალ-ცალკე “ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, რაც რეგულარული შეხვედრების საშუალებას აძლევს ყველა იმ ადგილობრივ აქტორს, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებზე და მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაზე არიან პასუხისმგებლები. ეს მექანიზმი ითვალისწინებს რეგულარულ შეხვედრებს თბილისის და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის, რომელშიც სეპარატისტულ რეგიონში განთავსებული რუსეთის ჯარების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. შეხვედრებზე შუამავლის როლს ევროკავშირის დამკვირვებლები ასრულებენ. ამ სტრუქტურას ავსებს “ცხელი ხაზი’, რაც ყველა მხარეს შორის მუდმივი კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის აზრთა ურთიერთგაცვლა რთულად მიმდინარეობს, ამ მექანიზმებმა დაადასტურეს, რომ ისინი სასარგებლო ფორმატს წარმოადგენენ, სადაც დისკუსიების დროს ყველა მხარეს შეუძლია საკუთარი ინტერესების წარმოჩენა. უნდა აღინიშნოს, რომ  ცხინვალი უკვე ერთ წელზე მეტია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა დაკარგულ პირთა გარშემო არსებული უთანხმოების მიზეზით. თუმცა მოლაპარაკებათა მეცამეტე რაუნდის შემდეგ, თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მათ დააფიქსირეს მონაწილეთა მზადყოფნა ოქტომბრის თვის ბოლოსთვის აღადგინონ ამ ფორმატში შეხვედრები რაც მისასალმებელი ფაქტია.

 

რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი საჭიროება არსებობს. მთავარ პრიორიტეტად რჩება დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობა, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რათა მოხდეს სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ერთდროულად ორივე მხრიდან - ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ამჟამად მზადდება თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც შემოდგომიდან დაიწყება. ამ კუთხით დადებითად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ ეუთო მზად არის დაიწყოს სამხრეთ ოსეთში არსებული ზონკარის წყალსაცავის სარემონტო სამუშაოები. ეს პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ იქნება დაფინანსებული, ხელს შეუწყობს, წყალსაცავის უსაფრთხოებას და რეგიონში სარწყავი წლით მომარაგების პრობლემის მოგვარებას.


მნიშვნელოვანოა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის თომას ჰამარბერგის წვლილი დაკარგულ ადამიანთა საქმეების გამოძიებაში. მისი ძალისხმევით მოხდა ცხინვალის რეგიონში როგორც ქართველ პატიმართა განთავისუფლება სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების ტყვეობისგან, ასევე ქართული მხარის მიერ დაკავებული ოსი ეროვნების მოქალაქეების გადაცემა დეფაქტო ხელისუფლებისთვის. მართალია პრობლემები ამ მხრივ კვლავაც რჩება ორივე მხრიდან, რაც თომას ჰამარბერგის მოხსენებაშიცაა ნათქვამი, თუმცა გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნება ამ მხრივ.  


წინსვლა არ შეინიშნება დევნილთა დაბრუნების საკითხის ირგვლივ. ცხინვალის წარმომადგენლები უარს აცხადებენ მონაწილეობა მიიღონ იმ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ჰუმანიტარულ და დევნილთა დაბრუნების საკითხებს განიხილავს. ამასთან ცხინვალმა გააპროტესტა ჟენევის შეხვედრაზე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის განხილვა, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ასე რომ ვითარება კვლავაც რთულია ამ მხრივ.


კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. ამ ჯგუფის შეხვედრისას, ერთ-ერთი მთავარ განსახილველ  და სადაო საკითხად კვლავაც რჩება ძალის არ გამოყენების შესახებ ხელშეკრულების დადება. ამავე ჯგუფში განიხილება წინადადებები სეპარატისტულ რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნების შესახებ. ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გააჩნია ჟენევის ფორმატში მონაწილე მხარეებს. მოსკოვი უკვე დიდი ხანია ითხოვს ცალ-ცალკე, ”ცალმხრივი დეკლარაციების” ხელმოწერას ცალკე თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ, სადაც ისინი ძალის არგამოყენების ვალდებულებას იკისრებენ. თავად რუსეთი უარს ამბობს ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერაზე, საქართველოსთან, რადგანაც თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს.  თავის მხრივ ქართული მხარე აცხადებს, რომ  რუსეთისგან განსხვავებით, თბილისი სრულად ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელიც ძალის არგამოყენების ვალდებულებასაც შეიცავს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ბევრჯერ უთქვამთ, რომ თბილისი მზად არის ხელი მოაწეროს დამატებით, ცალკე შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი ამ შეთანხმების ნაწილი იქნება. საქართველოს ასევე სურს, რომ ახალ შეთანხმებაში ის ვალდებულებებიც აისახოს, რომელიც რუსეთმა ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აიღო და რომელსაც ის ჯერ კიდევ არ ასრულებს. ამ პოზიციას ასევე იზიარებს ჟენევის მოლაპარაკებებზე აშშ-ის დელეგაცია . შესაბამისად ეს წინააღმდეგობანი ართულებს მდგომარეობას და რაიმე წინსვლა ამ ეტაპზე ამ მხრივ არ შეინიშნება.


რაც შეეხება საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, დოკუმენტი სახელწოდებით ”saxelmwifo strategia okupirebuli teritoriebis mimarT - CarTuloba TanamSromlobis gziT”  საქართველოს მთავრობამ  2010 წლის 27 იანვარს დაამტკიცა. დოკუმენტში, რომელიც მთავრობის განცხადებით, ფართო დისკუსიების შედეგად შეიქმნა, ნათქვამია, რომ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს, ”გამორიცხავს კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას” და ორიენტიებულია ”გამყოფი ხაზებით განცალკევებულ” მოსახლეობის შერიგებისკენ და ნდობის აღდგენისაკენ. ეს არის საგზაო რუკა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თემებთან ჩართულობა და თანამშრომლობა. სტრატეგია მიზნად ისახავს იმ გარემოს შექმნას, რომელიც საბოლოო ჯამში დაეხმარება მოსახლეობის ნებაყოფლობით გაერთიანებას და ამ ტერიტორიების მშვიდობიან დეოკუპაციას. საქართველოს მთავრობამ სტრატეგიის განსახორციელებლად შეუმუშავა და 2010 წლის 3 ივლისს დაამტკიცა "ჩართულობის სტრატეგიის  სამოქმედო გეგმა“ – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ქმედებებს ო განსახორციელებლად. სამოქმედო გეგმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ფართო კონსულტაციების გზით მოამზადა და სწორედ, ეს უწყება იქნება პასუხისმგებელი მის განხორციელებაზე. გეგმა მოიცავს ოთხ განზომილებას – ჰუმანიტარულს (ჰუმანიტარული დახმარება;  სტიქიური უბედურებები), ადამიანურს (საზოგადოებათაშორისი ურთიერთობები; კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის შენარჩუნება; ინფორმაციის დაუბრკოლებელი გავრცელება; ადამიანის უფლებები; ახალგაზრდული აქტივობა), სოციალურსა (განათლება; ჯანდაცვა; გარემოს დაცვა) და ეკონომიკურს (ვაჭრობა; ერთობლივი წარმოება; კომუნიკაცია;  ინფრასტრუქტურა). ამ მიმართულებებით პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად, სამოქმედო გეგმა, შვიდი "მექანიზმის“ შემოღებას ითვალისწინებს. ესენია: ნეიტრალური სტატუსის მქონე საკოორდინაციო მექანიზმი; პირადობის ნეიტრალური მოწმობა და სამოგზაურო დოკუმენტი; ნდობის ფონდი; ერთობლივი საინვესტიციო ფონდი; თანამშრომლობის სააგენტო; ფინანსური ინსტიტუტი; და ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონა.


ცხინვალმაც და სოხუმმაც რამოდენიმეჯერ უარი თქვეს საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის განხილვაზეც კი. დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი თავს ოკუპირებულ რეგიონებად არ მიიჩნევენ და საქათველოსთან ამ სტრატეგიის განხილვის აზრს ვერ ხედავენ. სოხუმმა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს მთავრობის ახალი დოკუმენტი, რომელიც ორი სეპარატისტული რეგიონის მიმართ ქვეყნის სტრატეგიას განსაზღვრავს და შეაფასა ის, როგორც ”ინსტრუქცია, თუ რა არ უნდა გააკეთოს აფხაზეთმა”. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა 2010 წლის 2 თებერვალს, რომ ისინი მზად არიან დაელაპარაკონ საერთაშორისო სტრუქტურებს, თუ ისინი გალელებს აფხაზეთის მხრიდან გაუწევენ დახმარებას, ხოლო თუ ეს საქართველოს გავლით გაკეთდება, ისინი ყველანაირად ამას შეეწინააღმდგებიან.  სტრატეგიის განხილვაზე დეფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ  ჟენევის  დისკუსიების მეცხრე რაუნდზე უარი განაცხადა და იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დისკუსიებზე იქნებოდა სტრატეგიის განხილვის შეთავაზება, შეხვედრის დემარშით დაიმუქრა.


სტრატეგიის დოკუმენტი დადებითად იქნა შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. სტრატეგის დოკუმენტი წარედგინა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს: ეუთოს , ნატოს, ევროკავშირს , ევროსაბჭოს, ასევე საქართველოს მეგობარ  ქვეყნებს. ევროკაშირმა ეს ინიციატივა შეაფასა, როგორც დაძაბულობის შემცირებისკენ და ნდობის აღდგენისკენ წინგადადგმული  კონსტრუქციული ნაბიჯი.  სტრატეგია მოწონებულ იქნა ასევე ამერიკის და საფრანგეთის ქვეყნების მიერ. აშშ-ის და საფრანგეთის საელჩოებმა თბილისში ამა წლის 28 იანვარს განცხადებები გამოაქვეყნეს, სადაც მიესალმებიან საქართველოს მთავრობის ს მისი ორი სეპარატისტული რეგიონის მიმართ და მხარს უჭერენ მის მიზნებსა და ამოცანებს. საფრანგეთის საელჩომ თავის განცხადებაში მოუწოდა რეგიონის მოთამაშეებს იმუშაონ მისი განხორციელების ხელშეწყობისთვის და შექმნან მისაღები გარემო ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის. 
დადებით კონტექსტში შეიძლება განხილულ იქნას საქართველოს პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებები კანონში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდა და ძალაში შევიდა 2010 წლის 26 თებერვალს.  აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მოუწოდებდა  ევროკავშირი საქართველოს, რამდენადაც კანონის აღსრულება ზრდიდა დაძაბულობას კონფლიქტის სუბიექტებთან და ართულებდა დახმარების შეტანას კონფლიქტის ზონაში


საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დღის წესრიგში დააყენოს ეუთოს მანდატის განახლების საკითხი ოკუპირებულ რეგიონებში 1-2 დეკემბერს ასტანაში დაგეგმილ ეუთოს სამიტზე. ამ ინიციატივას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები და ეუთოს წარმომადგენლობა, თუმცა რამდენად რეალურად მოხერხდება ამის განხორციელება, იმის გათვალისიწინებით, რომ რუსეთს ვეტოს გამოყენების უფლება გააჩნია ამას დრო აჩვენებს. აღნიშნულის შესახებ 2010 წლის 28 ოქტომბერს განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

დასკვნა:
რეკომენდაცია:
•    მეტი პირდაპირი ურთიერთობები კონფლიქტის უშუალო მხარეებთან
•    საერთაშორისო დამკვირვებელთა და ორგანიზაციათა კონფლიქტურ რეგიონში დაშვება და საერთაშორისო სამშვიდობო და საპოლიციო ძალების განლაგება


გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება

კვლევის სტრუქტურა
ანგარიშში თავდაპირველად მოცემულია ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ზოგადი შეფასება ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის კონტექსტში. ანგარიშის მეორე თავი წარმოდგენილია ქვეთავების სახით, სადაც გეგმაში გაწერილი ვალდებულებები განხილულია მწვავე პრობლემებთან მიმართებაში და თან ერთვის დასკვნები და რეკომენდაციები.
1.    გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება საქართველოში

გარემოსდაცვით ვალდებულებებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მნიშვნელოვანია ის ინიციატივებიც, რასაც ამ კუთხით ევროკავშირის ოფისი ახორციელებს საქართველოში. თუმცა, ევროპული სტანდარტები ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების ხედვასთან.


ბოლო პერიოდში აქცენტი კეთდება გარემოსდაცვით პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებაზე. 2009 წელს, რამდენიმე წლის დაგვიანებით, დაიწყო ეროვნული გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის (NEAP) მეორე ნაწილის მომზადება 2009-2013 წლებისთვის. მოგვიანებით, ვადებმა ისევ გადაიწია და გეგმა უკვე 2011-2015 წლებისათვის მუშავდება. გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის პროექტი კომენტარებისთვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებგვერდზეც განთავსდა. თუმცა, აღნიშნული ვერსია სამინისტრომ თვითონვე დაიწუნა, მნიშვნელოვნად შეცვალა და კომენტარებისთვის მისი გამოქვეყენება ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება.


