საქართველოში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ენდობა “ნატო”-ს, ყველაზე ნაკლებად “დსთ"-ს

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, April 23, 2014
News Making Money

უკრაინამ და ევროკავშირმა „ასოცირების ხელშეკრულების“ პარაფირება მოახდინეს

31/03/2012 10:54 (752 დღე 23:42 minutes ago)

პარასკევს ბრიუსელში ევროპის კავშირმა და უკრაინა მ „ასოცირების ხელშეკრულების“ პარაფირება მოახდინეს.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

დოკუმენტის პარაფირების ცერემონიას უკრაინის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ კლიმკინი, ევროკავშირის მხრიდან კი საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიროსლავ ლაიჩაკი ესწრებოდნენ.

 

როგორც ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულემ განაცხადა, „დოკუმენტის პარაფირება პირველი ნაბიჯია, ხოლო მისი ხელმოწერა და რატიფიცირება კი უკრაინა ში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული.“ ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ექსპრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო, პოლიტიკური მოტივების გამო იდევნება.

 

30 მარტს პარაფირებული „ასოცირების შეთანხმება“  განსაზღვრავს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობის პირობებსა და ჩარჩოებს, მაგრამ მასში არაფერია ნათქვამი უკრაინისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group