მომზადების პროცესშია გარემოს დაცვის ახალი კოდექსი, რომელიც გააერთიანებს ძირითადი გარემოსდაცვითი სექტორების ჩარჩო კანონებს. ჩატარდა საჯარო მოსმენები, კოდექსის პროექტი გადაეგზავნა სხვადასხვა სამინისტროებს, გაკეთდა ჩასწორებები და გადაეცა იუსტიციის სამინისტროს საბოლოო ვალიდაციისთვის. მისი ამოქმედება 5 წლის შემდეგაა დაგეგმილი.


მომზადდა და დღემდე არ არის დამტკიცებული სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის სტრატეგია. იმის გამო, რომ დამტკიცების პროცედურების წლობით გაჭიანურდა, დღეს დოკუმენტის განხილვასა და შენიშვნების შეტანას სამინისტროები ხელახლა ითხოვენ. შესაბამისად, დამტკიცების ვადები კიდევ გადაიწევს.


ასევე მომზადდა დაცული ტერიტორიების მართვის სტრატეგია. თუმცა, მისი დამტკიცების პროცესი თვითონ დოკუმენტის შინაარსის გამო გაჭიანურდა. სტრატეგიით გაწერილ ვადებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამ ეტაპზე მსგავსი ვალდებულებების აღების მიზანშეწონილობას განიხილავენ. პარალელურად, სტრატეგიის ტექსტის დიდი ნაწილი ჩაიდო NEAP-ში. მისი დამტკიცების შემთხვევაში, დაცული ტერიტორიების სტრატეგია აქტუალური აღარ იქნება და სააგენტო სწორედ სწორედ NEAP-ით იხემძღვანელებს.
რაც შეეხება სატყეო პოლიტიკის დოკუმენტს, ოფიციალური ინფორმაციით მასზე მუშაობა შეჩერებულია. დოკუმენტის მომზადება შეიძლება განახლდეს 2011 წელს FAO-ს დაფინანსებით.


ევროკომისია და საქართველოს მთავრობა თანამშრომლობენ წყლის, ნარჩენების მართვისა და ჰაერის ხარისხის საკითხებში. წყლის კანონის კონცეფცია 2009 წელს მომზადდა. კანონის პროექტი 2010 წლის ივნისის ბოლოსთვის უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ამ ეტაპისთვის მზად არის მხოლოდ სამუშაო ვერსიის პირველი ვარიანტი. შესაბამისად, გამოქვეყნების ვადები დღემდე უცნობია.


ევროკავშირის დაფინანსებით 2011 წლიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დაგეგმილია ე.წ. „თვინინგის“ პროექტის განხორციელება, რომელიც ნარჩენების მართვის ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებას, ასევე ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მომზადებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე არ არის მიღებული კანონი ნარჩენების შესახებ. კანონპროექტის დამტკიცების პროცედურების დაწყება გაურკვეველი მიზეზების გამო ფერხდება. რაც შეეხება ”თვინინგის” პროგრამას, ის არ გულისხმობს ნარჩენების შესახებ კანონის მომზადებას და მხოლოდ სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავებით შემოიფარგლება.


საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, საქართველოს პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ. სავალდებულოა მოხსენების გამოქვეყნება.


გარემოს მდგომარეობის შესახებ ანგარიში 2006 წლის შემდეგ არგამოქვეყნებულა. ეს განპირობებული იყო 2007 წლის 14 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით, რომლის თანახმადაც ეროვნული მოხსენება უნდა მომზადდეს არა ყოველწლიურად, არამედ 3 წელიწადში ერთხელ.


ამჟამად მიმდინარეობს 2006-2009 წლების “გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” მომზადება. მოხსენება მთავრობის სხდომაზე სექტემბერში უნდა გაეტანათ დასამტკიცებლად და ოქტომბრის დასაწყისში გამოცემულიყო. თუმცა, მთავრობისთვის დღემდე არ წარუდგენიათ.


აღნიშნული დოკუმენტების დამტკიცების მუდმივი გადავადების გამო საზოგადოება უკვე ნაკლებად ენდობა ხელისუფლების ინფორმაციებს ახალი ვადების შესახებ. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ყველა ეს ინიციატივა საერთაშორისო დაფინანსებით ხორციელდება, რაც ასევე მიუთითებს გარემოს დაცვის არაპრიორიტეტულობაზე სახელმწიფოს მხრიდან.


ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებთან თანხვედრის მიუხედავად (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, საკვების უსაფრთხოება, ენერგეტიკა), გარემოს დაცვა საქართველოში მაინც ეკონომიკის განვითარების მუხრუჭად განიხილება. ლოგიკა მარტივია: ევროპული გარემოსდაცვითი სტანდარტები საქართველოში მაშინ დაინერგება, როცა ქვეყნის ეკონომიკაც ევროპულ მაჩვენებლებს მიაღწევს.


თუმცა ფაქტია, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური ხედვა დიდი ეკონომიკური ზარალის მიზეზი ხდება. მაგალითისთვის ბუნებრივი კატასტროფებიც გამოდგება, რომლითაც ქვეყნის ეკონომიკას წელიწადში ასობით მილიონი აშშ დოლარის ზარალი ადგება. ამ ფონზე ბუნებრივი კატასტროფების შემცირებისა და მართვის დაფინანსება მიზერულია. რისკების ანალიზი არ გამოიყენება ბუნებრივი კატასტროფების მიმართ სენსიტიური სექტორების მართვაში. არ სრულდება სამოქმედო გეგმით გაწერილი ვალდებულება ”ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის სქემის” განხორციელების შესახებ (სამოქმედო პრიორიტეტები, პრიორიტეტული სფერო 3). მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების 2009-2012 წლების დოკუმენტში ერთ-ერთ პრიორიტეტად ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება (DRR) შევიდა, 2010 წელს პრევენციაზე წინა წელთან შედარებით 6-ჯერ ნაკლები თანხა დაიხარჯა. გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების დაფინანსების ალბათობა მომავალი წლისთვისაც მცირეა.


არ არსებობს მდგრადი განვითარების თანმიმდევრული პოლიტიკა . ჩამოყალიბებული არ არის სახელმწიფო ხედვა ბუნებრივი რესურსების მართვისა და ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციისთვის. რეფორმები თუ მაღალბიუჯეტიანი პროექტები ხორციელდება სპონტალურად, წინასწარი პოლიტიკისა და სტრატეგიის, სამოქმდო გეგმის, შეფასებისა და პროგნოზირების გარეშე. შედეგად, ეკონომიკა ხშირად ურთიერთგამომრიცხავ სექტორებზეა ორიენტირებული.


სუსტი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი ნორმების განხორციელებას, დანაშაულისკენ უბიძგებს კერძო სექტორს, ხელს უწყობს კორუფციას და მძიმე ეკოლოგიური პრობლემების გაღრმავებას. არასრულყოფილია ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი (კანონი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ); გარემოს დაცვის ინსპექცია არ ახდენს დაბინძურების გეგმიურ მონიტორინგს (კანონი საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების შესახებ); გაუქმებულია წყალაღებისა და ჩამდინარე წყლების ჩაშვების ნებართვები (კანონი წყლის შესახებ); გაუქმებულია გარემოს დაბინძურების გადასახადები (საგადასახადო კოდექსი); გაუქმებულია სანიტარული სახელმწიფო ინსპექცია...
რაც შეეხება გარემოსდაცვითი ადმინისტარციული სტრუქტურების და პროცედურების გაძლიერების შესახებ (სამოქმედო პრიორიტეტები, პრიორიტეტული სფერო3) აღებულ ვალდებულებას, შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს საწინააღმდეგო ტენდენციასთან. 2008 წლის შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები აკლდება და ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებზე ნაწილდება. 2010 წელს არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია სამინისტროს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების, სხვადასხვა სააგენტოების გაუქმებისა და საერთოდ სამინისტროს გაუქმების შესახებ.

1.1    წარმოება გარემოსდაცვითი მონიტორინგის გარეშე

სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების შესახებ - გამჭვირვალე პრივატიზების პროცესის საშუალებით (სამოქმედო პრიორიტეტები, პრიორიტეტული სფერო 2) ახლებურ ინტერპრეტაციას საჭიროებს.
პრივატიზაციის აქტიური ფაზა, რომელიც თითქმის დასრულებულია, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდებოდა: სუსტი კანონმდებლობა, პროცესის გაუმჭვირვალობა, გარემოსდაცვითი შეზღუდვების გაუქმება, არაეფექტური საპრივატიზაციო ხელშეკრულებები, გარემოსდაცვითი სტრუქტურების შესუსტება. ამჟამად დღის წერიგში დგება ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროცესის ხარვეზების კონკრეტული შედეგები: წარმოება გარემოსდაცვითი მონიტორინგის გარეშე, მაკონტროლებელი სტრუქტურების გავლენისა და კომპეტენციის დაბალი დონე, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ა. შ.
მაგალითები - დასკვნისთვის და რეკომენდაციებისთვის:

ა) მადნეული
2005 წელს ს/ს მადნეული, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურელი იყო, ”პრომინვესტმა” აუქციონის წესით იყიდა. პრივატიზაციის პროცესში ხელისუფლებამ გააკეთა განცხადებები მძიმე მეტალებით წყლის, ნიადაგებისა და საკვები პროდუქტების გამო დაავადებების ლოკალიზაციისა და კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. 2008 წელს კომპანიამ წარმოება აბსოლუტურად უსაფრთხოდ გამოაცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას რეკომენდაცია მისცა, მძიმე მეტალებისგან გასუფთავებული წყალი ნებისმიერი დანიშნულებით, მათ შორის, სასმელადაც გამოეყენებინა.
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების შესაბამისად, ს/ს მადნეული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უგზავნის მდ. მაშავერაზე ჩატარებული ყოვედღიური თვითმონიტორინგის შედეგებს, რომლის მიხედვითაც 2010 წლის განმავლობაში მძიმე მეტალებმა მდ. მაშავერაში ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას ერთადერთხელ გადააჭარბა, ისიც უმნიშვნელოდ. პარალელურად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს მდ. მაშავერას გეგმიურ მონიტორინგს, რომლის მიხედვითაც მძიმე მეტალების კონცენტრაცია 2010 წელს 10-15-ჯერ, ზოგჯერ კი, 30-ჯერაც კი აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
მონაცემების ანალიზი საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ:
•    2010 წელს მდინარეები მძიმე მეტალებით ინტენსიურად ბინძურდებოდა;
•    მადნეულის მიერ სახელმწიფოსათვის მიწოდებული ინფორმაცია თვითმონიტორინგის შესახებ სანდო არ არის;
•    გარემოს დაცვის სამინისტრო ადეკვატურად არ რეაგირებს დაბინძურებაზე;
•    ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდება არასწორი ინფორმაცია დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებს.

ბ) ტყეები


1990-2005 წლებში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ექსპორტის შედეგად საქართველოს მთის ტყეების დიდმა ნაწილმა სერიოზული დეგრადირადაცია განიცადა, რაც ბუნებრივი კატასტროფების გააქტიურების მიზეზი გახდა. 2007 წლიდან დაიწყო ტყეების გრძელვადიანი ლიცენზირება. მძიმე მოცემულობის მიუხედავად, ლიცენზიები ტყეების ინვენტარიზაციის გარეშე გამოიტანეს. შესაბამისად, შეიცვალა კანონმდებლობაც და ტყეთსარგებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზისა და საზოგადოებრიობის მონაწილეობის პროცედურებისგან გათავისუფლდა. ლიცენზიები გაიცა ძლიერ დეგრადირებულ უბნებზე და დამრეც ფერდობებზე, სადაც ტყეებს აქვს ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქცია.


ბუნებრივი კატასტროფების მიმართ ისეთი სენსიტიური სფერო, როგორიც ხე-ტყის ინდუსტრიაა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მონიტორინგის გარეშე აღმოჩნდა (მონიტორინგი - პირველადი მონაცემების, ანუ ინვენტარიზაციის ანგარიშის გარეშე შეუძლებელია).


ინვენტარიზაციის გარეშე ლიცენზირების პროცესი რამდენიმეჯერ შეჩერდა და ისევ გაგრძელდა. თუმცა, ინვენტარიზაციის პროცესს ინტენსიური ხასიათი არ მისცემია. არსებობს საფრთხე, რომ ტყეების ლიცენზირების აქტიური ფაზა ისევ ინვენტარიზაციის გარეშე განხორციელდება, რაც გაზრდის სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ საფრთხეებს.


გ) თბილისის წყალი

 

საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის მაისში წყლის სისტემები სტრატეგიული ობიექტების სიიდან ამოიღო და ზუსტად ერთ თვეში საქართველოს მთავრობამ ”თბილისის წყალი”, ”ჟინვალჰესთან”, ”მცხეთაწყალკანალთან” და ”საქწყალკანალთან” ერთად გასაყიდად გამოიტანა. აუქციონზე გამარჯვებულად დასახელდა შვეიცარული კომპანია ”მულტიპლექს სოლუშენსი”, რომელიც მზად იყო, ობიექტების 100%-იან წილში 85 მილიონი დოლარი გადაეხადა და 350 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. ერთი თვის შემდეგ, პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა და ობიექტები ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ”მულტიპლექს ენერჯი ლიმითედს” გადასცა, რომელსაც არ გააჩნია საქართველოში წარმომადგენლობა და ინტერნეტში არ იძებნება არც ერთი გვერდი, სადაც კომპანიის შესახებ იქნება ინფორმაცია.
ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურს ევალება გამოიკვლიოს რამდენად ასრულებს კომპანია ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. ხელისუფლება მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას დახურულად აცხადებს, ასევე, კომერციული საიდუმლოების საბაბით უარს ამბობს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ასლის გადმოცემაზე.


რეკომენდაციები


•    სახელმწიფომ განახორციელოს კერძო სექტორის რეალური გარემოსდაცვითი მონიტორინგი და უზრუნველყოს მისი საჯაროობა;
•    ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლებისგან მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია სიცოცხლისთვის საშიში ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
•    გაკეთდეს რისკების ანალიზი, მომზადდეს რეკომენდაციები და მიეწოდოს კერძო კომპანიებს, საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას;
•    საჯარო გახდეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დადებული ხელშეკრულებები და მყიდველი მხარის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. დარღვევისთვის დაწესდეს სანქციები და ვადები; ამის შესახებ ეცნობოს საზოგადოებას;
•    შეწყდეს ტყეების ლიცენზირება ინვენტარიზაციის გარეშე; დაიწყოს ტყეების ინტენსიური ინვენტარიზაცია და კატეგორიზაცია; დადგინდეს საზღვრები; მომზადდეს სატყეო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტები;
•    მომზადდეს ცვლილება კანონში გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ (01.01.2008), რითიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ეკოლოგიური ექსპერტიზისა და საზოგადოების ინფორმირება-ჩართულობის პროცედურებს დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი გახდება სრულყოფილი და მასში ისევ შევა ტყითსარგებლობა;
•    შემდგომი პრივატიზაცია განხორციელდეს გამჭვირვალედ და დოკუმენტები განთავსდეს ვებ-გვერდზე.

1.2    ეკომიგრანტები - სახლის, საარსებო წყაროსა და სტატუსის გარეშე

იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის გაუმჯობესება და მათი დახმარება (4.3.2. მიგრაციის საკითხები)
საქართველოში ეკომიგრანტების რაოდენობა 100-120 ათასის ფარგლებში მერყეობს. ეს ის ხალხია, რომლებიც იძულებული იყვნენ შეეცვალათ საცხოვრებელი ადგილი ბუნებრივი კატასტროფების გამო. ოფიციალური ინფორმაციით, 11 007 ოჯახი დღემდე ბუნებრივი კატასტროფისგან დანგრეულ ან საცხოვრებლად უვარგის სახლში ცხოვრობს და აუცილებელ გასახლებას ექვემდებარება. 2004-2010 წლებში სახელმწიფომ მხოლოდ 838 ოჯახის გასახლება უზრუნველყო. მძიმეა გასახლებულთა საცხოვრებელი პირობები.


არსებობს კორუფციის პრობლემა, რაც თან ახლავს განსახლების პროცესს. პრობლემაა ეკომიგრანტთა ინტეგრაცია მიმღებ თემებთან. ეკომიგრანტთა ჩასახლებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოჰყვა კონფლიქტები ეთნიკურ ნიადაგზე.


იძულებით გადაადგილებული პირებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებისთვის ხელისუფლება ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობით და გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებით იძულებით  გადაადგილების შესახებ (საქართველოს მთავრობის განკარგულება #47, 2.02.2007). რეალურად, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება.


საერთაშორისო სახელმძღვანელო ნორმებით, "იძულებით გადაადგილებულ პირებად ითვლებიან ის პირები ან პირთა ჯგუფები, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ სახლი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რათა გაქცეოდნენ  შეიარაღებულ კონფლიქტს... და სტიქიურ ან ადამიანის მიერ შექმნილ კატასტროფებს".


საქართველოს კანონმდებლობა იგივე ტერმინს განსხვავებულად განმარტავს: "იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ჩაითვლება პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო" (საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ).
ეს დეფინიცია ასი ათასობით ადამიანს სტატუსისა და რეგულაციების გარეშე ტოვებს.


რეკომენდაციები

•    შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკა ეკომიგრნატების შესახებ, რომელიც მოიცავს:

საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმას;
გადასახლების მხარდაჭერის პროგრამას;
ეკომიგრანტების ინტეგრაციის პროგრამა (დიალოგის მექანიზმების ჩათვლით);
დახმარების პროგრამას ეკომიგრანტების საჭიროებებით უზრუნველყოფისთვის.

•    განხორციელდეს სამოქალაოქ მონიტორინგი როგორც პოლიტიკის შემუშავების, ასევე ეკომიგრანტების გასახლების  პროცესში.

•    შევიდეს ცვლილება საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ შევიდეს შესწორება და იძულებით გადაადგილებული პირების დეფინიციამ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად გადაადგილებული პირებიც მოიცვას.

1.3    მკვლელობები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

საზღვრის მართვა (პრიორიტეტული სფერო 4), მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა საზღვრების დელიმიტაციის, დემარკაციის და კონტროლის საკითხებში (4.3.1. თანამშრომლობა საზღვრის მართვის სფეროში)
მკვლელობები, უკანონო დაპატიმრებები, კერძო საკუთრების ხელყოფა, ფინანსური ზარალი - ეს ის პრობლემებია, რაც სახელმწიფო საზღვრის დადგენის პროცედურის გაჭიანურებითაა გამოწვეული. საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 1993 წლიდან მუშაობს. 17 წლის განმავლობაში საზღვრის დაახლოებით 65% (300 კმ) დაზუსტდა, თუმცა საზღვარი დადგენილი ამ დრომდე არ არის.


საზღვრის დასადგენად მხარეები სარგებლობენ საბჭოთა პერიოდის ტოპოგრაფიული რუკებით, რომლებზეც მოცემულია რესპუბლიკური საზღვრის ხაზი. ეს ხაზი გადის მდინარე ალაზანზე. წლების განმავლობაში მდინარემ კალაპოტი შეიცვალა, რის გამოც ტერიტორიების ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს დარჩა. დაუდგენელი საზღვარი საფრთხეს უქმნის საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლებს. 2010 წლის 13 აპრილს აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ 16 წლის ახმედ (იბრაგიმ) გაურგაშვილი მოკლა, რომელიც მინდვრიდან საქონელს სახლში მიერეკებოდა. მკვლელობა 2003 წელსაც მოხდა. მაშინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ლაგოდეხის მკვიდრი, 27 წლის ოლეგ მატიაშვილი მოკლეს. არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის.


არის შემთხვევები, როცა საზღვრის აღმნიშვნელი სპეციალური ნიშნების არარსებობის გამო საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანის მხარეს ხვდებიან, სადაც მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ და აპატიმრებენ. პრობლემები ექმნებათ ფერმერებსაც, რომელთაც საზღვრისპირა ტერიტოიები იჯარით აქვთ აღებული. ამ ტერიტორიების ნაწილი, რეალურად მდინარის გადაღმაა დარჩენილი და აზერბაიჯანის მესაზღვრეები იცავენ. არადა, საქართველოს კანონით სახელმწიფო საზღვრის შესახებ, `მდინარეზე გამავალი სახელმწიფო საზღვარი არ შეიძლება გადაადგილდეს არც ნაპირების მოხაზულობისა და არც კალაპოტის ამა თუ იმ მხარეს გადახრის შემთხვევაში~ (მუხლი 10.2. _ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენა).


ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების პროცესი მკაცრად გასაიდუმლოებულია.
რეკომენდაციები

•    დაჩქარდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის პროცესი;
•    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცეს რეკომენდაცია, პროცესის გამჭვირვალეობისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად;
•    სასაზღვრო პოლიციამ გააძლიეროს საზღვრის დაცვის კონტროლი;
•    საზღვრის დადგენამდე ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ჩატარდეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები;
•    საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება;
•    დაუსჯელობის სინდრომის გამწვავებისა და ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად დროულად და ეფექტურად იქნეს გამოძიებული საზღვართან დაკავშირებით ადამიანების მკვლელობის და სხვა დანაშაულებრივი ფაქტები.

1.4    განვითარების პროექტები - მოსახლეობასთან კონფლიქტში

ეკონომიკური განვითარების წახალისება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოს დაცვის ჩათვლით (პრიორიტეტული სფერო 3)
საქართველოს რეგიონების განვითარების პოლიტიკა ძირითადად გზების რეაბილიტაციით და ცალკეული ქალაქების განვითარების მაღალბიუჯეტიანი პროექტებით შემოიფარგლებოდა. პროექტები საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე იგეგმება, ხშირად ფინანსდება ნაკლებად ეფექტური ღონისძიებები და წარმოიქმნება კონფლიქტური სიტუაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან.


ამჟამად ზემო სვანეთში ხორციელდება მესტიის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს აეროპორტი სა და სათხილამურო ტრასის მშენებლობა ს, ასევე ზუგდიდი-მესტიის სა ავტომობილ ო გზისა და მესტიის ცენტრის რეაბილიტაციას.
მესტიის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული მოსახლეობის ინფორმირებულობა, ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები ასაიდუმლოებენ ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებით. სათხილამურო ტრასა და აეროპორტი ც ხვდება ადგილობრივი მოსახლეობის კერძო მიწებზე ან ისტორიულ საკუთრებაზე. ორივე შემთხვევაში, მიწების ჩამორთმევა მესაკუთრესთან ან მემკვიდრე-მოსარგებლესთან ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე მიმდინარეობს. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომელზეც სოლიდური თანხები იხარჯება, რეალურად, არ ასახავს ადგილობრივ საჭიროებებს, რომლის დაფინანსებაც, თავის მხრივ, მიზერულია.


რეკომენდაციები:
•    ე. წ. ”განვითარების პროექტების” დაგეგმვა-განხორციელებისას უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა;
•    შეწყდეს კერძო საკუთრების ხელყოფა, კომპენსაცია გაიცეს იმ ოჯახებზე, რომელთა საკუთრებაზეც გაივლის ესა თუ ის ობიექტი;
•    დარეგულირდეს დაურეგისტრირებელი მიწით ტრადიციული მოსარგებლეებისა და ისტორიული მესაკუთრეების საკითხები.

განათლების საკითხები

შესავალი
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა ს 2004 წელს ჩაეყარა საფუძველი კონკრეტული ორი კონკრეტული მიზნით  - ერთის მხრივ ხელი შეუშალოს ევკროსივრცესა და მის მეზობლებლებს შორის ახალი გამყოფი ხაზის აღმოცენებას, ხოლო მერეს მხრივ  - ხელი შეუწყოს კეთილდღეობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას არა მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით, ასევე მის სამეზობლოშიც.


ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის 2006 წლის 14 ნოემბერს შევიდა ძალაში და რვა პრიორიტეტულ სფეროს ფარავს,  განათლებასთან დაკავშირებული საკითხები მესამე პრიორიტეტულ სფეროს განეკუთვნება, რომელიც ეხება ეკონომიკური განვითარების წახალისებას, სიღარიბის შემცირებასა და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფაზე მიმართული ძალისხმევის განმტკიცებას, მდგრადი განვითარების ხელშეწყობას გარემოს დაცვის ჩათვლით, ასევე, კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული წესების შემდგომ დაახლოებას.  უფრო კონკრეტულად კი, საუბარია განათლების სფეროს რეფორმირებასა და მის შემდგომ განმტკიცებაზე ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აგრეთვე, უმაღლესი განათლების სექტორის რეფორმირებაზე ბოლონიის პროცესის კონტექსტში,  ყურადღბა ეთმობა აგრეთვე ქართველი სტუდენტების, მკვლევარებისა და მეცნიერების აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, მოზრდილთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობასა და წახლისებას.  გარდა ზემოთ ნახსენები პრიორიტეტული სფეროებისა, სამოქმედო გეგმის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ასევე ასახავს ზოგად მიზნებსა და საქმიანობებს, რომელიც პრიორიტეტების პარალელურად ხორციელდება და ავსებს მათ.  განათლება ზოგადი მიზნებისა და საქმიანობების 4.4 ქვეპუნტქტში შედის ეკონომიკური და სოციალური რეფორმების, სიღარიბის შემცირებისა და მდგრადი განვითარების ქვეშ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოკუმენტში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი გარდა იმისა, რომ საჭიროა, განათლების სისტემის მდგრადობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და განათლების სექტორში რეფორმის გაგრძელება.  უფრო მეტიც, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის განხორციელების 2010 წლის გეგმაში გაწერილი აქტივობები არ ითვალისწინებს რაიმე გაზომვადი ან ხელშესავლები შედეგების მიღწევას.  მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი სცილდება წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებს, რადგან ეს უკანასკნელი არ ისახავს მიზნად ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და გაწერილი საქმიანობების შეფასებას, საჭიროა აღინიშნოს, რომ კარგი იქნებოდა დოკუმენტებში უფრო ნათლად და გარკვევით ასახულიყო წლის განმავლობაში გაწერილი საქმიანობები უკეთესი შეფასებისა და შემდგომში გამოცდილების გამოყენების მიზნით. 


მდგრადი განვითარება, სიღარიბეს დაძლევა და განათლება


განათლების დაკავშირება მდგრად განვითარებასა და სიღარიბის დაძლევასთან, როგორც ეს სამოქმედო გეგმის მესამე პრიორიტეტულ სფეროშია მოცემული, განათლების მნიშვნელობა დასტურდება ისეთი მნიშვნელოვანი ინდექსით, როგორიცაა ადამიანის განვითარების ინდექსი, რომელიც განისაზღვრება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის, განათლებისა და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენბლით. დისკურსი მდგრადი განვთარების შესახებ დიდი ხანია აღიარებს მჭიდრო კავშირს სიღარიბეს აღმოფხვფრფასა და ხარისხიან განათლებას შორის: განათლებულ ადამიანს უფრო დიდი შემოსავალი და აქედან გამომდიარე საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების უფრო მაღალი შანსი აქვს. განათლებული ადამიანი უფრო აქტიურად არის ჩაბმული ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. სიღარიბე არის განათლებისადმი დაბალი ხელმისაწვდომობის როგორც გამომწვევი მიზეზი, ასევე შედეგიც. ღარიბ ოჯახში მცხოვრები ბავშვები, როგორც წესი, ხშირად ვერ ასრულებენ საშუალო ან ზოგად განათლებას, რადგანაც სკოლაში სიარული, მაშინაც კი, როდესაც ზოგადი განათლება უფასოა, დაკავშირებულია ისეთ ხარჯებთან, როგორიცაა, მაგალითად, ტრანსპორტი, ტანსაცმელი ან სასკოლო ინვენტარი. სიღარიბის აღმოფხვრა შეუძლებელია ხარისხიანი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გარეშე. 

ზოგადი განათლება და მისი მნიშვნელობა


მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის სამოქმედო გეგმაში ძირითდად უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული რეფორმების გატარებას ეთმობა, წინამდებარე ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში ზოგად განათლების საკითხებსა და პრობლემებს იმ მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე, რომელიც უმაღლეს განათლებასა და ზოგადი განათლებისადმი ხელმისაწვდომობას შორის არსებობს.


უმაღლესი განათლების დაწესებულები უზრუნველყოფს სწავლის შესაძლებობას ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში და სწორედ ამიტომ, მათკენ გზა უნდა გაეხსნას ყველა მსურველს განურჩევლად სოციალური და ეთნიკური წარმომავლობისა და ამ მხრივ დაუშვებელია შეზღუდვების არსებობა. უმაღლესი განათლების მიმღებთა რიცხვის ზრდა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიანი ზოგადი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნვლყოფის გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კარები ღია უნდა იყოს ყველა ადამიანისათვის, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა ჩაებნენ უწყვეტი განათლების პროცესში. ზოგადი განათლების სერთიფიკატების/ატესტატების მოპოვება ყველაზე ხშირად გამოყენებული ტრადიციული გზაა უმაღლესი განათლებისკენ.


ზოგად განათლებას გააჩნია პროპედევტიკური ფუნქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა მოსწავლეს რომელმაც დაასრულა ზოგადი განათლება და მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი ან მისი ეკვივალენტი, მიღებული უნარ-ჩვევების გამოყენების საფუძველზე უნდა შეეძლოს სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებლებში სურვილის შემთხვევაში. ევროკავშირის ქვეყნების მონაცემები ადასტურებს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელთა 85 პროცენტს ის ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებმაც განაცხადის გაკეთებამდე ცოტა ხნით ადრე მოიპოვეს ზოგადი განათლების დასურლების სერთიფიკატი ან მისი ეკვივალენტი. 

საქართველოს განათლების სისტემა, დაფინანსება და საკანონმდებლო ბაზა


საქართველოს განათლების სისტემის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია: 1. სკოლამდელი განათლება 2. ზოგადი განათლება (დაწყებითი, საბაზო (6-9 კლასები) და საშუალო განათლება (10-12 კლასები) 3. სახელობო და უმაღლესი პროფესიული განათლება 4. სამსაფეხურიანი უმაღლესი აკადემიური განათლება 5. ზრდასრულთა განათლება და ტრენინგი.
გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2008 წელს მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2000-2007 წლებში, საქართველოში საშუალოდ განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9.2 პროცენტი დაიხარჯა, რაც მნიშვნელოვანი პროგრესია, მაგალითად 1994 წელთან შედარებით, როდესაც აღნიშნულმა მაჩვენებლმა მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1 პროცენტს მიაღწია, თუმცა ამ მხრივ, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს. 


საქართველოს განათლების სექტორის დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო დაფინანსებაა, რაც განსაკუთრებით ზოგადი განათლების კომპონენტს ეხება. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას, მის დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი დონორებს მიუძღვით, განსაკუთრებით კი - ევროკავშირს, რომლმაც ამ პრიორიტეტული სფეროს განვითარებაზე მრავალი მილიონი ევრო დახარჯა. ევროკავშირს სურს განავითაროს ახლო ურთიერთობა საქართველოსთან სწორედ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კონტექტში და იმ ამოცანების მიხედვით, რომლებიც სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმითაა განსაზღვრული. ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება ძირითადად კონცენტრირებულია სიღარიბის შემცირებასა და სოციალურ რეფორმებზე, აგრეთვე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და კანონის უზენაესობაზე.  განათლების სფეროში ევროკავშირის დახმარება უმაღლესი განათლების რეფორმებს უკავშირდება.

სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობების შესრულებას ძირითადად ევროკავშირის მეშვეობით ხორციელდება. ამ მხრივ აღსანიშნავია ტემპუსის პროგრამა, რომელშიც საქართველო 1995 წლიდანაა ჩართული. ტემპუსის პროგრამის მეშვეობით ევროკავშირი დახმარებას უწევს საქართველოს დანერგოს ტემპუსის პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები. 1995-2006 წლებში ევროკავშირის დახმარებამ საქართველოსთვის 7.435 მილიონი ევრო შეადგინა.

განათლების სფეროში საკვანძო სამართლებრივი დოკუმენტებია საქართველოს კანონები განათლების სხვადასხვა საფეხურების შესახებ. მაგალითად, ზოგადი განათლება რეგულირდება საქართველოს კანონით ზოგადი განათლების შესახებ, რომელიც 2005 წელსაა მიღებული. უმაღლესი განათლება - შესაბამისად, საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ. გარდა ამისა, მოქმედებს კანონი დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ, ხოლო მეცნიერების დარგს არეგულირებს საქართველოს კანონი მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ. ამას გარდა, განათლების სფეროს არეგულირებს შესაბამისი კანონქვემდებარე, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებები.


უნდა აღინიშნოს, რომ ცვალებადი რეფორმების შედეგად, განათლების საკანონმდებლო ბაზა (და ეს განსაკუთრებით ზოგად განათლებას ეხება) საკმაოდ დაუხვეწავია. მაგალითდ, საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ დღემდე ხუთჯერ შეიცვალა. ასევე აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლებში საკნონმდებლო ბაზის აღსრულების ხარსხი არის დაბალი. გარდა ამისა, ძნელად ხდება ნორმატიული აქტების აღსრულება (ზოგ შემთხვეაში საერთოდაც  არ ხდება). ასევე დაბალია საქმის წარმოება და არ შეესაბამება საქართველოს კანონმდელობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. სკოლაში არსებული დემოკრატიული ინსტიტუტების უმრავლესობა (სამეურვეო საბჭოები და მოსწავლეთა თვითმმართველობები) არს ფიქტიური და უმოქმედო. ამის გამომწვევი მიზეზი არის სკოლის დირექციების წარმომადგენლების დაბალი კვალიფიკაცია, კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლება მოვალეობების არცოდნა (იხ. გურიის მხარის საჯარო სკოლების სამართლებრივი მონიტორინგის ანგარიში 2010 წელი „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“). ამავე კვლევის საფუძველზე - სკოლის დრექტორებს განათლების შესახებ კანონის აღსრულების მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად მიაჩნიათ ის გარემოება, რომ სამინისტროდან მათ მიეწოდებათ ზეპირი ინსტრუქციები, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგება და რიგ შემთხვევებში ბოლო ინსტრუქცია წინას არ შეესაბამება.

ზოგადი განათლება საქართველოში და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ზოგადი განათლება ეკონომიკურ და სოციალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დიდი ხანია აღიარებულია 21 საუკუნეში ზოგადი განათლების უმნიშვნელოვანესი როლი როგორც ინდივიდების, ასევე ქყვეყნების მომავლისათვის. 


მიუხედავად ინტენსიური რეფორმებისა (განსაკუთრებით 2005 წლიდან) საქართველოში ზოგადი განათლება მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას. განსაკუთრებით საქმე ეხება სოციალურად დაუცველ და იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობას. მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია სიტუაცია ლინგვისტური უმცირესობების მხრივ, თუ, ისინი რასაკვირველია, არ განეკუთვნებიან ზემოთ ნახსენებ ორ კატეგორიას და არ იზიარებენ მათთვის დამახასიათებლ პრობლემებს.

ვაუჩერული სისტემა

როდესაც საქართველოში ზოგადი განათლების სისტემაზე ვსაუბრობთ, ვაუჩერული დაფინანსების შემოღება სკოლებისთვის ის ასპექტია, რომელზეც დავა დიდი ხანია მიმდინარეობს. მიჩნეულია, რომ ვაუჩერული სისტემა ხელს შეუწყობს სკოლებს შორის კონკურენციის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, მათ მიერ მიწოდებული სერვისის ხარისხზე დადებითად იმოქმედებს. ქალაქების შემთხვევაში უმეტესწილად ასეცაა, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა, როდესაც საქმე სოფლებს ეხება. საქართველოს უმეტეს სოფლებში ერთი სკოლაა  და აქედან გამომდინარე, არ არსებობს კონკურენცია. აქედან გამომდინარე, კონკურენტული გარემოს შექმნა და შესაბამისად მისი ასახვა განათლების ხარისხზე სოფლად არ ხერხდება. აქვე, გასათვალისწინებელია ვაუჩერების დაბალი ღირებულება: 2009 წლის მონაცემების მიხედვით, ერთი წლიური ვაუჩერის ღირებულება ქალაქში 345 ლარი, ხოლო სოფლად - 475 ლარი იყო. ქალაქში პირველი 400, ხოლო სოფლად პირველი 200 მოსწავლის მიღების შემდეგ, ვაუჩერის ღირებულება შესაბამისად 325 და 450 ლარამდე მცირდება. მაღალმთიან რეგიონებში სასკოლო ვაუჩერების ღირებულება 564 ლარია და არ იცვლება სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ვაუჩერის ღირებულება წარმოუდგენლად მცირეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის საკმარისი სკოლის ყველაზე ძირითადი ხარჯის დასაფარადაც კი.

მასწავლებელთა კვალიფიკაციის პრობლემა, საქართველოში მწვავეა, რაც, გარკვეულწილად დაბალი ანაზღაურებით და მოტივაციით აიხსნება. ამის გამო საქართველოში რეპეტიტორების პრაქიკა კვლავაც ფართოდაა გავრცელებული. როგორც ‘გამჭვირვალეობა საქართველოს’ მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, ის აბიტურიენტები, რომლებსაც სურთ მისაღები ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარონ, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ფაქტიურად არ დადიან.

სოციალური ინდიკატორები

2010 წლის გაზაფხულზე ნორვეგიის ლოტლვილთა საბჭომ ჩაატარა ფართომასშტაბიანი კვლევა საქართველოს სამ რეგიონში - თბილისში, შიდა ქართლსა და იმერეთში და ძირითადად შეეხო იძულებით ადგილნაცვალ პირთა განათლების პრობლემებს. მშობლების, მასწავლებლების და ბავშების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა დიდი უმრავლესობისთვის რეპეტიტორთა პრაქტიკა მიიჩნევა ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატების მიღწევის წინაპირობას. ყველა გამოკითხული ჯგუფისთვის სკოლის დასრულების ატესტატს/სერთიფიკატს ან ქულებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მიიჩნევენ, რომ სკოლები ვერ ასრულებენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადების ფუნქციას.   

გამავე ანგარიშის მიხედვით საქართველოში ზოგადი განათლების ყველაზე მწვავე პრობლემებად მიჩნეულია: მენეჯმენტის დაბალი ხარისხი, მწირი დაფინანსება, მწყობრიდან გამოსული და ამორტიზებული შენობა-ნაგებობები, არასაკმარისი სასკოლო ინვენტარი, მასწავლებელთა დაბალი ხელფასები და მათი გადამზადების პერსპექტივების ნაკლებობა. გარდა ამისა სასკოლო წიგნების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დაისვა მშობლების მიერ. სახელმძღვანელოებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხოლოდ პირველკლასელებბს გადასცემს უფასოდ, ხოლო შემდეგ უკვე მშობლებს უწევთ მათი შძენა. სახელმძღვანელოები თითქმის ყოველ წელს იცვლება და მაღალი ხარისხითაც არ გამოირჩევა. ასლების გადაღებაც ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც ყველა ოჯახი ვერ სწვდება. 2010 წელს 8 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სახელმძღვანელოების დასარიგებლად. ეს წიგნები შემდგომ სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩებათ, რათა სხვებმაც შეძლონ სარგებლობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივა არ შეხება ადგილნაცვალ პირებს. სოციალურ ქსელებში ხშირად ისმის მოწოდება დევნილი ბავშვების სახელმძღვანელოებით დახმარების შესახებ. სამწუხაროდ, ეს საკითხი სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება.

ტრანსპორტის პრობლემა, როგორც წესი, ხშირად სახელდება ხოლმე დევნითლა განათლებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვისას. ტრანსპორტისადმი ხელმიუწვდომობა და აგრეთვე მისი ღირებულება ხშირად ხდება ხოლმე ევროპის მასშტაბით იძულებით ადგილნაცვალი ბავშების სკოლაში წაუსვლელობის მიზეზი.  ნორვეგიის ლოტლვილთა საბჭოს ზემოხსენებული კველვის შედეგების მიხედვით, ეს პრობლემა საქართველოშიც მწვავეა. 

როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში ზოგადი განათლების სისტემაში სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ზოგადი განათლების სისტემები და მისი ხარვეზები ხელს უწყობს სხვადასხვა სოციალური ფენის მოსწავლეების შორის შესაძლებლობების კიდევ უფრო დაშორიშორებას. რეალობა გვიჩვენებს, რომ იმ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან ან არ შეუძლიათ ფინანსური საშუალებების გამონახვა რეპეტიტორების დასაქირავლებად, ნაკლები შანსი აქვთ გადალახონ ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაწესებული ბარიერი და სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ.

უმაღლესი განათლება სოციალურად დაუცველთათვის

სახელმწიფო მექანიზმები სოციალურად დაუცველი სხვადასხვა კატეგორიებისთა და ეთნიკური უმცირესობებისთვის განვითარების ადრეულ ეტაპზეა და ამ მხრივ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.
მაღალმთიანი რეგიონების, კონფლიქტებისგან დაზარალებულ რეგიონების, უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ომში დაღუპული შვილებისა და დევნილებისთვის გაიცემა სახელმწიფო სოციალური გრანტები. სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის დახმარება ხორციელედება ძირითადად ბაკალავრიატის დონეზე, თუმცა კონფლიქტის რეგიონიდან დევნილი და იქ მცხოვრები მოსახლეობის შემთხვევაში დახმარება ფარავს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურს (ბაკალავრიატს, მაგსიტრატურას და დოქტორანტურას). სხვადასხვა სოციალური პროგრამების ბენეფიციარების რაოდენობა 1868 სტუდენტია (მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 4 პროცენტი). ბანკები დან სტუდენტური სესხები 14-18 პროცენტით გაიცემა, რაც შეღავათის მიუხედავად, საკმაოდ ძვირია სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე.


2010-2011 წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებთი ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტთა დაფინანსებისთვის გამოყოფილია 1.073.000 ლარი, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა თითოეული კატეგორიისა და მუნიპალიტეტის მიხედვით განსაზღვრულია 2010 წლის 7 აგვისტოს საქართველოს მთავრობის #227 დადგენილებით.


ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების 70 პროცენტი თბილისში მდებარეობს, რაც ცხოვრებისა და ტრანსპორტისთვის დამატებით ხარჯებს გულისხმობს, რაც სოციალურად დაუცველი სტუდენტების ოჯახებს დამატებით ტვირთად აწვება.


რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობებს, მათი მაქსიმალური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება ეროვნული უმცირესობების დონზე, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ უმაღლესი განათლების სისტემის სრულყოფისკენ, არამედ ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცებისკენ.

სოფლის მეურნეობა


ევროპის სამეზობლო პოლიტიკის – ევროკავშირი-საქართველოს ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები ასევე მოიცავს სასოფლო–სამეურნეო წარმოებისა და სოფლის განვითარებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებს. კერძოდ, ქვეთავში 4.4. – ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, სიღარიბის შემცირება და მდგრადი განვითარება სასოფლო-სამეურნეო წარმოების და სოფლად განვითარების ზრდასთნ დაკავშირებით დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
    2006–2009 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების ისეთი სტრატეგიის მიღება და განხორციელება, როგორიც ხელს უწყობს: ი) მიწის პრივატიზაციისა და მიწის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებისათვის საჭირო სტრუქტურულ, ინსტიტუციურ, სამართლებრივ და ადმინისტრაციული დახმარების განხორციელებას; იი) სასოფლოსამეურნეო საქმიანობის დივერსიფიცირებას, სასოფლო ტურიზმის განვითარების ჩათვლით;
    ხარისხიანი წარმოების (ტრადიციული პროდუქტები, ორგანული პროდუქტები, გეოგრაფიული მაჩვენებლები და სხვა) განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და დაცვის მხარდაჭერა
    ისეთი ღონისძიებების განსაზღვრა და შემუშავება, რომლებიც გააუმჯობესებს: ი) კრედიტების მიღებას სასოფლო-სამეურნეო სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, (იი) ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებთან მისასვლელს და (იიი) ცოდნის გადაცემას და მომსახურების გაფართოებას;

მოცემული ანგარიში  მიმოიხილავს სოფლის მეურნეობის სფეროში მთავრობის მიერ აღებული  ვალდებულებების  შესრულებას ხუთწლიან პერიოდში (2006 – 2010), დარგის აქტუალურობისა და იმის გათვალისწინებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველწიურ ანგარიშებში სოფლის მეუნეობის სექტორის მიმოხილვა სრული მოცულობით არ გაკეთებულა.

    2006–2010 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა – სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმა

ამჟამად საქართველოს არა აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის მუშა დოკუმენტი, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარეობს მუშაობა მის შემუშავებზე.


2006–2010 წლებში სახელმწიფო შემდეგი ძირითადი პრობლემების გადაჭრით ცდილობს ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას:


1.    სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (გზები, საირიგაციო სისტემები, ავტოპარკის განახლება)
2.    საქართველოს პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების ხელშეწყობა (ძირითადად ქართული ღვინისათვის ახალი ბაზრების მოძიება – ადგილობრივი პროდუქციის რეკლამირება სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე, სიმპოზიუმების მოწყობა და სხვ.)
3.    სასოფლო–სამეურნეო მიწების პროვატიზება და მიწის ბაზრის ჩამოყალიბება


ამას გარდა, ხორციელდება ისეთი ტიპის ერთჯერადი პროგრამები, როგორიცაა ფერმერებისათვის საწვავისა და შხამქიმიკატების უფასოდ დარიგება, ყურძნისა და ციტრუსის მოსავლის შესყიდვის სუბსიდირება და სხვ.


2008 წელს დაწყებულ “100 სასოფლო სამეურნეო საწარმოს” პროგრამას საბოლოოდ ათამდე საწარმოს დაარსება მოჰყვა. ამას გარდა, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” აგრო ბიზნესი ს განვითარების პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა ფერმერთა მომსახურების ცენტრები, დაარსდა–გაფართოვდა რამდენიმე საწარმო.


რეგიონალული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2009 წლის ანგარიშის მონაცემებით 2009 წელს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებზე რეგიონებში 66 მილიონი ლარი დაიხარჯა. ხოლო მცირე პროექტების განხორციელების მიზნით 20.0 მლნ ლარი გადანაწილდა ყველა სოფელზე. საირიგაციო და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული იყო 21.5 მლნ ლარი, მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსება კი შეადგენდა 9,5 მლნ ლარს.


მიუხედავად სახელმწიფოს მცდელობისა, ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფონზე 2006–2010 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორი განუხრელად მცირდება, რასაც სოფლის მოსახლეობის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება მოჰყვა. ეს ძირითადად გამოწვეული იყო 2006 წლის რუსეთის სავაჭრო ემბარგოს, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომითა და სხვადასხვა წლებში ცხოველთა ეპიდემიების გავრცელებით მიყენებული ზარალით. ამასთან 2006–2008 წლებში სასოფლო მეურნეობების საკუთრებაში არსებული სახნავ-სათესი მიწების დაახლოებით 37% დაუმუშავებელი დარჩა.


სასოფლო–სამეურნეო მიწების მოცდენისა და სასოფლო–სამეურნეო მიწების ღირებულების პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფო უახლოეს მომავალში მიწაზე ქონების გადასახდის გაზრდას გეგმავს. მიწის გადასახადის გაზრდის მიზანია, ფერმერთა სტიმულირება რომ დაამუშავონ  მიწა, და მიიღონ შემოსავალი, რომლის ნაწილითაც გაისტუმრებენ მიწის გადასახადს. ფაქტია ის ფერმერები, რომლებიც არ ამუშავებენ მიწას, იძულებული იქნებიან იჯარით გასცენ თავიანთი მიწის ნაკვეთები ან გაყიდონ ისინი. ამ პროცესმა მეურნეობების გამსხვილება და ფერმერთა ფენის ჩამოყალიბება უნდა უზრუნველყოს. ამავე დროს 5 ჰექტრამდე სასოფლო–სამეურნეო სავარგულები გათავისუფლებულია მიწის გადასახდისაგან. თუმცა მხოლოდ ასეთი ტიპის ღონისძიებების გატარებას საეჭვოა რომ მოჰყვეს       სასოფლო მეურნეობების გამსხვილება და სასოფლო–სამეურნეო მიწების ათვისების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. საჭიროა, სოფლის მეურნეობაში გატარდეს ისეთი სტრატეგიული ცვლილებები როგორიც ფერმერებს მისცემს საშუალებას  თავიანთი შრომით მიიღონ ნორმალური შემოსავლები, რაც მათ გაუჩენს ინტერესსა და სურვილს არ მოწყდნენ მიწას და წარმატებით აითვისონ  საკუთარი მიწის რესურსები. მიწის ბაზრის შექმნა უშუალოდ უკავშირდება ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებული სასოფლო–სამეურნეო წარმოების განვითარებასთან.


მიწის ბაზრის ჩამოყალიბების ხელშემწყობი პროგრამების რიცხვში უნდა აღინიშნოს აგრეთვე “კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის პროექტი” (2000 - 07), რომელიც დაფინანსა “გერმანიის რეკონსტრქციის ბანკმა” (KFW). პროექტის მიზანი იყო მთელი ქვეყნის მომცველი, მიწის ბაზრისა და ეფექტური, სიცოცხლისუნარიანი მიწათსარგებლობის განვითარების ხელშეწყობა კომპიუტერიზებული, მრავალფუნქციური კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის სისტემის შექმნის გზით. პროექტის ფარგლებში შექმნილია და აგრძელებს ფუნქციონირებას კადასტრის სარეგისტრაციო დიგიტალური სისტემა, შედგა საქართველოს დიგიტალური ორთოფოტოები და შეძენილ იქნა სატელიტური სურათები; ქვეყნის 60 პროცენტის მასშტაბით (52 რაიონი და 5 დიდი ქალაქი) აიზომა დაახლოებით 3,5 მილიონი მიწის ნაკვეთი და დადგინდა მათი მესაკუთრეები; შედგა მთელი ქვეყნის მომცველი ერთიანი გეომონაცემთა ბაზა, განვითარდა რაიონებში სარეგისტრაციო პროგრამული უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დახმარება გაეწია  ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენაში და ა.შ. ამ პროგრამამ მნიშვნელოვნად გაამარტივა მიწის რეგიტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.


თუმცა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მიწის რესურსების მონიტორინგის სისტემის სუსტი განვითარება. რესურსების დღევანდელი მდგომარეობის შესაფასებლად აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს დეტალური მონაცემები: დეგრადირებული მიწების, დაბინძურების გავრცელების არეალების, მიწათსარგებლობის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემები იქმნება მიწის სტატუსის (სასოფლო–სამეურნეო და არასასოფლო–სამეურნეო) დადგენასთან დაკავშირებითაც. 


2005 წლიდან  “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” კანონის მიღებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო მიწების  პრივატიზაციის მეორე, გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო. სასოფლო–სამეურნეო მიწების პროვატიზაციის პირველი ეტაპი 1992 – 98 წლებში განხორციელდა, როდესაც სოფლის მოსახლეობას  1–1.25 ჰა ფართობის ნაკვეთები გადაეცა კერძო საკუთრებაში, ხოლო დარჩენილი სასოფლო–სამეურნეო მიწების ნაწილი იჯარით გაიცა. ამჟამად საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ–ერთ შემაფერხებელ ფაქტორს მიწის ნაკვეთების მკვეთრი ფრაგმენტატია  წარმოადგენს: სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ძირითადი ნაწილი, მაღალი ფრაგმენტაციის მქონე მცირე ზომის შინამეურნეობებშია კონცენტრირებული.


2005 წლის რეფორმით მეიჯარეებს შესაძლებლობა მიეცათ შეღავათიანი პირობებით შეეძინათ იჯარით აღებული ნაკვეთები, ხოლო დარჩენილ მიწის ნაკვეთებს სახელმწიფო ინვესტორებზე ასხვისებდა, მათ შორის საქართველოსათვის ძალზე დიდ, 40 000 – ჰექტარიან ლოტებად. ამ რეფორმის შედეგად, 2009 წლის მონაცემებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახნავ–სათესი მიწების 29.5% (106,254 ჰექტარი) იყო პრივატიზებული, ხოლო 70.5%  (253,746 ჰექტარი) სახელმწიფო კუთვნილებაში რჩებოდა.


უნდა აღინიშნოს, რომ მიწის პრივატიზების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ძნელად ხელმისაწვდომია, ვინაიდან არ არსებობს ოფიციალური, საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკა რეგიონების მიხედვით პრივატიზების მიმდინარეობის შესახებ, ასევე ხელმიუწვდომელია მსხვილი სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთების პრივატიზებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამდენად რთულია ვიმსჯელოთ ამ რეფორმის წარმატების შესახებ.
2010 წლის 9 აგვისტოს კანონმა “სახელმწიფო ქონების შესახებ” გააუქმა კანონი “სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის შესახებ”. ამ დროიდან სასოფლო–სამეურნეო მიწების პრივატიზებასა და მართვასთან დაკავშირებული საკითხები “სახელმწოფო ქონების შესახებ” კანონის მე-2 თავით რეგულირდება. ამ ახალი კანონით გაუქმდა ან შეიზღუდა ის შეღავათები, რომლებიც სასოფლო–სამეურნეო მიწების პრივატიზებისას ადგილობრივი მოსახლეობისათვის იყო დაწესებული 2005 წლის კანონით.


კანონმა "სახელმწიფო ქონების შესახებ" გააუქმა მთელი რიგი პროცედურები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას აძლევდა უპირატესად (სპეციალური აუქციონის ფორმით) და იაფად (მინიმალური ღირებულების 50%)  შეეძინა მათი თემის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-მიწის სამეურნეო მიწის ნაკვეთები. კანონით ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობა მათ ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნო მიწის ნაკვეთების პრივატიზებაში ნულის ტოლია, პრივატიზებას ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, დელეგირების   შემთხვევაში ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები. კანონით ასევე გაიზარდა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები ს/მ მიწის პრივატიზების სფეროში, კერძოდ იგი იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორები სათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. ამას გარდა:


1.    2 -ჯერ გაიზარდა მიწის ნომინალური ღირებულება; გაუქმდა სპეციალური აუქციონის ფორმა, რომელიც მიწის ნაკვეთის ღია აუქციონით პრივატიზებამდე ითვალისწინებდა მის გატანას თემის ფარგლებში გამართულ აუქციონზე.
2.    გაუქმდა ფინანსური შეღავათები მოიჯარეების მიერ საიჯარო მიწის ნაკვეთების შეძენისას. სახელმწიფოს მოიჯარეებს პირდაპირი წესით საიჯარო ფართის შესყიდვის ვადად განისაზღვრა 2010 წლის 31 დეკემბერი;


3.    კანონი ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ მისი კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწიების პრივატიზების უფლების გადაცემას (დელეგირება)   მესამე (კერძო) პირებზე, სპეციალური ანაზღაურების საფუძველზე.

    2006–2010 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა – საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება


ისეთი სასოფლო–სამეურნეო წარმოების სისტემის აწყობა, როგორიც ბაზრის მოთხოვნებზე იქნება მორგებული, საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის  მნიშვნელოვანი გამოწვევაა.


საქართველოს სოფლის მეურნეობა მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს სოფლის მეურნეობის ყველა დარგს. საბჭოთა კავშირის პერიოდში სოფლის მეურნეობა მორგებული იყო დახურული საბჭოთა ბაზრის მოთხოვნაზე, ხოლო დამოუკიდებლობის წლებიდან სოფლის მეურნეობა ინერციით ვითარდებოდა. ამ დრომდე ძირითად საექსპორტო ბაზრებად საქართველოსათვის დსთ –ის ქვეყნები რჩებიან. 2006 წლიდან საქართველოსათვის დახურული რუსეთის ბაზარი დიდწილად უკრაინა მ, ყაზახეთმა და ბელორუსმა ჩაანაცვლეს. ამავე დროს საქართველო აქტიურად ცდილობს ევროკავშირის ბაზრებზე შესვლას. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს არა მარტო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების, არამედ ადგილობრივ ბაზარზე ექსპორტის ჩანაცვლების სერიოზული პრობლემაც აქვს. ეს მრავალი ფაქტორით არის განპირობებული.
ერთ–ერთი კრიტიკული საკითხი ამ მიმართულებით ბაზრის საინფორმაციო სისტემების არარსებობაა. ქართველ ფერმერს არ აქვს ინფორმაცია ადგილობრივ და მსოფლიო ბაზრებზე არსებული მოთხოვნისა და ფასების შესახებ. ეს გარემოება აფერხებს ფერმერთა მოქნილობას ბაზრის მოთხოვნების მიმართ.


ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად ცდილობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას მსოფლიო ს ბაზრებზე გამოფენებში მონაწილეობით, ღვინის დეგუსტაციების მოწყობითა და სხვა ღონისძიებებით. ამ მხრივ აღსანიშნავია 2010 წელს საქართველოში გამართული ღვინის მსოფლიო კონგრესი.


მას შემდეგ, რაც საქართველო აქტიურად ცდილობს თავისი თავის, როგორც ტურისტული ქვეყნის, პოზიციონირებას, ქვეყნის შიგნით სულ უფრო მწვავედ გაისმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ტურიზმის დამოკიდებულება იმპორტირებულ საკვებ პროდუქციაზე ამ დარგის განვითარებას პრობლემებს შეუქმნის. ამავე დროს, საქართველოს აქვს მზარდი პოტენციალი განავითაროს სოფლის ტურიზმი, რის საშუალებასაც მისი მრავალფეროვანი ლანდშაფტები და უძველესი სასოფლო–სამეურნეო ტრადიციები იძლევა. ამ მიმართულებით ჯერ– ჯერობით არ არსებობს სახელმწიფო სტრატეგია ან ხელშეწყობის პროგრამა.  თუმცა სოფლის ტურიზმი კერძო პროექტების ხარჯზე ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება.


    ხარისხიანი წარმოების (ტრადიციული პროდუქტები, ორგანული პროდუქტები, გეოგრაფიული მაჩვენებლები და სხვა) განვითარების ხელშეწყობა


საქართველოში, როგორც უძველესი სოფლის მეურნეობის ქვეყანაში, ტრადიციული მეურნეობა და სოფლის ლანდშაფტები უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობაა, ამავე დროს საქართველოს კლიმატური პირობები ქმნის საშუალებას მრავალი სხვადასხვა და მაღალი ხარისხის ს/მ პროდუქციის წარმოებისათვის. ამის გამო, საქართველოს ორგანული წარმოების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. 


2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ბიოწარმოების შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2007 წელს. ამავე პერიოდში  დაფუძნდა ბიოსერტიფიცირების ადგილობრივი ორგანო – “კავკასსერტი”, რომელსაც 2008 წლიდან აქვს საერთაშორიო აკრედიტაცია. ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა სერტიფიცირებული ქართული ბიოპროდუქტების რაოდენობა.


ამჟამად სასურსათო წარმოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს არსებული კანონების ოპტიმიზაცია/კონსოლიდაცია. რეფორმის ფარგლებში ბიოწარმოების კანონი, რიგ სხვა კანონთან ერთად, გაუქმდება და მისი ძირითადი მოთხოვნების ინკორპორირება მოხდება “სურსათის ხარისხისა და უვნებლობის შესახებ” კანონში. სფეროს დეტალური რეგულიება კი მოხდება მთავრობის დადგენილებით “ბიოწარმოების განხორციელებისა და სერტიფიცირების შესახებ”. მთავრობის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება ევროკავშირის მოთხოვნები ბიოპროდუქტების მიმართ.


ფერმერები, ადგილობრივი ბიზნესმენები და მომხმარებლები და შესაბამისი ოფიციალური სტრუქტურები ამჟღავნებენ მზარდ ინტერესს ბიომეურნეობის მიმართ. თუმცა დარგის განვითარება მაინც შეფერხებულია რამოდენიმე მიზეზის გამო, რომელთ შორისაა:


•    არ არსებობს ბიოწარმოების განვითარების სახელმწიფო სტრატეგია;
•    ძალაში არ შესულა კანონის ნორმა, რომელიც შიდა ბაზრისათვის კრძალავს არასერტიფიცირებულ პროდუქტზე მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი წარწერის გაკეთებას (როგორიცაა “ეკოლოგიური”, “ორგანული” და სხვ.);
•    არ არსებობს საცდელ–სადემონსტრაციო ფერმები სადაც მოხდებოდა კონკრეტულ კლიმატურ და ნიადაგურ პირობებში ძირითადი კულტურების ბიომეთოდებით მოყვანა და კვლევების ჩატარება;
•    შეზღუდულია ფერმერული ბაზრობების მოწყობის შესაძლებლობა;
•    არ არსებობს ბიოწარმოების ფინანსური თვალსაზრისით წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამები.


რაც შეეხება პროდუქციის გეოგრაფიულ აღნიშვნებს, 2010 წელს ევროკავშირთან მიღწეული იქნა შეთანხება, რომლის ფარგლებშიც მოხდა ქართული ღვინოების ადგილწარმოეშობის აღიარება ევროპულ ბაზრებზე. მომავალში სასურველია, რომ სახელმწიფომ იზრუნოს არა მარტო ალკოჰოლური სასმელების ადგილწარმოშობის დასახელების დაცვაზე, არამედ ეს პროცესი შეეხოს სხვა პრდუქტებსაც, როგორიცაა ადგილობრივი ყველი, თაფლი, პური, საწებლები და სხვა.  


    სასოფლო–სამეურნეო კრედიტები საქართველოში


სოფლის მეურნეობაში სექტორის წარმატებული ტრანსფორმაცია ამ სფეროში ახალი – მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვის საჭიროებას გულისხმობს. სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტების  სისტემის განვითარება დარგისათვის  გრძელვადიანი ეფექტის მქონე, სტრუქტურული ხასიათის მასტიმულირებელი ფაქტორი იქნებოდა. 
ამჟამად საქართველოში არ არსებობს სპეციალიზებული აგრარული ბანკი და აგროსესხების სახელმწიფო პროგრამა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2009 წელს გაცემული კრედიტების  დაახლოებით  მხოლოდ 2% მოდიოდა სოფლის მეურნეობაზე. ამავე დროს მოთხოვნა სასოფლო–სამეურნეო სესხებზე საკმაოდ მაღალია.


სოფლის მეურნეობის დაფინანსებას მცირე ადგილი უკავია ბანკები ს მიკროსაკრედიტო დაფინანსების პორტფელში, რადგან იგი დაბალრენტაბელურ, მაღალრისკიან და არასტაბილურ სექტორად მიიჩნევა. სოფლის მეურნეობის სექტორში ძირითადად აქტიურობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც რეგიონებშია განლაგებული. მათ მიერ სოფლის მეურნეობაში გაცემული სესხების უმეტესობა ძალზე მცირე ზომის სესხებია (500–2500 ლარი) და ფერმერების მიერ საბრუნავი საშუალებების შეძენას ხმარდება.  2009 წლის მონაცემებით, საფინანსო ორგანიზაციებმა სულ დაახლოებით 18 000-მდე სესხი გასცეს სოფლის მეურნეობაზე. ამავე დროს საქართველოში საშუალო საპროცენტო განაკვეთი მიკროსაფინანსო ორგანიზციის მიერ გაცემულ მცირე სასოფლო–სამეურნეო სესხზე საშუალოდ 32%-ია, ხოლო საშუალო მოცულობის სესხებზე განაკვეთი 26%-ს შეადგენს. მაღალი საპროცენტო განაკვეთები და სესხის აღების რთული პროცედურა მცირე ფერმერს განვითარების საშუალებას არ აძლევს. თავის მხრივ საფინანსო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საპროცენტო განაკვეთები მათ მიერ გაწეული რისკებისა და ხარჯების ადეკვატურია (მცირე სეხების მომსახურება ძვირი ჯდება). შესაბამისად, ამ მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და სახელმწიფო ინტერვენციის გარეშე ეს სექტორი ძალიან ნელა განვითარდება და სოფლის მეურნეობის განვითარების ისედაც დაბალ ტემპებს კიდევ უფრო შეაფერხებს.
როგორც ზემოთ აღინიშნა ბოლო წლებში განხორციელდა რიგი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მცირე მეწარმეობის წახალისებას ისახავდა მიზნად, როგორიცაა „იაფი კრედიტისა“ და „100 სასოფლო–სამეურნეო საწარმოს“ პროგრამები, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი მოკლევადიანი პროგრამები ვერ ცვლის სოფლის მეურნეობის დაკრედიტების კუთხით არსებულ ზოგად მძიმე ფონს.


    ისეთი ღონისძიებების განსაზღვრა და შემუშავება, რომლებიც გააუმჯობესებს: ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებთან მისასვლელს და ცოდნის გადაცემასa და მომსახურების გაფართოებას;


ექსპორტის შემაფერხებელი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემების გაუმართავი მუშაობა. გაუმართავი ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ეპიდემიების თავიდან აცილებას, დიდ დარტყმას აყენებს შიდა ბაზარზე ორიენტირებულ წარმოებებსაც. მაგალითად, მეღორეობის სექტორი ფაქტობრივად განადგურდა ღორის ჭირის ეპიდემიის შედეგად.


გარდა უვნებელი და ხარისხიანი პროდუქციის წარმობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, ბაზრებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით სტრუქტურული პრობლემები არსებობს წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე.


პირველადი წარმოების დონეზე სტაბილური  რაოდენობის პროდუქციის მიწოდება პრობლემად რჩება ფერმათა მცირე ზომისა და ფერმერული კავშირების/კოოპერატივების სისტემის განუვითარებლობის გამო. დღმდე არ არსებობს ფერმერული კოოპერატივებისათვის ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამები. პირიქით, არსებული საგადასახადო სისტემის პირობებში ფერმერებისათვის გაერთიანება წამგებიანია, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათ საგადასახადო შეღავათები უუქმდებათ, და მეტიც – ორმაგად იბეგრებიან. ფერმერთა მარკეტინგული კოოპერატივების განვითარება უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომლის გადაჭრაც დიდად გააუმჯობესებდა დარგის განვითარებას.
მართალია, ბოლო წლებში სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორების დახმარებით ზოგიერთ რეგიონში გაუმჯობესდა ისეთი აუცილებელი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობები, სასაკლაოები, ფერმერთა მომსახურების ცენტრები და სხვ. თუმცა ამ მხრივ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით სასოფლო–სამეურნეო ბაზრების სისტემის მოწესრიგება–განვითარების თვალსაზრისით. დედაქალაქში ცენტრალური აგრარული ბაზრის გაუქმება და გარევაჭრობის აკრძალვა, რომელსაც არ მოჰყვა ადეკვატური ალტერნატიული სავაჭრო ქსელების განვითარება, ადგილობრივი მცირე ფერმერებისათვის მნიშვნელოვნად აფერხებს  ბაზრის მისაწვდომობას.  


ამჟამად საქართველოში არ არსებობს ფერმერთა ექსტენციის მოწესრიგებული სისტემა, ქვეყანაში მხოლოდ ერთი–ორი საცდელ–სადემონსტრაციო მეურნეობა ფუნქციონირებს. შესაბამისად ფერმერთა მისაწვდომობა გაუმჯობესებული სასოფლო–სამეურნეო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციასთან უკიდურესად შეზღუდულია. 2010 წელს სახელმწიფომ დაიწყო ახალი პროგრამა, რომლის ფერგლებშიც მოხდა მუნიციპალიტეტის აგრონომის ინსტიტუტის შემოღება. ამ ეტაპზე ყველა რეგიონისათვის შერჩეული არიან აგრონომები, რომლებიც გადამზადებას გადიან უცხოეთში. მომავალში სწორედ მუნიციპალიტეტის აგრონომმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი სასოფლო–სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ არ შეიქმნა საცდელი მეურნეობების ქსელი, რომლებიც ისე იქნებიან განლაგებული, რომ ამა თუ იმ რეგიონის ფერმერებს ექნებათ საშუალება, გაეცნონ შესაბამის დარგში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და სწორ პრაქტიკას, და თუ არ აეწყო ვეტერინარული სისტემა, მუნიციპალიტეტში ერთი აგრონომი არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმს სრულფასოვნად ვერ შეავსებს.


ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ადგილობრივი ბაზრის ათვისებას უკავშირდება, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამჟამად ქვეყანას არა აქვს რაიმე ნათელი პოლიტიკა ან სტრატეგია სასურსათო უსაფრთხოების სფეროში.
2010 წლიდან, ძირითადად ხორბლის კრიზისის გავლენით, სახელმწიფო აცნობიერებს სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობას. ამ პრობლემების პასუხად  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო “მარცვლეული კულტურების წარმოების” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შემოტანილ იქნა მაღალმოსავლიანი და გვალვაგამძლე ამერიკული ხორბლისა და ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა. უნდა აღინიშნოს, რომ  ქართველი ფერმერებისათვის ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის ხელმისაწვდომობა ერთი–ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. თუმცა ამგვარი პროგრამების განხორციელებისას დამატებით რამდენიმე საკითხი უნდა იქნეს გათვალისწინებული: ა) ქვეყანამ უნდა იფიქროს ადგილობრივი თესლის/სარგავი მასალის მწარმოებელი კომპანიების განვითარებაზე, რათა მთლიანად არ გახდეს დამოკიდებული იმპორტირებულ სათესლე მასალაზე; ბ) ნებისმიერი სათესლე მასალა უნდა გამოიცადოს სასოფლო–სამეურნეო სარგებლიანობაზე საქართველოს კლიმატურ და ნიადაგურ პირობებში; გ) ფერმერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიუმჯობესონ ცოდნა აგროტექნოლოგიაში, რაც მოსავლიანობის გაზრდის ერთ–ერთი აუცილებელი წინაპირობაა; დ) ახალი ჯიშების დანერგვის პარალელურად უნდა არსებობდეს ადგილობრივი აგრობიომრავალფეროვნების დაცვის სახელმწიფო პროგრამა ან გეგმა. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით პასუხისმგებლობა ქვეყნის აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე მთლიანად სამეცნიერო ინსტიტუტებს აქვთ დაკისრებული, რომელთა შესაძლებლობებიც მწირი დაფინანსების გამო უკიდურესად შეზღუდულია; ე) მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნით 2008 წლის ოქტომბერში მიუერთდა რიო–დე–ჟანეიროს „ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციის“ კარტახენას „ბიოუსაფრთხოების ოქმს“, რითაც ვალდებულება აიღო დაარეგულიროს გენმოდიფიცრებული ცოცხალი ორგანიზმების მიმოქცევასთან დაკავშირებული ურთიერთობები, შესაბამისი კანონი ჯერჯერობით მიღებული არ არის. გენმოდიფიცირებული სათესლე მასალის შემოტანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის. 

ენერგია

შესავალი
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ესპ) ფარგლებში მიღებული სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასებას ენერგეტიკის სფეროში 2010 წლის პროგრამის პირობების მიხედვით. დოკუმენტი ძირითადად მოიცავს საქართველოს მთავრობის საქმიანობის მონიტორინგს მიმდინარე წლის მანძილზე და, აგრეთვე, მოკლედ მიმოიხილავს იმ წინმსწრებ რეფორმებს, რომლებიც აღნიშნულ სფეროებში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა.


ენერგეტიკა
ენერგოუსაფრთხოება და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ახლად ინიცირებული „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ერთ–ერთი მთავარი პლატფორმაა. მისი ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ენერგოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, მდგრადი და ეფექტური ენერგოპოლიტიკის შემუშავება და განახლებადი ენერგოწყაროების გამოყენებაა.


თუ მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის საქმიანობას ამ სამი მიმართულებით შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, რომ ენერგოპოლიტიკის შემუშავებისა და ენერგიის წყაროების დივერსიფიცირების თვალსაზრისით გაცილებით ხელშესახები პროგრესი იქნა მიღწეული, ვიდრე ენერგოეფექტურობისა და მდგრადი განვითარების კუთხით.


ენერგოეფექტურობა და ენერგორესურსების ეკონომიურად გამოყენება საქართველოს სახელმწიფო ენერგოპოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებად არის აღიარებული 2006 წლის 7 ივნისს პარლამენტის რეზოლუციით „საქართველოს სახელმწიფო ენერგოპოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“. ამ მიზნით სახელმწიფომ ენერგორესურსებზე საბაზრო ფასების შემოღებას მიმართა (პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობაზე შესაბამისი პროტოკოლი 2004 წელს იქნა მიღებული), რაც ხელისუფლების აზრით, ენერგორესურსების ეკონომიურად მოხმარებასა და სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესი დან ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობდა ხელს.


ამჟამად საქართველოში არსებული ენერგოტარიფები რეგიონში ყველაზე მაღალია . რადგან ძვირადღირებული ენერგიის მომხმარებელი ქვეყნის მოსახლებაა, ენერგორესურსებზე მაღალი ტარიფები ისედაც მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ მოსახლეობას დამატებით ტვირთად აწვება. ხშირად დამოუკიდებელი ენერგოექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო რომ ის დღგ–სა და ენერგოსექტორში არსებული სხვა მაღალი გადასახადებით არის დაინტერესებული რაც ტარიფების შემცირების საშუალებას არ იძლევა.

საქართველოში ენერგიის გენერაცის, გადაცემისა და დისტრიბუციის ხარჯებს შორის ძალზე, სხვა ქვეყნდებთან შედარებით, თვალშისაცემი განსხვავება არსებობს. ენერგოგენერაციის ხარჯები შედარებით დაბალია, რადგან ელექტროენერგია ძირითადად ადგილობრივ ჰიდროელექტროსადგურებში გამომუშავდება. თუმცა, ენერგიის განაწილების დანაკარგები ადგილობრივ სისტემაში კვლავ საკმაოდ მაღალია, რაც საბოლოო ჯამში, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მაღალი ტარიფის დაწესებას განაპირობებს. ამჟამად არსებული ტარიფები, იმის მიუხედავად, რომ საშუალო ევროპულ ტარიფებთან შედარებით საკმაოდ დაბალია, მაინც მძიმე ტვირთად აწევს ქვეყნის მოსახლეობის ძირითად ნაწილს, განსაკუთრებით სოფლად, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევარია. ტარიფების დაბეგვრის ამჟამად არსებული პრაქტიკა ხშირად მომხმარებელთა უფლებების პირდაპირი დარღვევით ხორციელდება. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა ელექტროენერგიის გადასახადს კვლავ კოლექტიური მრიცხველებით იხდის. მრიცხველების მიერ აღნუსხული მოხმარებული ელექტროენერგია ოჯახებზე სულადობრივად ნაწილდება. ამასთან, ე.წ. სოციალური ტარიფი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის თითქმის არ არსებობს. იმის მიუხედავად, რომ ამგვარი მრიცხველების არსებობა მომხმარებლის უფლებათა დარღვევად იქნა აღიარებული, ჯერჯერობით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელიც მიმწოდებელ კომპანიებს ამგვარ დასახლებებში მოსახლეობის ინდივიდუალურად გამრიცხველიანებას დაავალდებულებდა.


პარლამენტის 2006 წლის რეზოლუცია კომუნალურ და საწარმოო სექტორებში ენერგიის ეკონომიურ მოხმარებასა და ენერგოდანაკარგების შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას და ენერგიის დაზოგვის ისეთი სისტემების შემოღებას ითვალისწინებს, როგორიცაა კოგენერაციის სისტემების დანერგვა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება. რეზოლუცია აგრეთვე შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური საფუძვლის შემუშავებასაც ითვალისიწნებს. ამის მიუხედავად, ამ თვალსაზრისით პროგრესი არც 2010 წელს იქნა მიღწეული. ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიაზე კანონი არ ყოფილა შემუშავებული (სამუშაო ჯგუფი 2008 წელს დაიშალა). შესაბამისი სტრატეგია არც ენერგეტიკის სამინისტროში მომზადებულა.

ენერგიის წარმოება საქართველოში კვლავ ექსტენსიურია. ერთი ერთეული ენერგიის წარმოებაზე დახარჯული ენერგია დღეისათვის სამჯერ აჭარბებს ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, ენერგიის წილი ქვეყნის მშპ–ში კი სამჯერ მაღალია ვიდრე ევროპაში . რადგან საქართველო ენერგორესურსების იმპორტიორი ქვეყანაა, ადგილობრივი კომპანიები და ფირმები ძვირადღირებული ენერგიის გამო არაკონკურენტულ მდგომარეობაში არიან სხვა მწარმოებლებთან შედარებით როგორც შიდა, ასევე საგარეო ბაზარზე, რადგან ენერგიის დანახარჯი პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის.

ხელისუფლება ხშირად არის კრიტიკის ობიექტი არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომლებიც მას ენერგიის ეკონომიური მოხმარებისა და ენერგოეფექტურობის პოლიტიკა ზე არასათანადო ყურადღებისათვის აკრიტიკებენ. შედარებისათვის, ამგვარმა პოლიტიკა მ ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულ დასავლეთის ქვეყნებს 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ საშუალება მისცა გაესამმაგებინა მშპ, მაშინ როცა ენერგიის მოხმარება მხოლოდ მესამედით გაიზარდა.

სამოქმედო გეგმა ენერგოეფექტურობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. თუმცა, ამ თვალსაზრისით ჯერჯერობით მცირე პროგრესი შეიმჩნევა. ამჯერად ამ საკითხებზე მხოლოდ ორი საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია – ენერგოეფექტურობის ცენტრი (ტასისი–ს პროექტი) და „ვინროკ ინთერნეიშენლ“ (იუსაიდ–ის ქვეკონტრაქტორი) მოქმედებს, რომლებიც ენერგეტიკის სამინისტროსა და ადგილობრივ არასამთავრობი სექტორს საკონსულტაციო დახმარებას უწევენ.

ენერგოუსაფრთხოება


საქართველოში ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის უმთავრესი საკითხი ენერგიაზე შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაა  და იმგვარი პირობების შექმნაა, როდესაც ენერგიის მიწოდების სრული შეწყვეტის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.  სახელმწიფოს მიერ ენერგიის სფეროში მიღებული პოლიტიკის თანახმად, ბაზარს შესწევს უნარი თავად დაარეგულიროს მოთხოვნა მიწოდება ყველაზე ე    ექსტრემალურ პირობებშიც კი და სახელმწიფო მხოლოდ მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით უნდა ერეოდეს მასში და აგრეთვე ღია და თავისუფალ ბაზარს უზრუნველყოფდეს კომერციული ოპერატორებისათვის.


ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიირებას. რუსეთთან 2008 წლის სამხედო კონფლიქტის შემდეგ გაზის ბაზრის დერეგულირება განხორციელდა და ასევე გაიზარდა აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზის წილი სტრატეგიული ტრანსკავკასიური გაზსადენების ამოქმედების ხარჯზე. თუ 2007 წელს რუსეთიდან შემოსული გაზი საერთო მოხმარების 60 პროცენტს შეადგენდა, 2010 წლისათვის ის 15 პროცენტამდე იქნა დაყვანილი. ამასთან, დაიწყო სტრატეგიული გაზსაცავის მშენებლობა ნინოწმინდაში. გაზის საცავი გაზის მოხმარებაში არსებულ სეზონურ განსხვავებებს დააბალანსებს (ზამთრის სეზონში გაზის მოხმარება ორჯერ მეტია) და კრიტიკულ ვითარებაში გაზის რეზერვების მართვას და წნევის რეგულირებას შეძლებს. გაზის ბაზრის წარმატებული დივერსიფიცირების მიუხედავად, ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ამჟამად საქართველოს ბაზარი ასევე ერთ დიდ მომწოდებელზე – აზერბაიჯანზე გახდა დამოკიდებული, რამაც შესაძლოა სამომავლოდ ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო კვლავ მოწყვლადი გახადოს.


საქართველო–ევროკავშირის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ გათვალისწინებულია გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება–განხორციელება და მისი დაახლოება ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა ს, მათ შორის ენერგორესურსების უსაფრთხოების მიზნებთან (თავი 4.6.2). ამ მიზნების განხორციელება მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომლებიც ქვემოთ მოკლედ არის მიმოხილული.


პირველ რიგში, ევროკავშირის თავისუფალი ენერგეტიკული ბაზრის მთავარი პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების სფეროში დერეგულაციის პოლიტიკა განახორციელა. თავისუფალი ენერგობაზრის შესაქმნელად, ენერგიის გენერაცია, დისტრიბუცია და რეგულაცია ერთმანეთისგან უნდა გამიჯნულიყო. ბაზრის დერეგულაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს, რაც წლების მანძილზე ზოგადად ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე ხორციელდებოდა. თუმცა, კრიტიკოსების თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ზოგიერთ კომპანიას ჯერ კიდევ შეთავსებული აქვს ენერგიის გენერაცია–დისტრიბუციის ფუნქციები და ამ სფეროში მონოპოლისტური თუ ნაწილობრივ მონოპოლისტური სისტემაც შენარჩუნებულია. 2010 წელს ამ თვალსაზრისით პოზიტიური ცვლილება არ მომხდარა.
ბუნებრივი გაზის ბაზრის დერეგულაცია 2008 წელს განხორციელდა და, თეორიულად, ბაზარი თავისუფალია, ანუ ნებისმიერ სადისტრიბუციო კომპანიას აქვს უფლება ნებისმიერი მიმწოდებლისაგან შეიძინოს ბუნებრივი გაზი და ინდივიდუალურ მიმწოდებლამდე მიიტანოს, თუმცა რეალურად განაწილება კვლავ სახელმწიფოს მიერ არის მონოპოლიზებული, რადგან გამანაწილებელი მილსადენები  კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში რჩება.


ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის დერეგულაცია 2023 წლისათვის იგეგმება. ამ დრომდე ბაზრის „რეგულატორად“ სახელმწიფო კომპანია ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორი (ესკო) რჩება. ერთი მხრივ, ეს მთავრობის მიერ უცხოელი ინვესტორები ს მოსაზიდად გაკეთდა, რადგან ესკო გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვას უზუნველყოფს. იმის მიუხედავად, რომ საპრივატიზაციო ერთეულებს არსებული დავალიანება ჩამოეწერა, დერეგულაცია მხოლოდ 2007 წლის შემდეგ აგებულ ელსადგურებზე ვრცელდება, ამიტომ ენერგოექტსპერტთა მოსაზრებით, ამ სფეროში დერეგულაცის მხოლოდ ნაწილობრივია. ამასთან, რამდენიმე დიდი ენერგოერთეულის პრივატიზაცია გაუმჭვირვალედ მოხდა, რაც საზოგადოების მხრიდან პროცესის მონიტორინგისა და მასში მონაწილეობის საშუალებას გამორიცხავდა.


ენერგეტიკის სექტორის კიდევ ერთი მახასიათებელია სახელმწიფოს მხრიდან მასშსტაბური ჰიდროელსადგურების მშენებლობის მხარდაჭერა, იმის მიუხედავად, რომ 2008 წელს მიღებული სახელმწიფო პროგრამის თანახმად, „განახლებადი ენერგია 2008“, პრიორიტეტული მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკა ერთ–ერთ იმ სამ ძირითად მიმართულებად უნდა იქცეს (სოფლის მეურნეობასა და ტურიზმთან ერთად), რომელსაც სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დაეფუძნება . ამ მიზნით 2010 წელს საქართველოს მთავრობა კვლავ აქტიურად უჭერდა მხარს ყველა მასშტაბური ჰიდროელსადგურის პროექტის განხორციელებას, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ან ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე პოტენციურ საინვესტიციო ობიექტთა ნუსხაში ირიცხება.


საქართველოს ენერგოობიექტების დადგმული სიმძლავრე ამჟამად 3000 მვ–ია. შარშან ქვეყანამ 8.6 მლრდ კვ/ს ელექტროენერგია გამოიმუშავა, აქედან ელექტროენერგიის 80 პროცენტი ჰიდროელსადგურებზე მოდიოდა. ამჟამად ქვეყანაში 60–მდე დიდი და საშუალო ზომის ჰესი მოქმედებს. ენერგეტიკის სამინისტროს ვებ–გვერდზე დაახლოებით 30–მდე ახალი სავარაუდო პროქტია ჩამოთვლილი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში საქართველო, რომელიც ამჟამად მხოლოდ საკუთარი ჰიდროპოტენციალის მხოლოდ 15 პროცენტს მოიხმარს, უახლოეს ათწლეულში რეგიონის წამყვანი ენერგექსპორტიორი გახდება. ამ ჰესების მშენებლობა ზე, ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ ინვესტორებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია და მათი დასრულება მომდევნო შვიდ წელიწადში იგეგმება. თავდაპირველად იგეგმება საქართველოს ენერგოსისტემის თურქულ ენერგოსისტემასთან ჰარმონიზაცია, 2015–17 წლებისათვის კი სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის ელექტროენერგიის ბაზარზე გასვლაც .


თუმცა, ამჟამად მიმდინარე დიდი ჰიდროპროექტები (ენგური, ხუდონი, ნამახვანი) გარემოს დაცვის თვალსაზრისით კრიტიკულად არის შეფასებული ადგილობრივი გარემოსდამცველი ორგანიზაციების მიერ. იმის მიუხედავად, რომ ეკოლოგიის საკითხებს ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს, არსებული რეგულაციები და კანონები კვლავ დახვეწას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას საჭიროებს. მაგალითისათვის, გარემის დაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია ეროვნული გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა, იმის მიუხედავად, რომ სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შარშანდელ შეფასებაში ეს პუნქტი განსაკუთრებით იყო ხაზგასმული.
ენერგოპროეტქბის მონიტორინგისათვის ადგილობრივ გარემოს დამცველ ორგანიზაციებს სათანადო ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ, რათა სათანადო კვლევები მოამზადონ, თუ რა გავლენას ახდებს ასეთი მასშტაბური მშენებლობები გარემოზე. ცალკეული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტერვიუების შედეგად ცხადი ხდება, რომ სახელმწიფო ხშირად უგულებელყოფს სათანადო მოსამზადებელი კვლევების ჩატარების აუცილებლობას მსენებლობების დაწყებამდე. დიდ პროექტებზე კვლევა მსოფლიო ბანკისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რადგან ეს ორგანიზაციები უშუალოდ მონაწილეობდენ ზოგიერთი მათგანის დაფინანსებაში. თუმცა, არასამთავრობო სექტორის განხცადებით, ხელისუფლება ხშირად ცდილობს ნებისმიერ ფასად მიიღოს ინვესტორის თანხმობა და რადგან დასავლური კომპანიები სათანადო ეკოლოგიური დასკვნების არარსებობის შემთხვევაში ინვესტირებას არ ახორციელებენ, ხშირად კონტრაქტები საეჭვო წარმოშობის ფირმებთან ფორმდება. ამის მაგალითად მოყვანილია ინდური ოფშორული კომპანია, რომელიც ხუდონის პროექტს ახორციელებს, თუმცა მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ამ ჰიდროელექტროსადურის მშენებლობა საქართველოს ენერგოუსართხოებისათვის გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.


სხვადასხვა გარემოსდამცველი ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ ხელისუფლება ხშირად ყურადღებას არ უთმობს საჯარო კონსულტაციების აუცილებლობას დიდი ჰესების მსენებლობის შემთხვევასი, ან მათ ფორმალურად ატარებს, რათა უცხოელ დონორთა მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ზოგადად, ქართველ გარემოსდამცველთა შეფასებით, დიდი კაშხლების მშენებლობა ს დიდი ეკოლოგიური ზიანი მოჰყვება და უმჯობესია მთავრობამ მეტი ყურადღება დაუთმოს მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა ს, ან ალტერნატიული ენერგოწყაროების გამოყენებას, რაც ჯერჯერობით სათანადოდ არ არის შესწავლილი.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group